ოთარ ჭილაძე -- გამოთხოვება

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 23 жов 2024
  • ოთარ ჭილაძე - გამოთხოვება
    რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
    ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -
    მარადიული ის არის მხოლოდ
    და ასეთია ყოველთვის ბოლო
    ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
    და მეც ამ დიდი კანონის ნებით
    მიყვარხარ!
    მაგრამ ამ სიტყვას ახლა
    იაფი სცენის სურნელიც ახლავს,
    რაც არ უხდება და არც სჭირდება,
    ამიტომ ალბათ გამიჭირდება
    მისი წარმოთქმა. მაგრამ გახსოვდეს,
    მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
    არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
    შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
    და გზა, რომელიც გაიყო ორად
    და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად,
    იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
    თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით,
    ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
    ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის
    გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
    რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
    რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი და
    მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის,
    ჩემს დასაცავად და დასაღუპად.
    და რისხვა, გულმა რაც დააგუბა,
    რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
    წვრილმან გრძნობების წასალეკავად
    გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
    შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი
    და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით,
    და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
    იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,
    დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება,
    რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად,
    აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
    მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი,
    ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
    ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
    და იმ ღიმილის უხეში ქიმი
    გაგვივლის გულში...
    შენ კი გახსოვდეს,
    რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
    რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
    და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
    იმ კოცონისთვს გროვდება ახლა,
    რომელზეც შენი სურვილით ახვალ.
    მაგრამ იქამდე შენი სახელი,
    ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
    ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
    დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
    ვერ შევძლებ უცებ.
    burusi.wordpres... -- ოთარ ჭილაძე

КОМЕНТАРІ • 48

  • @davitmetskhovrishvili4370
    @davitmetskhovrishvili4370 6 років тому +24

    შედევრია როგორც ლექსი, ისე განსაკუთრებით ამ ლექსის ავტორისეული წაკითხვა!!!. წარმოუდგენლად ძლიერად კითხულობს, ასე ვერავინ შეძლებს და ნამდვილი ბედნიერებაა, რომ ეს ვერსია არსებობს!!!

    • @kamamuka
      @kamamuka 5 років тому

      მართალი ხარ, მადლობა ღმერთს

  • @mananadj7987
    @mananadj7987 3 місяці тому +1

    СЛЫШУ НЕ В ПЕРВЫЙ И НЕ В ДЕСЯТЫЙ РАЗ !
    ДАЖЕ БОЛЬШЕ , ЧЕМ ТАЛАНТЛИВО ... НО ЖЕСТКО - БЕСПОЩАДНО !..
    И У ТЕБЯ В МЕЧТАХ
    ОСТАЛСЯ - КНЯЗЬ
    С ДУШОЙ ТОГО , КТО
    ГРЕЛ ТЕБЯ ТАЛАНТОМ .

  • @qettttoooo
    @qettttoooo Рік тому +6

    გუშინ მირჩია ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ამ ლექსისთვის მომესმინა. მადლობა ამისთვის და ვწუხვარ რომ ალბათ მას ვეღარ გავესაუბრები ვერასდროს...❤️

  • @paatagioshvili272
    @paatagioshvili272 Рік тому +1

    ღმერთო როგორ ჰყვარებია, ცუდად გავხდი, რა დიდებულია❤

  • @lukalabadze2980
    @lukalabadze2980 3 роки тому +2

    რალამაზი ლექსია და რაც უფრო აიგივებ შენს ცხოვრებასთან უფრო და უფრო ლამაზდება❤️

  • @marikaishkhanova6511
    @marikaishkhanova6511 4 роки тому +5

    ❤️❤️❤️❤️ "გრძნობის, განცდის და ვნების" სიტყვად ქცევის დიდოსტატი

  • @beqaberidze1551
    @beqaberidze1551 4 роки тому +3

    ნამდვილი სიყვარულია ჩაქსოვილი ამ გენიალურ სიტყვაფრაზებში!..

  • @k.wanderlust
    @k.wanderlust 8 років тому +11

    ჩემი საყვარელი ლექსი...

    • @giorgiergemlidze5901
      @giorgiergemlidze5901 3 роки тому

      ეს მუსიკა ვინმემ ხომ არ იცით ,გთხოვთ ლინკი დადეთ,მადლობა

    • @k.wanderlust
      @k.wanderlust 3 роки тому

      @@giorgiergemlidze5901 ვიდეოს ქვეშ არის მითითებული. Дмитрий Маликов, Pianomania. ამ ალბომიდან რომელიღაცა, მგონი მეორე, Лола.
      ua-cam.com/video/xE0dP-4xnZQ/v-deo.html

  • @URKA1988
    @URKA1988 2 роки тому +1

    ჩვენი დიდი საგანძური ბატონი ოთარი

  • @giochinina100
    @giochinina100 4 роки тому +20

    "ხანდახან რისხვა ვინატრე ზეცის,
    ხანდახან მსურდა ღმერთთან გოდება,
    ადამიანი ყოფილა მხეცი
    რომელიც თან მძულს, თან მეცოდება."
    გ. ტაბიძე

  • @მაკახანთაძე
    @მაკახანთაძე 2 роки тому +1

    უძლიერესია💖

  • @მამუკამახარაძე-პ7ძ

    უძლიერესი ლექსია..

  • @valiko77x
    @valiko77x 7 років тому +10

    კაი, ბატონო, ამასაც წავიკითხავ :)

  • @nk1399
    @nk1399 5 років тому +9

    როგორ მტკივა ეს ლექსი, როგორი ძალაა აქვს ამ ხმას...

  • @natiauchava
    @natiauchava 6 років тому +27

    რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
    ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -
    მარადიული ის არის მხოლოდ
    და ასეთია ყოველთვის ბოლო
    ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
    და მეც ამ დიდი კანონის ნებით
    მიყვარხარ!
    მაგრამ ამ სიტყვას ახლა
    იაფი სცენის სურნელიც ახლავს,
    რაც არ უხდება და არც სჭირდება,
    ამიტომ ალბათ გამიჭირდება
    მისი წარმოთქმა. მაგრამ გახსოვდეს,
    მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
    არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
    შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
    და გზა, რომელიც გაიყო ორად
    და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად,
    იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
    თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით,
    ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
    ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის
    გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
    რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
    რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი და
    მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის,
    ჩემს დასაცავად და დასაღუპად.
    და რისხვა, გულმა რაც დააგუბა,
    რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
    წვრილმან გრძნობების წასალეკავად
    გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
    შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი
    და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით,
    და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
    იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,
    დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება,
    რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად,
    აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
    მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი,
    ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
    ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
    და იმ ღიმილის უხეში ქიმი
    გაგვივლის გულში...
    შენ კი გახსოვდეს,
    რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
    რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
    და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
    იმ კოცონისთვს გროვდება ახლა,
    რომელზეც შენი სურვილით ახვალ.
    მაგრამ იქამდე შენი სახელი,
    ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
    ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
    დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
    ვერ შევძლებ უცებ.

  • @mariamsazandrishvili3249
    @mariamsazandrishvili3249 4 роки тому +1

    საოცარი ემოციები ... 🙏🏾💛

  • @jujunao9811
    @jujunao9811 6 років тому +1

    როგორ მიყვარს! 💓

  • @MELODIA1575
    @MELODIA1575 6 років тому +10

    ...მიყვარხარ, მაგრამ ამ სიტყვას ახლა,
    იაფი სცრნის სურნელიც ახლავს,
    რაც არ უხდება და არც სჭირდება,
    ამიტომ ალბათ გამიჭირდება მისი წარმოთქმა....

  • @TazoModzgvrishvili-zr5go
    @TazoModzgvrishvili-zr5go Рік тому +2

  • @artiviatv3588
    @artiviatv3588 Рік тому +2

    დღეს თინა ჭილაძე გარდაიცვალა... და-ძმა ჭილაძეები კვლავ გაერთიანდნენ ზეციურ ნათელში... 15.10.2023

  • @berdotsiklauri1352
    @berdotsiklauri1352 5 років тому +4

    გენიაა, უსასრულოდ შემიძლია მოვუსმინო

  • @__ani__4051
    @__ani__4051 3 роки тому +1

    Geniosi 💙❤️

  • @NAVEGANTEE
    @NAVEGANTEE 8 років тому +5

    კაცი გენია

  • @lelki5996
    @lelki5996 3 роки тому +1

    ❤️❤️❤️

  • @keti604
    @keti604 4 роки тому +1

    🖤

  • @kamamuka
    @kamamuka 5 років тому +3

    ლურჯა ცხენების დარი ლექსია, მწვერვალია!

  • @takokorshia6535
    @takokorshia6535 3 роки тому +1

    ვდუმვარ, უსასრულოდ მოძრაობს ყოველი სიტყვა.

  • @BesoDalakishvili
    @BesoDalakishvili Рік тому +1

    მაგრამ გახსოვდეს,მაგრამ გჯეროდეს
    რომ არასოდეს, არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
    შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.

  • @mirianimaxviladze945
    @mirianimaxviladze945 4 роки тому

    🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤

  • @lerinozadze8045
    @lerinozadze8045 2 роки тому

    ugenialuresiiiiii

  • @tsagr989
    @tsagr989 4 роки тому +1

    დიდებული

  • @malvinaliparteliani542
    @malvinaliparteliani542 10 років тому +2

  • @ninasulkhanishvili4800
    @ninasulkhanishvili4800 9 років тому

    musika visia?

    • @vazhamamiseishvili8351
      @vazhamamiseishvili8351 7 років тому

      Дмитрий Маликов - Дыши

    • @MELODIA1575
      @MELODIA1575 6 років тому +1

      ua-cam.com/video/i8814aWIwfM/v-deo.html
      დიმიტრი მალიკოვი. "ისუნქე"

  • @timeforeverything9011
    @timeforeverything9011 5 років тому +1

    კაცი ლეგენდა , დაუფასებელი არადა როგორი გენიალურია

    • @kamamuka
      @kamamuka 5 років тому +3

      დაუფასებელი არაა, იცის იმან, ვინც უნდა იცოდეს ;)

  • @kamamuka
    @kamamuka 4 роки тому +4

    ეს მეორე გალაკტიონია და მხოლოდ 60 000 ნახვა აქვს :( სამაგიეროდ სალუქვაძეს, გომელაურს და ვიღაც ყლეებს მილიონობით ნახვა აქვთ 🤦‍♂️

    • @davidlagidze6643
      @davidlagidze6643 3 роки тому

      ყლე შენ ხარ ჩამოყალიბებული როდესაც გომელაურს აყენებ შეურაცყოფაბას და ყველა ქართველ მწერლებს,ოთარ ჭილაძეც ისეთივე საგანძურია როგორც ძველი დროის მწერლები,ხოლო იმ 10-მა ვინც დაწერა დისლაიკი არიან იაღოველთა სექტანტთა ხროვა და ალბათ ქართული ენის მცოდნე სომეხთა ხროვა.

    • @kamamuka
      @kamamuka 3 роки тому

      @@davidlagidze6643 პოეზია ყლეა გომელაური და შენ კიდე ასჯერ ყლე ხარ. ნახუი

  • @giootevzadze9494
    @giootevzadze9494 3 роки тому +1

    ((((

  • @ელიზა-ჩ9ზ
    @ელიზა-ჩ9ზ 4 роки тому +1

    ❤❤❤