აქცია პარლამენტთან

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 18 кві 2024
  • აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით გვიან ღამით დასრულდა. მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ წევრებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. თავდაპირველად აქცია პარლამენტთან დაიწყო, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან და „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გაგრძელდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ. გუშინდელ აქციას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ამზადებენ. მოგვიანებით აქციას ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი შეუერთდა.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ •