დამოუკიდებლობის დღისთვის თავდაცვის ძალებმა გენერალური რეპეტიცია გაიარა

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 24 тра 2024
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამდე ერთი დღე რჩება. 26 მაისს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი სამხედრო კომპონენტს უკავია. საქართველოს თავდაცვის ძალები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის განსაკუთრებით ემზადება. თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გენერალური რეპეტიცია დილიდან რეჟისორთან ერთად გაიარეს და საბოლოო დეტალებზე შეჯერდნენ. რეპეტიციას ადგილზე დააკვირდა თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.
    26 მაისს, ტრადიციულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამხედრო კომპონენტით დაიწყება. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალწვეულები თბილისში, თავისუფლების მოედნის პარალელურად ფიცს დადებენ დიდებული გამარჯვებებისა და მდიდარი ისტორიის ადგილებზე: მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში, დიდგორის ველზე, ბეთანიის მონასტერში, გერგეტის სამებასთან და კაცხის სვეტზე. თავისუფლების მოედანზე, ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული მარშის თანხლებით, კოლოფებად მოწყობილი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობისა და სახეობის ქვედანაყოფები განლაგდებიან. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას მიიღებენ დროშის აღმართვის ცერემონიალში და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას. სამხედრო მოსამსახურეებსა და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ და დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ ქვეყნის ოფიციალური პირები.
    საზეიმო ღონისძიების დასასრულს, „ჩაკრულოს“ ფონზე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სადემონსტრაციო გადაფრენას შეასრულებს. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქსა და 18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა. თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, სტეფანწმინდაში, ქუთაისში, ზუგდიდში, სენაკში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, მესტიაში, ამბროლაურში, სამტრედიაში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქსა და მარნეულში მოქალაქეებს საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკის, საინჟინრო საშუალებების, არტილერიის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ. ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას წარადგენს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტაც“.

КОМЕНТАРІ •