თსუ - ბერეტიუფალუ

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 11 січ 2021
  • 28 ნოემბერს, ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ჩემპიონმა თსუ-მ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გამართა, უნგრეთის ჩემპიონ "ბერეტიუიფალუსთან" და სამწუხაროდ, 3:4 დამარცხდა.
    ჩვენმა გუნდმა გამოცდილ მეტოქეს, რომელიც 4 ლეგიონერით არის გაძლიერებული და უნგრეთის ნაკრების საბაზო გუნდად ითვლება, ბოლო წამამდე დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო.
    თსუ-დან გოლების გატანა გიორგი ღავთაძემ, ვახტანგ ჯვარაშვილმა და ვახტანგ კეკელიამ მოახერხეს.
    უეფა, პანდემიის გამო ლიგის გათამაშებას შეცვლილი ფორმატით ატარებს და ქართულ-უნგრულ დაპირისპირებაშიც გამარჯვებულის ვინაობა ერთმატჩს უნდა გამოევლინა. შესაბამისად, ლიგის მომდევნო ეტაპზე, უნგრული გუნდი ითამაშებს, რომლის მეტოქეც მოგვიანებით, კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა.
    ვიდეო რგოლი გადაიღო და დაამონტაჟა: Robbie RG Commercial

КОМЕНТАРІ •