საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში გაიმართა შეხვედრა
Вставка
- Опубліковано 15 лис 2024
- ➡️„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) იმ ახალი პროექტებისა და ტექნოლოგიების შესახებ გაიმართა შეხვედრა, რომელიც ამომრჩეველს აძლევს სრულიად ახალ შესაძლებლობას, ძალიან მარტივად და მოხერხებულად განახორციელოს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა. ჩვენი გუნდისთვის ეს ინფორმაცია იყო ძალიან ღირებული, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას და ბატონ გიორგი კალანდარიშვილს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის შრომა, რომელიც ადმინისტრაციას ბოლო წლებში გაწეული აქვს საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.“ - GCCA-ის თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
➡️,,აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, რისთვისაც ხელმძღვანელს და ყველა მონაწილე პირს თანადგომისთვის, მათი აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. მე და ჩემმა გუნდმა მათ გავუზიარეთ ინფორმაცია ტექნოლოგიური საშუალებების ინტერვენციისა, ელექტრონული სიახლეებისა და სერვისების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის“ - ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი
✔️საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლები გაეცნენ.
#GCCA #ცესკო #2024წლისარჩევნები #საარჩევნოტექნოლოგიები