#მოამბე

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 22 тра 2024
  • • საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ევროკომისარმა სატელეფონო საუბრისას გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ევროკავშირიდან მოსალოდნელი ზომების შესახებ გააფრთხილა და ამ კონტექსტში სლოვაკეთის პრემიერზე მომხდარ თავდასხმაზე მიუთითა - მმართველი გუნდი შესაძლო სანქციებზე დასავლეთის გზავნილებს შანტაჟს და მუქარას უწოდებს და ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტებებს ითხოვს
    • საფრანგეთის სენატმა უცხოური ჩარევის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა - საფრანგეთი კანონის მიღებას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ვალდებულებად და ფრანგული დემოკრატიის განმტკიცების ინსტრუმენტად მიიჩნევს; საქართველოს მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს, ოპოზიციისთვის კი ფრანგული კანონმდებლობა განსხვავებულად იკითხება; პრეზიდენტ მაკრონის გუნდის წევრი სენატორების მიერ სპეცსამსახურებთან ერთად შემუშავებული კანონპროექტი და კანონში გაწერილი მკაცრი რეგულაციები, თუ სანქციები, რომელიც მათ შორის, ჟურნალისტებსა და მედიაზეც გავრცელდება
    • სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში მორიგი დავა წააგო - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეებზე დამდგარ განაჩენში სამართლიანობის დარღვევის ნიშნები ვერ დაინახა, პოლიტიკური მოტივები გამორიცხა და დაასკვნა, რომ სასამართლო განხილვების დროს ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების მორიგი აღიარებაა, ვერდიქტით უკმაყოფილო დაცვის მხარე კი გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას გეგმავს
    • საქართველოს რადიო 99 წლისაა - თითქმის საუკუნე პირველი მაუწყებლობიდან, ამიერკავკასიაში პირველი რადიოს ისტორია და მრავალფეროვანი, მუდამ განახლებადი პროგრამა
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 1

  • @iraklishurgaia7690
    @iraklishurgaia7690 27 днів тому +1

    Davibade 86 , shavedi skokalashi 92 damoukidebel sakartveloshi , ar mkidebia citeli lenti, gavizatde amercashi . Rusetis dedas …… tavisi saerto 200 cllian istoriit . Arc naciiali var da arc ocneba .