პასკალის პრემიის ლაურეატი - ლაშა სუხიშვილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 29 вер 2024
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი სტატიისთვის Fluvial sediments of the Algeti River in southeastern Georgia - An archive of Late Quaternary landscape activity and stability in the Transcaucasian region (“მდინარე ალგეთის ფლუვიალური სედიმენტები
    - არქივი გვიან მეოთხეული ლანდშაფტების აქტიურობის და სტაბილურობის შესახებ”), რომელიც გამოქვეყნებულია
    საერთაშორისო ჟურნალში CATENA
    სტატია: „ალგეთის ფლუვიალური სედიმენტები - არქივი გვიან მეოთხეული ლანდშაფტების აქტიურობის და სტაბილურობის შესახებ“
    აბსტრაქტი
    სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში გვიან მეოთხეულში ლანდშაფტების აქტიურობის და სტაბილურობის პერიოდების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მოხდა მდინარე ალგეთის ქვედა დინებაში ფლუვიალური სედიმენტების შესწავლა გეომორფოლოგიური, სედიმენტოლოგიური და გეოქრონოლოგიური მეთოდებით. კვლევა მოიცავდა მდინარის ტერასების აგეგმვას, მდინარის ნაპირებზე არსებული გაშიშვლებების სტრატიგრაფიულ აღწერას, პალეონიადაგების სედიმენტურ ანალიზს და ჭრილების ასაკების რაოდენობრივ დათარიღებას 14C რადიონახშირბადული და ოპტიკურ-ლუმინესცენცური (OSL) მეთოდებით.

КОМЕНТАРІ •