ნუთუ არ იყო სხვა გზა, რომ ქვეყანა ხალხის დახოცვის გარეშე აშენებულიყო? - რეპრესირებულის შვილიშვილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 21 тра 2024
  • 1937 წლის ნოემბერში, ქედაში, სოფელ მერისში სამი ძმა: ომერ, ხუსეინ და ახმედ თურმანიძე დააპატიმრეს. ძმებთან ერთად საბჭოთა რეჟიმმა კიდევ რამდენიმე მერისელი დააკავა.
    „ჩამოიარა მაშინდელმა მილიციის წარმომადგენელმა და ვის ეზოშიც ჩამოიარა, ყველა წაიყვანა. მაშინ ზოგს იჭერდნენ და ზოგს - არა. არ ვიცი როგორ არჩევდნენ. ჩემთვის დღემდე უცნობი მიზეზის გამო დაიჭირეს ეს სამი ძმა. 1937 წლის ნოემბრის შემდეგ მათ შესახებ არაფერი აღარ ვიცით.
    არ ვიცით ადგილზე დახვრიტეს, ციმბირში გაუშვეს, მუშაობაში ამოხდათ სული თუ როგორ დაიღუპნენ… 1957 წელს, როცა რეაბილიტაციის ცნობა მივიღეთ, დავრწმუნდით, რომ სამი ძმიდან ერთი, ომერ თურმანიძე, რომელიც ბაბუაჩემი იყო, ნამდვილად უმიზეზოდ დააპატიმრეს,“ - იხსენებს 87 წლის წინ მომხდარ ამბავს ვიქტორ თურმანიძე, ომერ თურმანიძის შვილიშვილი.

КОМЕНТАРІ • 7

  • @mariamabramishvili3940
    @mariamabramishvili3940 29 днів тому +4

    დიდი მადლობა-ჩემო-თვალახელილო ადამიანურო ნამდვილო ა დ ა მ ი ა ნ ო- სწორი აზროვნებისთვის….. გვიმრავლოს უფალმა თქვენნაირი ადამიანები და ჩვენ გავიმარჯვებთ, ვინაიდან სიმართლე ჩვენს მხარეზეა….. მიყვარხართ!!!👍💝👋🇬🇪🇺🇦🇺🇸

  • @lalimangoshvili9010
    @lalimangoshvili9010 29 днів тому +2

    ყოჩაღ,ბატ.თურმანიძე,ძალიან სწორად მსჯელობთ!

  • @ffff-qn8be
    @ffff-qn8be 28 днів тому +1

    დიდი მადლობა,ბატონო ვიქტორ!ბევრის სათქმელი თქვით.მათ შორის იმათიც,ვისაც არ დასცალდა ,მოეყოლა თავისიანებზე , ისე მიებარა მიწას.

  • @user-ve3sb7yd5j
    @user-ve3sb7yd5j 27 днів тому

    გაიხარეᲗ საᲦად მოაზროვნე წმინდა ადამიანო!!!....

  • @user-ve3sb7yd5j
    @user-ve3sb7yd5j 27 днів тому

    აი ამის დაბრუნება უნდა იბანიᲨვილს!!!...
    ხალხო ნუ გახდებიᲗ გრუზინები!!!