მაია კობახიძე Maia Kobakhidze- სპმთპ-ის დანიური პროექტი 2017-2022

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 2 лип 2023
  • პროექტი: ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის განვითარება საქართველოში, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან თანამშრომლობით” დაიწყო 2017 წლის შემოდგომაზე, რომლის ფარგლებში ჩატარდა 9 ოთხდღიანი ტრენინგი, 20 სამუშაო და 5 რეგიონალური შეხვედრა. 4-დღიან ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო ზოგადსაგანმანათლებლო 148 სკოლის 320-მდე პირდაპირმა ბენეფიციარმა მასწავლებელმა და რეგიონალურ შეხვედრებში - პრაქტიკის გაზიარების მიზნით, 800-მდე არაპირდაპირმა ბენეფიციარმა მასწავლებელმა. ოთხდღიან ტრენინგებს მიუძღვებოდა დანიის 18 ექსპერტ-მასწავლებელი, თემებზე: ,,წერითი დავალებები და განმსაზღვრელი შეფასება“, „განმავითარებელი შეფასება და უკუკავშირის კულტურა“, „საკლასო მენეჯმენტი“, „21-ე საუკუნის უნარჩვევები“, „დიფერენცირებული სწავლება“, „თემის დაგეგმვა“, ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების გარემო თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებით”. 2019 წლის სექტემბერში, 6 ქართველი მასწავლებელი ორკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა დანიაში და სპეციალური გადამზადების შემდეგ, დანიური ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ექვსივე მასწავლებელი შერჩეული იქნა პროექტის კოორდინატორებად.
  • Фільми й анімація

КОМЕНТАРІ •