#მოამბე

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 27 лип 2024
  • • ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში - ალიანსის დღის წესრიგი და მთავარი საკითხები; ქართული დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები, ენტონი ბლინკენის სახელით დაგეგმილი მიღება და ქვეყანა პროგრესისა და რეფორმების აღიარების მოლოდინში; „მოამბე“ ვაშინგტონიდან
    • ქართული თავდაცვის ძალების დახმარებაზე უარს აშშ-ის შემდეგ ევროკავშირიც აცხადებს - გადაწყვეტილებების შეცვლის წინაპირობად საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები სახელდება; ოპოზიცია დასავლეთის გზავნილებს საარჩევნო დივიდენდად მიიჩნევს, მართველი გუნდი კი რუსეთისგან გაზრდილი საფრთხეების ფონზე პარტნიორთა გადაწყვეტილებებს გაუგებარს უწოდებს და დახმარების მიღმა არსებულ ფარულ მიზნებზე მიუთითებს
    • საფრანგეთის მთავრობის ფორმირება და კოალიციების შექმნისა და უმრავლესობის ჩამოყალიბების ბუნდოვანი პერსპექტივა - არჩევნებში გამარჯვებული პარტიები პრემიერობის კანდიდატზე ვერ თანხმდებიან; პრეზიდენტი მაკრონი პოლიტიკურ ძალებს უმრავლესობის შესაქმნელად დიალოგისკენ და სამთავრობო პროგრამაზე მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს
    • კიბერ-თაღლითობის ახალი სქემა - შეტყობინებები გზავნილის ჩამოსვლის შესახებ და ფიშინგის მსხვერპლთა რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებელი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოწოდება მოქალაქეებს და სპეციალისტთა რჩევები
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 1

  • @user-lo2jp9jm4s
    @user-lo2jp9jm4s 17 днів тому

    მერე ვისი ბრალია თქვენი რატომ პასუხს არ აგებინებთ