#მოამბე

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 20 вер 2024
  • • ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონში ფუნდამენტური ხარვეზებია და კანონის არსებული ფორმით გაუქმების შესახებ მტკიცე რეკომენდაციას იძლევა; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კომისიამ პოლიტიკური მესიჯები წარმოადგინა - ვენეციის კომისიის შეფასებები და პოლიტიკური პოზიციები
    • ხელისუფლებაში დაბრუნების 12-წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ სტრატეგიას ცვლის და მზადაა, არჩევნებში პარტიის სახელწოდება და მისთვის ისტორიული საარჩევნო ნომერი 5 დათმოს - სააკაშვილი სასამართლოზე გაკეთებულ პოლიტიკურ განაცხადში ადრესატებს წყენის დავიწყებას ურჩევს, თუმცა ინიციატივის მიუხედავად ოპოზიციის ნაწილი ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან ღიად აფილირებას ერიდება და კონსოლიდაციის პროცესში პრეზიდენტის როლზე საუბრობს
    • ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-მდე შეამცირა, რის შედეგადაც 185 ათასამდე მომხმარებელს სესხზე პროცენტი შეუმცირდება - გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად ინფლაცია და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელდება; ქვეყნის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება და სპეციალისტთა პროგნოზები
    • მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის - ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ევრო 2024“-ისთვის მოსამზადებელ ეტაპს ავსტრიაში გაივლის; საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებული შემადგენლობა, გადაწყვეტილებები და ვილი სანიოლისა და ფეხბურთის ფედერაციის გზავნილები
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 1

  • @НиноГ-ъ9щ
    @НиноГ-ъ9щ 4 місяці тому

    Სააკაშვილი როგორ ჩაპუტკუნებულია უკვე😀