სოხუმი 27/09

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 30 вер 2024
  • 1992 წლის 3 სექტემბრიდან იწყება საქართველოსთვის საბედისწერო მოვლენების განვითარება. ჩვენ ვენდეთ - მათ მოგვატყუეს. უფრო სწორად - მომატყუეს. საერთაშორისო ურთიერთობებში პატიოსანმა თამაშმა მიმაჩვია, რომ ხელმოწერილი ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, მით უფრო, თუ მას სახელმწიფოს პირველი პირი აწერს ხელს - ხელშეკრულების დადების ინიციატორი და გარანტი.
    ახლაც მიჭირს ვიფიქრო, რომ ელცინი ტყუოდა და მას ამ ომის მშვიდობიანად დამთავრება არ უნდოდა, მაგრამ რაკი მოლაპარაკების ინიციატორი ის იყო, რაკი მისი მოქალაქეები და მისი სამხედროები, მისი ჯარი ომობდა და რაკი ის იყო მთავარსარდალი და ქვეყნის პირველი პირი, ამ მზაკვრობაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
    ეს მეტად სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სად გაექცევი...
    რუსეთის პოლიტიკაში საუკუნეთა მანძილზე არაფერი შცვლილა. ყველა და ყველაფერი შეიცვალა გარშემო, რუსეთის პოლიტიკის სტილი კი - დამყარებული სიტყვის გატეხაზე, ხელშეკრულების დარღვევასა და მზაკვრობაზე - იგივე რჩება...
    ...ძალზე მძიმე სიტუაცია შეიქმნა, მძიმე, რადგან გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში და უკვე ორ ფრონტზე გვიწევდა ბრძოლა - აფხაზ - რუს - ჩეჩნებთან და „ზვიადისტებთან“.
    არც ვიცი ღირს თუ არა ამის დაწერა, მაგრამ ისტორია მაინც ისტორიაა...
    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ასლან აბაშიძემ, რომელიც ახლოს იყო ზვიად გამსახურდიასთან, მითხრა: „მივწერე, რომ არ ჩამოსულიყო, მაგრამ მაინც ჩამოვიდა“. ამ ჩამოსვლამ კი ის გამოიწვია, რომ ვინც კი „ზვიადისტი“ იყო, ყველა მოიხსნა ქართული ფრონტიდან... ღამით თათბირი ჩავატარე, ყველა ბატალიონის მეთაური ესწრებოდა, სხვათა შორის ე.წ „ფუნიკულიორის“ ბატალიონის მეთაურიც, შესანიშნავი მებრძოლი, გვარად ვეკუა, რომელიც აღარ არის ცოცხალი, - მან დიდად დამაიმედა, მტერს არ შემოვუშვებთო, მაგრამ დილით გამსახურდიას შემონათვალი განკარგულებით -ოჩამჩირეში შევიკრიბოთო, ისიც და სხვებიც მოიხსნენ პოსტებიდან.
    ჩვევად მქონდა, დილით ადრე გავიდოდი ხოლმე ქალაქში, პოსტებს ჩამოვუვლიდი, ქალაქს დავხედავდი. იმ დილითაც გავედი, ვხედავ: ქალაქი ცარიელია, ქალები ბარგს კრავენ, ვეკითხები - სად მიდიხართ? - ქალაქს ვტოვებთ, აბა რა ვქნათ? ჯარი აღარ არისო ქალაქში...
    ...მოკლედ, რომ ვნახე, ბატალიონები მოხსნილია და დამცველი კაცი არ არის, მთავრობის სახლში შევედი. ჟიული ჯერ არ იყო მოსული. დაურეკეს, მეთაური მოვიდაო. ხუთ წუთში იქ გაჩნდა, მან უკვე იცოდა ყველაფერი. კარგად მახსოვს და ტელეკადრებიც არსებობს, როგორ დაურეკა ელიავას, სენაკის შეიარაღებული ნაწილის უფროსს, „ზვიადისტს“. აკაკი ერქვა სახელად: „ვიცი მანდ ძალიან მაგარი ბიჭები გყავს, ჩვენთანაც არიან, ოჩამჩირედანაც, ვიცი, ბევრს უნდა წამოსვლა, იქნებ წამოხვიდეთ და ამ დამსახურებას არ დაგიკარგავთ, ახლა რომ გელაპარაკები, სახელმწიფოს მეთაურიც აქ არის...“
    არ დათანხმდა. უარი უთხრა - ვერ გავაკეთებ, პრეზიდენტის (ე.ი. ზვიად გამსახურდიას) ბრძანება თუ არ მექნება, ვერ გავაკეთებო.
    არ ჩამოვიდნენ, აქ ვინც იყო, ისინიც მოიხსნენ.
    წინა ღამით „ფუნიკულიორის“ ბატალიონის ხელმძღვანელმა, ვეკუამ პირობა რომ მომცა და დამაიმედა - „ფუნიკულიორისკენ“ ნუ გამოიხედავთო, - თურმე უკვე გაყიდული ვიყავით...
    ...ჟიული შარტავა და მისი გარემოცვა მთავრობის სახლში დარჩა. ბრძანება გადავეცი - დაუყოვნებლივ დატოვე მთავრობის სახლი და გამოდი ზონიდან -მეთქი.
    - ვერ გამოვალ, უკვე შემოვიდნენ ქალაქში...
    ....ჟიულიმ არ დატოვა მთავრობის სახლი. მასთან ერთად ვინც იყო, ნაწილი დაიღუპა, ნაწილმა გამოაღწია. გმირულად დაიღუპნენ ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები.
    ელიავასთან ლაპარაკით არაფერი გამოვიდა, მაგრამ მის გარდა ოჩამჩირეში იყო კიდევ 3-4 ათასი კაცი, უმრავლესობა - „ზვიადისტები“ .
    ვურეკავდით, ვემუდარებოდით: „გადმოდით, სოხუმი გადავარჩინოთ!“ ვერაფერს გავხდით. სამწუხაროდ, პარტიულმა, თუ პიროვნულმა სიმპათიებმა დაჩრდილა საქვეყნო ინტერესები...
    ...25 - 28 სექტემბერს ჯარი და მოსახლეობა ორი მიმართულებით იხევდა უკან - მოსახლეობის ერთი ნაწილის ევაკუაცია ზღვით მიმდინარეობდა. ბოლო სამაშველო გემი რუსული სადესანტო ხომალდი იყო, რომელმაც სოჭში ორასი ლტოლვილი გადაიყვანა. იყო საჰაერო ხიდიც. ბოლო თვითმფრინავმა დრანდიდან თბილისში გადაიყვანა 120 ბავშვი, ქალი და მოხუცი. ლტოლვილების ძირითადმა მასამ კი კოდორის ხეობით უშველა თავს. ეს მაღალმთიანი გზა (მერხეულა - წაბელდა - ლათა - აჟარა - გენწვიში - ჩხალთა - საკენი) მრავალთათვის გოლგოთის გზად იქცა: ჭუბერის უღელტეხილზე დაახლოებით ოთხასი ქართველი დაიღუპა. ყინავდა, საშინელებას გამოქცეული ადამიანებს არ ჰქონდათ თბილი ტანსაცმელი, არ ჰქონდათ სასმელი...ჰუმანიტარული კატასტროფა იყო და ხელისუფლებამ დახმარებისთვის მსოფლიოს მიმართა. უკრაინამ და სომხეთმა ვერტმფრენები გამოგვიგზავნეს, რითაც ლტოლვილებს პურს, კონსერვებს, თბილ ტანსაცმელს ვაწვდიდით...
    ...უკან დახევის დროს, ჯარის ნაწილთან ერთად, რომელსაც ჯაბა იოსელიანი მეთაურობდა, ერთ-ერთ სოფელში გავჩერდით - სოხუმის მახლობლად, აგუძერაში. სულ ერთი-ორი საათით შევჩერდით. რადიოსიგნალით გადმოგვცეს, მოწინააღმდეგეები აეროპორტს უახლოვდებიანო. იქ ჩემი თვითმფრინავი იდგა ЯК- 40.
    27 სექტემბერს საქართელოს პარლამენტმა თავისი განცხადებით მომიწოდა, თბილისში დავბრუნებულიყავი, რათა თავიდან აგვეცილებინა უფრო დიდი სისხლის ღვრა და სამოქალაქო ომი...
    ...გაუბედურებული მივედი სახლში. ამ დროს პარლამენტი შეკრებილია და მე მელოდებიან. მე სახელმწიფოს მეთაურიც ვიყავი და პარლამენტის თავმჯდომარეც.
    ნანული დამხვდა შინ, ვუთხარი: ცოცხალი თავით იქ ვერ წავალ, სასიკვდილო განაჩენი რომ გამომიტანონ, მაინც არ წავალ.
    პარლამენტიდან რამდენიმე დეპუტატი

КОМЕНТАРІ • 1

  • @giuntera
    @giuntera 7 місяців тому

    :) და დავბრუნდებით კიდე! ყველა ძაღლს გაეცემა პასუხი