ჟურნალი ,,საარქივო მოამბე“ სტუმრად ,,საზოგადოებრივ რადიოში"

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 28 жов 2017
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შემოქმედებითი განყოფილება სტუმრად იმყოფებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,ხაზის რადიოს“ პირდაპირ ეთერში. ვინაიდან 28 ოქტომბერი ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის დაბადები დღეა, გადაცემა მთლიანად მიეძღვნა რეპრესირებულ საზოგადო მოღვაწეებს. გადაცემის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში განხორციელებულ რეპრესიებზე, იმ ვითარებაზე, რაც იმ პერიოდში საქართველოში სუფევდა. როგორ მუშაობდა ბოლშევიკური რეჟიმი, როგორ აშანტაჟებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს და ამგვარი მეთოდებით იღებდნენ სასურველ ჩვენებებს. რა ბედი ეწია ნიკოლო მიწიშვილს, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძეს, მიხეილ ჯავახიშვილს.გადაცემაში განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მწერლებზე -ნიკოლოზ კვერნაძე „გერგესელი“, მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე და სხვანი, მათ უმრავლესობას სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს, ნაწილი კი გადაასახლეს.

КОМЕНТАРІ •