ფუნთუშა. ბავშვობის გემო

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 10 тра 2023
  • სურვილის შემთხვევაში, ახალი კამერისთვის დონაცია -www.donationalerts.com/r/cook...
    #moresubscribers #vidiqprofree #easyrecipe #tasty #მარტივი #ფუნთუშა #rolls #Childhood
    ----- ფუნთუშები ბავშვობის გემო ------ უფაფუკესი და უგემრიელესი ფუნთუშების რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ და ერთი საიდუმლო გაგანდოთ, როგორ შეუნარჩუნოთ 2-3დღეს ფუნთუშებს ისევ პირვანდელი სიფაფუკე. 😉
    ინგრედიენტების ნუსხა ასეთია:
    დავაყენოყ ჯერ საფუარი:
    🔸თბილი რძე -500მლ
    🔸შაქარი-100გრ(მე მეტ შაქარს არც ვიყენებ)
    🔸საფუარი-1პაკეტი ან 10გრ
    🔸ფქვილი-250გრ(სრული მოცულობიდან, სულ დაგჭირდებათ 800გრ)
    - გადავურიოთ ეს ყველაფერი და გავაჩეროთ 10-15წუთი.
    ცალკე ავურიოთ დანარჩენი 🔸ფქვილი-550გრ,
    🔸მარილი -1ჩ.კ
    🔸ვანილი-1პაკეტი
    🔸გამაფხვიერებელი -1ჩ.კ (ეს არის საიდუმლო ინგრედიენტი, დიახ, გამახვიერებელი ეხმარება უფრო დიდხანს იყოს ფუნთუშები ფაფუკი)
    როდესაც საფუარი გაღვივდება ვამატებთ 🔸კვერცხი -2ცალი
    🔸ძმარი-1ჩ.კ
    - ფქვილის ნარევი
    ამოვურიოთ ხის კოვზით დავამატოთ
    🔸გამდნარი კარაქი-80გრ
    და მოვზილოთ რბილი ცომი.
    მე გამოვიყენე სტაციონალური მიქსერი და დამჭირდა 6წუთი მოსაზელად.
    ხელით მოზელის შეთხვევაში 8-10წუთი უნდა ზილოთ.
    ცომი გამოდის ნაზი და ცოტათი ხელებზე მოგეკრობათ, მაგრამ ფქვილი არ დაამატოთ, ჩაზილეთ ზეთიანი ხელით და გააჩერეთ თბილ ადგილას 1საათი ასაფუებლად.
    მე გულში ჩავუდე მოხარშული შესქელებული რძე(სგუშონი) თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სქელი ჯემი ან საერთოდ ყველაფრის გარეშე სატოვოთ. ვიზუალისთვია ზემოდან მოვაყარე
    შტრეიზელი
    🔸2ს.კ ფქვილი
    🔸2ს.კ შაქარი
    🔸2ს.კ კარაქი
    გადავურიე ერთმანეთში და მზად არის.
    ამ პორციით გამოდის 15-18ცალი ფუნთუშა, გააჩნია რა ზომისას გააკეთებთ.
    ცხვება 180გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20წუთი.
    თუ რამე კითხვა გექნებათ, მომწერეთ ვიდეოს კომენტარებში, გიპასუხებთ 😍
    #CookingwithTamara #ვიდეორეცეპტი
    ------------------------------
    filming on
    * 4kUltra hd
    * canon E800
    ----------------------------
    follow me on
    * instagram / tamarlagazauri
    * facebook / tamuna.lagazauri
    * pinterest / boards

КОМЕНТАРІ • 11

  • @sallogiorgadze5389
    @sallogiorgadze5389 Рік тому

    ძალიან გემრიელად გამოიყურება , თავზე რა მოაყარეთ? 😊

    • @TamunasKulinariuliBlogi
      @TamunasKulinariuliBlogi  Рік тому +1

      მადლობა 😍 შტრეიზელი, 2ს.კ ფქვილი, 2ს.კ შაქარი და 15გრ კარაქი ასვრიმეთ ერთმანეთში, ფხვიერ მასა მიიღებთ და მოაყარეთ.

  • @tatialortkipanidze4992
    @tatialortkipanidze4992 3 місяці тому

    რეცეპტი არ გიდევთ ?

    • @TamunasKulinariuliBlogi
      @TamunasKulinariuliBlogi  3 місяці тому +1

      ინგრედიენტების რაოდენობას ვიდეოში ვიძახი, ამიტომ არ მიდევს დეტალური რეცეპტი. 😊

    • @TamunasKulinariuliBlogi
      @TamunasKulinariuliBlogi  3 місяці тому

      ვიდეოს აღწერაშიც დავწერე ყველა ეტაპი დეტალურად ☺️☺️

  • @teotee5028
    @teotee5028 3 місяці тому

    ჩემს ძაან გაუჭირდა ამოსვლა.პაკმაიას საფუარი გავუკეთე არადაა.. და ფქვილოც მაგ რაოდენობაზე თხელი გამოვიდა ცომი ძაან :((

    • @TamunasKulinariuliBlogi
      @TamunasKulinariuliBlogi  3 місяці тому

      წინასწარ არ გაააქტიურეთ საფუარი? თუ თავიდანვე არ ამოვიდა, ე.ი საფუარი იყო ვადაგასული. ცომის სითხელეს რაც შეეხება მკვრივი ცომი არც ისე უნდა გამოსულიყო, ანუ ცოტა წებოვნება უნდა ქონოდა.
      ამ ვიდეოში არ მითქვამს, მაგრამ ზოგადად ვიდეობში ყოველთვის ვუთითებ რომ შეიძლება ერთი ფირმია ფქვილი არ გვქონდეს და საჭირო გახდეს 50გრ დამატება ან მოკლება პირიქით. ეს ფაქტორი ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ ხოლმე.😊

    • @teotee5028
      @teotee5028 3 місяці тому

      @@TamunasKulinariuliBlogi კიი დავამატეე ფქვილიი.ვნახოთ რა გამოვა ეხლა სინზე ამოდის.ცოტათი ამოვიდა ალბათ საფუარის ბრალია.

    • @TamunasKulinariuliBlogi
      @TamunasKulinariuliBlogi  3 місяці тому +1

      დიდი ალბათობით საფუარის ბრალია, ან ფქვილი დამატება ბევრი მოუვიდა.
      ვიდეოში კი ნახავდით როგორ ფუვდება ჩემი ცომი.
      საფუარი გააქტიურეთ ხოლმე ცალკე და თუ არ გაფუვდა, ჩაანაცვლეთ ხოლმე სხვა საფუარით.

    • @teotee5028
      @teotee5028 3 місяці тому

      მაინც მშვენიერი გამოვიდა ამ წამს.მოვრჩი ცხობას.მადლობააა

    • @TamunasKulinariuliBlogi
      @TamunasKulinariuliBlogi  3 місяці тому +1

      @@teotee5028 გემრიელად მიირთვით, შეგერგოთ 🥰🥰🥰