PKTV. 32 წელი ხელისუფალთა და პოლიტელიტთა გამიზნული პოლიტიკა ქართველი ერის დეგრადირება-გენოციდისთვის!

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 30 кві 2024
  • ● გვესტუმრეთ: pktvgeorgia.ge/index.php
    ● შემოგვიერთდით: / pktv.ge
    26.04.24 წელი
    მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, დატოვეთ კომენტარები, შეკითხვები.
    ეს გადაცემა ტელეკომპანია PKTV -ის პირდაპირ ეთერში გავიდა 26.04,24 წ. პუბლიცისტისა და მედიალოგ გიგლა გობეჩიას საავტორო რუბრიკაში - ,,დიდი გარღვევა", სახელწოდებით: „32 წელი ხელისუფალთა და პოლიტელიტების გამიზნული პოლიტიკა ქართველი ერის დეგრადირება-გენოციდისთვის!
    29 აპრილის მიტინგი და ენჯეოკრატიის შემაკავებელი კანონის მიღება; საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ ჭრილში;
    როგორ შეიძლება მოიძებნოს ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარი ფუნქციის შემძენი ოქროს შუალედი, რომ აღარ ვიყოთ ე.წ. სტრატეგიული თუ სხვა პარტნიორების ხელების შემყურე .მსოფლიო მზადება ეპოქალური ცვლილებებისთვის “.
    გადაცემის სტუმარია ანალიტიკოსი, თბილისელი ინჟინერ-მექანიკოსი ლევან ადეიშვილი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ფბ-სივრციდან გაიცნო თავისი უკომპრომისო განცხადებებით, ობიექტური მიდგომებით და, რაც მნიშვნელოვანია, გონზო სტილით. მას მოაზროვნე აუდიტორია ჰყავს შემოკრებილი და საკმაოდ ინტენსიურად ბეჭდავს ანალიტიკურ მოსაზრებებს, ვერსიებს თავის ფბ-გვერდზე. არც უკანდახევა უჭირს და არც წინ გახედვა.
    ჩვენს მაყურებელს, ვფიქრობთ, დააინტერესებს ბატონი ლევან ადეიშვილის შეხედულება და ანალიზი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. ეს გადაცემა ჩაწერილია 26 აპრილს და შესაბამისად, აქ მის შემდგომ მომხდარ ამბებზე ვერ იქნება საუბარი. დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია მის ფბ-გვერდს მიმართოს.
    ეს ერთი და მეორეც, დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გარე ძალების ზემოქმედების გარეშე მიიღოს ის კანონები, რაც სუვერენულ ქვეყანას სჭირდება. გადაცემაში ასევე ვეხებით იმ თემებს, რაც ამჟამად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარეობს.
    ჩვენ ვაშუქებთ იმას, რასაც სხვები დანაშაულებრივი დუმილით გვერდს უვლიან!
    დანარჩენს გადაცემიდან შეიტყობთ.
    გადაცემის ავტორი და წამყვანი - მედიალოგი, პროფესორი, პუბლიცისტი გიგლა გობეჩია; სტუმარი ანალიტიკოსი, თბილისელი ინჟინერ-მექანიკოსი ლევან ადეიშვილი; ოპერატორი _ გიორგი ფრანგიშვილი;
    მიმართულების ხელმძღვანელი და პროდუსერი - ქეთი სესიაშვილი.
    მონტაჟი - ქეთი სესიაშვილი.
    მაშ ასე, გვიყურეთ ჩვენ, - ტელეკომპანია PKTV-ის, ჩვენ არ მოგატყუებთ. ტელევიზია pktv-ს ახალი მაყურებლის საყურადღებოდ: ჩამონათვალს გიწერთ აქ და უყურეთ, რომელი პროვაიდერითაც გინდათ: silktv - 251-ე არხი, magticom- 49-ე არხი, CTV1, myvideo.ge - live , "ახალი ქსელები", სჯს. საარქივო გადაცემები youtube.com-ზე ( აკრიფეთ pk tv2), მწვანე ლოგო. საარქივოც და პირდაპირი ეთერი - myvideo.ge pktv და ჩვენს საიტზე pktvgeorgia.ge თანამგზავრზე სიხშირე -დროებით დაპაუზებულია.
    ფაქტია, ბოლო 30 წელია საქართველოს ხელისუფლება და პოლიტ ელიტა, ნებით თუ უნებლიეთ, მონაწილეობს ქართველი ხალხის გენოციდში. ჩვენი ხალხის დღევანდელი მდგომარეობა მრავალი კუთხით კარგა ხანია გასცდა საგანგაშო ნიშნულს.
    გარწმუნებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან შეფასებას და ანალიზს მოისმენთ ჩვენი დღევანდელი სტუმრისაგან. იმასაც, თუ როგორ შეიძლება მოიძებნოს გარკვეული ოქროს შუალედი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა საკუთარ ფუნქციას შეიძენს და მუდმივად არ იქნება ე.წ. სტრატეგიული თუ სხვა პარტნიორების ხელების შემყურე.
    მოკლედ, გვენდეთ და გვიყურეთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეალურ პრობლემებზე, რაც მოაზროვნე ქართულ საზოგადოებას დიახაც აწუხებს.
    ● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV

КОМЕНТАРІ • 2