მსოფლიო რეკორდები ახალშობილ ბავშვებში ★ ტოპ ფაქტები ★

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 15 гру 2017
  • ► გამოიწერეთ ჩვენი არხი: www.youtube.co...
    ► ფეისბუქი: / topfaqtebi
    ► ინსტაგრამი: / topfaqtebi
    ► მაივიდეო: www.myvideo.ge/...
    ----------
    ვიდეოში ვისაუბრებთ ახალშობილებზე, რომლებმაც სხვადასხვა სახის მსოფლიო რეკორდები დაამყარეს.
    5. ყველაზე ხანმოკლე ორსულობა
    ვადაზე ყველაზე ადრე დაბადებული და გადარჩენილი ახალშობილი კანადელი ჯეიმს ელგინ გილია. ჯეიმსი 1987 წელს გაჩნდა და დაბადებისას ის 21 კვირისა და 5 დღის იყო, რაც 5 თვეზე ოდნავ ნაკლებია და სულ რაღაც 623 გრამს იწონიდა. ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა, ან მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ექნებოდა, თუმცა ისინი ცდებოდნენ და ჯეიმსი დღეს ჯანმრთელი მამაკაცია.
    4. ყველაზე მსუბუქი
    უცნაურია, მაგრამ ყველაზე ადრე დაბადებული ბავშვი ყველაზე მსუბუქი არ ყოფილა. ეს ტიტული ილინოისში დაბადებულ რუმაისა რაჰმანს ეკუთვნის, რომელიც სასწრაფო საკეისრო კვეთით, 26 კვირის ასაკში გააჩინეს. მისი ტყუპისცალი 566 გრამს იწონიდა, ხოლო თვითონ რუმაისა - სულ რაღაც 244 გრამს. ახალშობილის სიმაღლე 241 მილიმეტრი იყო. მას საავადმყოფოში 6 თვის გატარება მოუწია და გაწერისას უკვე 2 კილოგრამზე მეტს იწონიდა.
    3. ყველაზე დაბალი
    ყველაზე დაბალი ახალშობილის სტატუსი რუმაისამდე 2 წლით ადრე, მინესოტაში დაბადებულ ნისა ხუარეზს ეკუთვნის. ნისა ტყუპისცალი იყო და ის ვადაზე 108 დღით ადრე დაიბადა. მშობიარობის მომენტში ის სულ რაღაც 239 მილიმეტრის სიმაღლის იყო. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნისამ 5 თვე გაატარა საავადმყოფოში.
    2. ყველაზე მძიმე და მაღალი
    ჩვენი მორიგი რეკორდსმენი ერთდროულად ორი ტიტულის მფლობელი იყო. 1879 წელს დაბადებული ბავშვი ერთდროულად ყველაზე მძიმე და ყველაზე მაღალი იყო. მისი დედა, ანა ბეიტსი, სიმაღლეში 241 სანტიმეტრი იყო, რაც ბავშვზეც აისახა. დაბადებისას ის 71 სანტიმეტრზე მაღალი იყო და თითქმის 10 კილოგრამს იწონიდა. სამწუხაროდ, მან მხოლოდ 11 საათი იცოცხლა და მისთვის სახელის დარქმევაც კი ვერ მოასწრეს. ყველაზე მძიმე ბავშვის სტატუსი მას 1955 წელს, იტალიაში დაბადებულმა ფედელემ ჩამოართვა, რომელიც 10 კილოგრამსა და 200 გრამს იწონიდა.
    1. ყველაზე მეტი კბილი
    კბილებიანი ახალშობილები ათასში ერთხელ, მაგრამ მაინც იბადებიან ხოლმე. როგორც წესი, კბილების ზრდა დაბადებიდან 5-8 თვის შემდეგ იწყება, მაგრამ დიდ ბრიტანეთში დაბადებული შონ კინის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ახალდაბადებულ შონს 12 კბილი ჰქონდა. ქირურგები იძულებულ გახდნენ კბილები ამოეღოთ, რადგან არსებობდა საშიშროება რომ კბილები კვების პროცესს შეუშლიდა ხელს. სულ რაღაც 18 წლის ასაკში შონ კბილების მეორე წყება წამოეზარდა.
    ----------
    ჩვენი ფლეილისტები:
    ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები
    ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპ...
    გეოგრაფია: • გეოგრაფია
    თამაშები: • თამაშები
    ისტორია: • ისტორია
    სპორტი: • სპორტი
    ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები
    ცხოველები: • ცხოველები და მცენარეები

КОМЕНТАРІ •