ილიაობა საგურამოში

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 8 вер 2024
  • საგურამოში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ გაიმართა. ღონისძიებაში ფოლკლორული და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ. გაიმართა მცირე მეწარმეების მიერ შექმნილი ტრადიციული და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების დასაწყისში საგურამოს მუზეუმის შესასვლელთან ილია ჭავჭავაძის ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორი გიორგი კიკვაძეა. დღესასწაულის აღნიშვნას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ილია ჭავჭავაძეს სიცოცხლეში, საზოგადო მოღვაწის საგურამოს სახლში დიდი ზეიმი იმართებოდა. 2014 წლიდან ტრადიცია განახლდა. 2 აგვისტოს, „ილიაობის“ მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ხელოვანები ხდებიან.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ •