აფროდიტი - მითხარი და წადი (ტექსტი)
Вставка
- Опубліковано 8 січ 2025
- მადლობა ყველა მსმენელს. მოიწონეთ სიმღერა და გამოიწერეთ არხი.
ტექსტი:
მითხარი, რომ სულში ყველა
ჩირაღდანი ერთად გადაიწვა,
იმ წვიმიან ღამეს, ის ლამაზი ქალი
ჩემს მკლავებზე იწვა.
მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი
და ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი
სახე ჩემი, ჩემი ატირება...
მხოლოდ ჩამოჭკნება სულში
აკაციის თეთრი შადრევნები,
შენით ოცნებას და შენით გადარევას
აღარ დავნებდები.
წავალ ისევ მარტო, და დამრჩება
მხოლოდ უსაშველო დარდი,
...როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ
იმედს რა საოცრად გავდი...
მითხარი, რომ ჩემთვის აღარ დაკრეფ
ბაღში იასამნის რტოებს,
გეძნელება თქმა, მაგრამ ვიცი,
მაინც მალე მიმატოვებ.
მითხარი და წადი,
დამიტოვე გულში უსაშველო დარდი,
სხვების დასანახად
მე ვიქნები ამაყი და ლაღი...
ლექსის ავტორი: ლალი გულისაშვილი
რა დამაძინებს ტოპია❤ ამასაც არაუშავს.
მხოლოდ ქალის სოლო აჯობებს რომ იყოს, კაცის ხმა არ უხდება
მადლობა ❤❤❤