#ფილოსოფიისარხი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 20 лис 2021
  • არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის - ნაწილი 4
    დასაწყისისთვის იხ. არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის -
    ნაწილი 1 - • #ფილოსოფიისარხი - არჩი...
    ნაწილი 2 - • #ფილოსოფიისარხი - არჩი...
    ნაწილი 3 - • #ფილოსოფიისარხი - არჩი...
    არჩილ ჯორჯაძის (1872-1913 წწ.) - დიდი ქართველი პატრიოტის, პირველი ეროვნული - სოციალისტურ-ფედერალისტური - პარტიის თანადამაარსებლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის შემოქმედება ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩემი მიზანია, რომ ეს ხარვეზი შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრას. ფილოსოფიის არხზე აიტვირთება ვიდეოები, სადაც ჯორჯაძის შემოქმედება განსხვავებულ - ფილოსოფიურ, სოციოლოგიურ, პოსტკოლონიურ და სხვ. - ჭრილში იქნება განხილული. დარწმუნებული ვარ, რომ არჩილ ჯორჯაძის მრავალმხრივი შემოქმედება დღესაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის.
    ამ ვიდეოდან შეიტყობთ:
    - რა ვითარება იყო რუსეთსა და საქართველოში 1860-იან წლებში;
    - ვინ იყვნენ „რაზნოჩინცები“;
    - რა თავისებურება ახასიათებდა სამოციანი წლების ქართულ ინტელექტუალურ დისკურსს;
    - რატომ ვერ გაუგო, ჯორჯაძის აზრით, გიორგი წერეთელმა ნიკოლოზ ბარათაშვილს;
    - რატომ არ არის, ჯორჯაძის თანახმად, თეატრი ხალხის აღმზრდელი სკოლა;
    - ჯორჯაძის შეხედულებებს ხელოვნების დანიშნულების შესახებ;
    - რას ამბობდნენ რუსეთის განვითარების გზის შესახებ გერცენი, სლავოფილები და „ნაროდნიკები“ („ხალხოსნები“);
    - როგორი გამოხატულება ჰპოვა ხალხოსნურმა იდეებმა 1860-იანი წლების ქართულ პრესასა და სინამდვილეში;
    - რამ შეუშალა ხელი, ჯორჯაძის აზრით, კოოპერატიული მოძრაობის განვითარებას საქართველოში;
    - რა უწყობდა ხელს და რა აფერხებდა ქართული პრესის განვითარებას 1870-იან წლებში;
    - როგორ იწყებოდა პირველი ქართული ფემინისტური მოძრაობა და ვინ იდგა მის სათავეებთან.

КОМЕНТАРІ •