მამა თეოდორე: სტალინის სითბო

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 21 жов 2011
  • კითხვა :"რა აზრის ხართ იოსებ სტალინის პიროვნებაზე?". დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: "როცა საქმე ეხება კონკრეტულ პიროვნებას, ყოველთვის თავს ვიკავებ ცუდის თქმისაგან. მე ვერც ვიტან და ვერც არ ვიტან, ნეიტრალური მდგომარეობა მაქვს. ერთხელ ჩემთან მოვიდა ქალბატონი და სტალინისთვის პანაშვიდის გადახდა მთხოვა. დავდექი არჩევანის წინაშე, მაგრამ მერე გამახსენდა რომ სემინარიაში სწავლობდა, გამახსენდა რომ ამბობენ რომ სიკვდილის წინ შეინანა. მცირე პანაშვიდი გადავიხადე, რომელიც ათ წუთს გრძელდება. ისეთი სითბო შემოვიდა ჩემს გულში იმ ლოცვის დროს, ისეთი სითბო. ხანდახან არის რომ ლოცულობ და მართლა ღვთის განცდა მოდის. ყოველთვის ეს არ ხდება, არც პანაშვიდის დროს და წირვის დროსაც შეიძლება არ მოვიდეს. ისეთი სითბო შემოვიდა და იმოს მერე ჩემი პირიდან მაგ ადამიანზე ცუდი აღარ ამოსულა, ვეღარ ამოსულა. პირადად ჩემი გამოცდილება ესეთია: ცუდს ვეღარ ვამბობ იმ ლოცვის მერე".

КОМЕНТАРІ •