ბირთვისი დედა ციხე

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 17 жов 2024
  • ბირთვისის ციხის კომპლექსი მდებაორებს ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.
    ბირთვისის ციხესიმაგრე საქართველოს დიდი ისტორიის მოწმეა. თავის დროზე ბირთვისის ციხე აუღებლადაც ითვლებოდა. იგი ბუნებრივად მიუდგომელ ადგილზე მდებარეობს. ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები შემოფარგლავს. აქ მაღლა აზიდულ მთებით შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. ციხის ამგებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ დიდი მუშაობა ჩაუტარებიათ ყველა გასასვლელის და საეჭვო ადგილების ხელოვნურად გამაგრებისათვის. ყველა საჭირო ადგილი კედლითაა გადაკეტილი და თავდაცვისათვის მოწყობილი. შესასვლელთან მაღლობზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი ე. წ. „შეუპოვარი“ დგას. რომლის კედლები სათოფეებითაა აღჭურვილი.
    ციხის ნანგრევებს შორის თავდაცვით ნაგებობათა გარდა ჩანს საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები და წყალსაცავი. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ბირთვისი ბარათაშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა.
    ისტორია
    წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს. ბირთვისი აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა, მისი მფლობელი კი პოლიტიკურად ბატონობდა მთელს ალგეთის ხეობაზე. მაგრამ იგი გაცილებით ადრე უნდა იყოს წარმოქმნილი. მას სიმაგრის მნიშვნელობა XVIII ს. ბოლომდე არ დაუკარგავს და აუღებლად ითვლებოდა.
    ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კი მე-15 საუკუნეში მოხდა. თემურლენგი მერვედ და უკანასკნელად შემოესია საქართველოს. ბირთვისის აღებას იგი თვითონ ჩაუდგა სათავეში. ციხეს ალყა შემოარტყა და ლოდსატყორცნიდან დაუშინა ქვები. სროლა წუთითაც არ წყდებოდა. ერთ ღამეს ლოდსატყორცნი უეცრად დადუმდა, ამ დროს კლდეზე მცოცავებმა შეაღწიეს ციხეში და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, თუმცა უკვე გვიანი იყო ბირთვისი დაეცა. გადარჩენილი ქართველები თემურლენგმა სიკვდილით დასაჯა.

КОМЕНТАРІ • 1