₾2 მლრდ-ის დეპოზიტები დოლარში გადავიდა (Q4/2024)
Вставка
- Опубліковано 9 лют 2025
- 2024 წლის IV კვარტალში მოსახლეობამ და და ბიზნესმა 2 მილიარდი ლარის დეპოზიტები დოლარში გადაიტანა. - ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, პერიოდის განმავლობაში დეპოზიტების დოლარიზაცია 49%-დან 53%-მდე გაიზარდა, ლარიზაციის მაჩვენებელი კი თავის მხრივ სექტემბერში არსებული 51%-დან 47%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკისთვის კომერციული ბანკების მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ლარის დეპოზიტების მოცულობა 27.5 მილიარდი ლარი იყო (კლება სექტემბერთან შედარებით 2 მილიარდი ლარია). უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზომა კი დეკემბრის ბოლოსთვის 30.8 მილიარდი ლარი იყო (ზრდა სექტემბერთან 2.7 მილიარდი ლარი).
სტატისტიკის თანახმად, თვეების მიხედვით ლარის დეპოზიტების კლება ასეთი იყო:
ოქტომბერი - ლარის დეპოზიტების კლება 1.16 მილიარდი ლარი;
ნოემბერი - ლარის დეპოზიტების კლება 351 მილიონი ლარი;
დეკემბერი - ლარის დეპოზიტების კლება 453 მილიონი ლარი.
რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდას, ის 2024 წლის IV კვარტალში 2.7 მილიარდი ლარით გაიზარდა.
იანვტიდან ზაფხულამდე რო გამყარდეს ლარი მაშინ ზარალი უნდა ვითვალო ხო?
ხალხი ცხვარივით მიჰყვება ერთმანეთს.რა ქნან ყველას არ მოეკითხება ერკვეოდეს და პანიკის ზეგავლენას ნიშნავს.
ამ არხს რაც შეეხება გასაგებია რომ უნდა შეიქმნას ეკონომიკური უბედურების სურათი ამ ეკონომისტების დახმარებით.
რა დღეში ჰყავთ პენსიონერები,არსად ასე არ ექცევიან.ფეხებზე არ გკიდია?😡
სანამ არ დათბება ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობა,არაფერი ეშველება არც ლარს და არც ქვეყანას.