«პირველი ეჭვი ყოფილი იეჰოვას მოწმის ცხოვრებაში»

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 9 тра 2016
  • ტარიელ დავითაშვილი
    ყოველ სამშაბათს 19:00 -ზე ლექციათა ციკლი სეუ-ში
    ამონარიდი ლექციიდან "იეჰოვას მოწმეობიდან მართლმადიდებლობამდე"

КОМЕНТАРІ • 189

  • @tradertrader8838
    @tradertrader8838 3 місяці тому +1

    ზუსტად ანალოგიური შეიძლება ითქვას მართლმადიდებლობაზე საქართველოში (და არა მხოლოდ). თუ მათ ფრაზეოლოგიას არ იყენებ, იმდენად დახშული აქვთ გონება, საკითხის არსს ვერ იაზრებენ თეოლოგიაზე მსჯელობისას.

  • @user-ne9xz3hw9y
    @user-ne9xz3hw9y 8 місяців тому

    რა საოცრად ახერხენ ადამიანების აზროვნების ბლოკირებას . მრავალმხრივ ძლიერი უნდა იყო რომ გაბედო საწინააღმდეგოდ იაზროვნო ხმამაღლა

  • @alexpeace7603
    @alexpeace7603 4 роки тому +1

    სული და ჯოჯოხეთი (ნაწილი 4)
    რაც შეეხება იობს, იობიც ყველა სხვა მართლების მსგავსად ქრისტეს მოსვლამდე ჯოჯოხეთში იყო, ოღონდ „აბრაამის წიაღში“. ახლა ის (ანუ მისი სული, რომელსაც შემოქმედების უნარი არ გააჩნია და უხორცობის გამო ის, როგორც ადამიანი, დამცირებულია) სასუფეველშია გადაყვანილი, ნუგეშცემულია და „თეთრი სამოსი“ აქვს მიცემული, რაც არის გარანტია მართალთა შორის „უხრწნელ და უკვდავებით შემოსილ“ სხეულში აღდგომისა (1 კორინთ. 15:53). ხოლო, როცა გარდაცვლილი მართალი აღდგება ასეთ სხეულში - ანუ როცა სული სხეულს დაუბრუნდება და აღდგება, მაშინ მას ექნება „უხრწნელი და უკვდავებით შემოსილი“ სხეული, რაც ზუსტად როგორი სხეულია, არ ვიცით, მაგრამ ძალიან მაგარი რომ იქნება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს: „ისეთი რამ მოუმზადა ღმერთმა ადამიანს, რაც არც გულში გაგვივლია, არც ყურს სმენია“ - ამბობს პავლე მოციქული. ის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი აღდგომას მოელის, ეს მრწამსშიც გვიწერია: „მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ“.
    თუ შენს გარშემო „მართლმადიდებლები“ ამ იმედით არ ცხოვრობენ, ნუ დაბრკოლდები ამით. სამწუხაროა, რომ მათ ამის გაგება არ სურთ. და სამსჯავროზე მათი ხვედრიც შესაბამისი იქნება. თუ დღეს არ უნდათ ქრისტე, არც ხვალ დაატანს ძალას მათ უფალი. ამიტომ ყველაფერში საკუთარ თავს უნდა მოვკითხოთ პასუხი, მე ვიქნები თუ სხვა.
    აქვე მინდა შევეხო გამოცხადების 20:13- „სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა“. რადგან ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილია (მეორე სიკვდილი კი ნიშნავს სამსჯავროს შემდეგ უმართლოთა გაგზავნას ცეცხლის ტბაში ანუ მარადიულ სატანჯველში - მათე 25:31,41), ამიტომ პირველი სიკვდილი და შესაბამისად ჯოჯოხეთი - ანუ პირველი სიკვდილით გარდაცვალებულნი და ქრისტეს აღდგომის შემდეგ ჯოჯოხეთში დარჩენილი უმართლოები (რომლებმაც როცა ქრისტე სულით ჯოჯოხეთში ჩავიდა და უქადაგა სულებს („პნეუმასინ“), არ მიიღეს ქრისტეს სახარება და არ გაჰყვნენ მას), სამსჯავროს შემდეგ ჩაყრილ იქნებიან ცეცხლის ტბაში და ეს იქნება მეორე სიკვდილი ანუ უმართლოთა მარადიული ხვედრი. ანუ თუ მართლები ქრისტეს ელოდნენ, ქრისტესთვის იღწვოდნენ და სინანულში ცხოვრობდნენ, ქრისტესთან იქნებიან მარადიულად, უმართლოები, რომლებიც ბოროტის გზით დადიოდნენ, ბოროტთან ანუ ეშმაკთან და მის დემონებთან იქნებიან მარადიულად. ანუ, მოკლედ რომ ვთქვა, მეორე სიკვდილი საბოლოო განადგურებას კი არა, საბოლოო ხვედრს - ეშმაკთან საბოლოოდ მყოფობას (იგივე მეორედ სიკვდილს ანუ ცეცხლის ტბას) ნიშნავს. აქვე საყურადღებოა გამოცხადების 22:15 - „მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავნი და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყოველი მოყვარული და ჩამდენი სიცრუისა“ - ანუ ამგვარი ადამიანები კი არ გაქრნენ, არამედ არიან - ანუ ეს არის მარადიული უქრისტეობის მდგომარეობა, მოკვეთილნი ქრისტესგან, ანუ ძველქართულად „წარწყმედილნი“ („წყმედა“ ნიშნავს მოწყვეტას ანუ ქრისტესგან მოწყვეტას).

  • @alexpeace7603
    @alexpeace7603 4 роки тому +1

    სული და ჯოჯოხეთი (ნაწილი 1)
    ვნახოთ რა მოხდა, როცა ადამმა სამოთხეში შესცოდა: ადამს შერცხვა, ღმერთს „დაემალა“, ღმერთთან ურთიერთობას გაურბოდა, ღმერთთან სიახლოვე აღარ სურდა. ანუ, ღმერთი ადამისთვის აღარ არის საინტერესო, ღმერთთან სიახლოვე ადამს აღარ ანიჭებს სიამოვნებას, ღმერთთან სიახლოვე ადამისთვის აღარ არის სიხარული და ნეტარება. ადამის თვითონვე ეუბნება ღმერთს: „შემეშინდა“. ანუ ადამს ღვთისა შეეშინდა. შიში ვნებაა, ტანჯვაა. ანუ, მართალია, ადამი ფიზიკურად სამოთხეშია, მაგრამ ის უკვე იტანჯება. დასკვნა: ვნებას ანუ ტანჯვას განაპირობებს არა ის, სად იმყოფები, არამედ ის, როგორი დამოკიდებულება გაქვს ღმერთთან - გიხარია მასთან ყოფნა ანუ ახლო ურთიერთობა თუ ღმერთთან სიახლოვე არასაინტერესო, მოსაწყენი, მტკივნეული ან მტანჯველია შენთვის.
    რა ხდება შემდეგ? ღმერთი ადამს და ევას სამოთხიდან „აძევებს“ - ანუ ერთგვარად წყალობას ავლენს მათ მიმართ იმით, რომ ისინი „განეშორონ“ ღმერთს, ღმერთისგან გათავისუფლდნენ. ჯოჯოხეთი სწორედ ქრისტესგან განშორებულობაა, უქრისტეობაა, ქრისტესთან ყოფნის უუნარობაა - ანუ მდგომარეობა, როცა ღმერთი შენთვის უფრო მტანჯველია, ვიდრე ნეტარებისა და შვების წყარო.
    მაგრამ ჯოჯოხეთი არა მარტო მდგომარეობაა, არამედ უღვთოთა სამყოფელიც.
    გაიხსენე მდიდრისა და ლაზარეს იგავი: "მოკვდა ლაზარე და ანგელოზებმა წაიყვანეს აბრაამის წიაღში". აბრაამის წიაღი მართალთა სულების სამყოფელია . მართალთა და უმართლოთა სამყოფელებს შორის არსებობდა "დიდი დანახეთქი" ანუ უფსკრული (ლუკა 16:26) ისე, რომ აქეთ-იქით გადასვლა არავის შეეძლო.
    რა მდგომარეობაში იყვნენ მართალთა სულები? როგორც უფალი წმინდა წერილით გვიხსნის ამ საიდუმლოს (ლუკა 16:25), ისინი ნუგეშცემულები იყვნენ. რა იყო მათი ნუგეშისცემის საფუძველი? მომავალი ჯილდოს (მართალთა შორის აღდგომისა და უფალთან მყოფობის) სიხარული. ანუ აღდგომამდე მართალთა სულები ხარობენ მომავალი ჯილდოს სიხარულით - ანუ მათ კი აქვთ სიხარული, მაგრამ ეს სიხარული სრული არ არის - ისინი კვლავ მომავალი ჯილდოს და აღდგომის მოლოდინში არიან - ნახე გამოცხადება 12:9-11. აქ ნახსენები რიცხვი სიმბოლურია - ღვთაებრივი სისრულის სიმბოლოა. ქრისტესთვის თავმოკვეთილთა (ანუ ნახსენებია ყველაზე ერთგულები, რომლებიც ყველა მართალს განასახიერებენ) სულებს სათითაოდ მიეცათ თეთრი სამოსი (სულის არსებობის იდეა რომ დემონური სწავლება იყოს, როგორც "მოწმეები" ამბობენ, წმინდა წერილში ასეთი "მაცდუნებელი" რამე ჩაიწერებოდა სულების შესახებ?) და ეთქვათ, რომ დამშვიდებულიყვნენ - დააკვირდი, უფალი მათთან დიალოგში შედის, მათ ნუგეშს სცემს - ანუ ქრისტეს აღდგომის შემდეგ მართალთა სულების ნუგეშისცემა უფრო სრულია და უფრო ძლიერია იმიტომ, რომ ისინი უფალს ჭვრეტენ და მათ თითოეულს თეთრი სამოსი (მართლის სიმბოლო) მიეცემა, რაც გარანტიაა მათი მართალთა შორის აღდგომისა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მართალთა სულები ახლა ქრისტეს ჭვრეტენ სასუფეველში და ისინი სიხარულში არიან, მათი სიხარული სრული მაინც არ არის - სრული სიხარული ექნებათ აღდგომისას, რაც ქრისტეს მეორედ მოსვლისას ხდება (1 თესალონიკ. 4:14-17).

  • @alexpeace7603
    @alexpeace7603 4 роки тому +4

    სული და ჯოჯოხეთი (ნაწილი 5 )
    მინდა კიდევ ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება: იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ჯოჯოხეთი არ არსებობს, იეჰოვას მოწმეები ხშირად იყენებენ ამ მაგალითს: შენ რომ მოსიყვარულე მამა იყო და შენმა შვილმა რაიმე დააშაოს, შენ შვილს დასასჯელად ცეცხლში ხელს ჩააყოფინებდიო. ბუნებრივი პასუხი ამ შემთხვევაში არის "არა". ხოდა, ნუთუ ღმერთზე კეთილი მშობელი ხარო? შენ არ გემეტება შვილი ცეცხლისთვის და ნუთუ ღმერთი გაიმეტებსო? და თითქოს ამით წერტილს უსვამენ იმ საკითხს, რომ ჯოჯოხეთი არ არსებობს.
    მაგრამ ისინი შეგნებულად ივიწყებენ იმას, რომ ღმერთმა სოდომი და გომორა სწორედ ცეცხლით დასაჯა, ელიას დროს ბაალის თაყვანისმცემლები სწორედ ცეცხლით დასაჯა და ამ ბოროტ ქვეყნიერებასაც ცეცხლით დასჯის. რატომ? ნუთუ აღარ არის ღმერთი ადამიანზე კეთილი? საქმე იმაშია, რომ ჯოჯოხეთი უპირველეს ყოვლისა საკუთარი ნებით არჩეული მდგომარეობაა - ეს არის უქრისტეობა, და ამის შემდეგ ადგილი. პირველს - ქრისტეს გარეშე არსებობას - ადამიანი თავისი ნებით ირჩევს, მეორეს კი უფალი, როგორც "მსაჯული" განუკუთვნებს მას. ასე, რომ უფალი არავის სჯის ჯოჯოხეთში - ადამიანი თვითონ ირჩევს უღვთოობას და ვნებებით ცხოვრებას ისე, რომ სიწმინდესთან მიახლოება მისთვის კიდევ უფრო მტანჯველი ხდება. ამიტომ ადამიანი თვითონ სცილდება ღმერთს და თავისივე ვნებების ცეცხლში ამყოფებს საკუთარ თავს. ამრიგად, ჯოჯოხეთის არსებობა მოსიყვარულე ღმერთის იდეას არ ეწინააღმდეგება - პირიქით, ეთანხმება მას.
    საგუშაგო კოშკის ორგანიზაციის კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, თითქოს სულის უკვდავების იდეა ეგვიპტურ-ბაბილონური ცრუსწავლებაა, რომლის უკანაც სატანა-ეშმაკი დგას. არავინ უარყოფს იმას, რომ ეგვიპტელებს სწამდათ სიკვდილის შემდეგ სულის ცხოვრებისა, მაგრამ რადგან მათ ეს სწამდათ, ეს ავტომატურად არ ამტკიცებს იმას, რომ ეს სწავლება ცრუა. ეგვიპტელებს ხორციელი სხეულის მკვდრეთით აღდგომისაც სწამდათ და რა ვქნათ? ამის გამო გავაუქმოთ ქრისტიანულის წავლება მკვდრეთით აღდგომის შესახებ და მას ცრუსწავლება ვუწოდოთ?
    სულთან დაკავშირებით საყურადღებოა ლუკას 24:39 - „სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს“ - ანუ უფალი იმას კი არ ეუბნება მოციქულებს, რომ სული არ არსებობსო, ან საერთოდ სულის არსებობა როგორ დაიჯერეთო, პირიქით, სული არსებობს, მაგრამ მას ხორცი და ძვალი არ აქვსო. მე კი ხორციელად აღვსდექიო.
    ასევე საყურადღებოა 2 კორინთელთა 5:8 - „მხნედ ვართ და გვირჩევნია, სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავბინავდეთ“ - სადაც ჩანს პავლეს იმედი - რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სული უფალს ნახავდა.

    • @iraklichikovani1159
      @iraklichikovani1159 2 місяці тому

      შეგიძლია მიპასუხო? თუ ჯოჯოხეთი მარადიული ტანჯვის ადგილია, რას ნიშნავს გამოცხადების 20:14 -ს მუხლი? სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა.
      რას ნატრობდა უბედურებებისგან დატანჯული იობი ჯოჯოხეთს ანუ სიკვდილს? ; "უკუეთუმცა ჯოჯოხეთს [ქვესკნელი] შიდა დამმარხე და დამფარე მე, ვიდრემდე წარჴდეს რისხვაჲ შენი და განმიჩინო მე ჟამი, ოდეს მოჴსენებაჲ ჩემი ჰყო" (იობი14:13).
      ესეც ნახე; იაკობი დასტირისიოსებს; "შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად. და ტიროდა მამა თჳსი" (დაბადება37:35)
      საპატრიარქოს თარგმანში,. ერთიდაიგივე სიტყვა „შეოლ“ (ებრაული) და მისი ეკვივალენტი „ჰადეს“ (ბერძნული) თარგმნილია „ქვესკნელად“, „შავეთად“ , „საფლავად“, „ჯოჯოხეთად“ და „სიკვდილად".

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 2 місяці тому

      @@iraklichikovani1159 ირაკლი, გამარჯობა. ზოგადად, სიკვდილი არის სულის და ხორცის განყრა და არა არსებობის შეწყვეტა. ამაზე აღარ შევჩერდები, წმინდა წერილი, განსაკუთრებით ახალი აღთქმა, ბევრს საუბრობს ამაზე. როგორც გამოცხადება თვითონვე განმარტავს, ცეცხლის ტბა არის მეორე სიკვდილი ანუ სამსჯავროს (მათე 25-ე თავი) შემდგომი მდგომარეობა და სამყოფელი ეშმაკისა და ცრუწინასწარმეტყველისა და ქრისტეს სასუფევლის მიღმა დარჩენილთა (გამოცხადება 20:10), საიდანაც გამოხსნა აღარ ხდება მასში მოხვედრილთა მარადიული უნანულობისა და ქრისტესთან სიახლოვის აუტანლობის გამო. დააკვირდი გამოცხადების 22:15-ს - "მის მიღმა ა-რ-ი-ა-ნ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და კაცისმკვლელნი, კერპთაყვანისმცემელნი და ყოველნი მოყვარულნი და ჩამდეენი სიცრუისა." ანუ, კი არ განადგურდნენ და გაქრნენ, არამედ ისევ ა-რ-ი-ა-ნ ანუ არსებობენ. ერთადერთი, რაც მათ ტანჯავთ, არის ყველგანმყოფი ღმერთის სიწმინდე, რის ატანაც მათ არ აქვთ მათივე უკიდურესი დაცემიდან გამომდინარე.

  • @alexpeace7603
    @alexpeace7603 4 роки тому +1

    სული და ჯოჯოხეთი (ბოლო ნაწილი)
    ცალკე თემაა ორგანიზაციის მიერ სულთან დაკავშირებული ადგილების განზრახ დამახინჯებით თარგმნაზე „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“:
    3 მეფეთა 17:20 „სამჯერ გადაემხო ბავშვს, მოუხმო იეჰოვას და შესთხოვა: „იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ჩაუბრუნე ბავშვს სული!“ (უნდა იყოს - „ამ ბავშვის სული ჩააბრუნე მასში“)
    საქმეები 5:5 “ამ სიტყვების მოსმენისთანავე, ანანია დაეცა და მოკვდა.“ (უნდა იყოს: „სული განუტევა“ - სული ამოუშვა) - მაგრამ ბერძნულში გამოყენებული სიტყვა „სული“ „ორთქლდება“ „აქთ“-ში.
    საქმეები 5:10 “ის მაშინვე დაეცა მის ფეხებთან და მოკვდა.“ (უნდა იყოს: სული განუტევა - სული ამოუშვა - ბერძნულში სიტყვასიტყვის ასე წერია, მაგრამ აქტ-ში სული ამ ადგილზეც გამქრალია).
    1 კორინთელთა 14:14-16 „რადგან, თუ უცხო ენაზე ვლოცულობ, სულის ძღვენი ლოცულობს, ჩემი გონება კი უნაყოფოა. 15 მაშ, რა ვქნა? მხოლოდ სულის ძღვნით კი არ ვილოცებ, არამედ გონებითაც. მხოლოდ სულის ძღვნით კი არ ვიმღერებ ქებას, არამედ გონებითაც. 16 თუ სულის ძღვნით ასხამ ხოტბას, როგორ იტყვის ამინს შენს მადლიერების სიტყვებზე გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, თუკი არ იცის, რას ამბობ?“ („ძღვენი“ ჩამატებულია - სინამდვილეში სული ლოცულობს, მაგრამ ორგანიზაციას ამის აღიარება არ სურს).
    ებრაელთა 12:9 „ჩვენ პატივს ვცემდით ჩვენს ხორციელ მამებს, რომლებმაც აღგვზარდეს. ამიტომ განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ ჩვენი სულიერი ცხოვრების მამას და ვიცოცხლოთ?“ (უნდა იყოს: „სულთა მამას“ და არა „სულიერი ცხოვრების მამას“ - აქ სიტყვა ცხოვრება (ბერძნულად „ზოე“) საერთად არ წერია. რა, ღმერთი ჩვენი სულების მამა არ არის? რატომ უწოდებს პეტრე მოციქული ქრისტეს „ჩვენი სულების ზედამხედველს?“ (1 პეტრე 2:25). როცა ღმერთმა ადამი შექმნა, ადამი რით იყო ღვთის ხატი? ხორცით? თუ სულით, რომელიც ღმერთმა შთაბერა? ხორცი ღვთის ხატება ვერ იქნებოდა, სწორედ სულით იყო ადამი ღვთის - სულის - ხატება.
    ებრაელთა 12:22,23 „თქვენ კი მიუახლოვდით სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს - ზეციერ იერუსალიმს; მიუახლოვდით უთვალავ ანგელოზს, ერთად შეკრებილებს, და ზეცაში ჩაწერილ პირმშოთა კრებას, ღმერთს - ყველას მოსამართლეს, და გასრულყოფილებული მართლების სულიერ ცხოვრებას“. (უნდა იყოს: „განსრულებულ მართალთა სულებს“) - πνεύμασιν δικαίων τετελειωμένων - პნეუმასინ დიკაიონ ტეტელეიომენონ: არ წერია „პნეუმატიკოს ზოენ“ - „სულიერი ცხოვრება“)
    გამოცხადების 20:4 „ვიხილე ტახტები და ისინი, ვინც მათზე დასხდნენ და ვისაც გასამართლების უფლებამოსილება მიეცა. აგრეთვე ვიხილე იესოს შესახებ დამოწმებისა და ღვთის შესახებ ლაპარაკის გამო სიკვდილით დასჯილები, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ქანდაკებას და არც ნიშანი მიიღეს თავიანთ შუბლსა და ხელზე“ (თავმოკვეთილთა სულები და არა „სიკვდილით დასჯილები“) - აქ „სულები“ - ბერძნულად „ფსიქეს“ მრავლობითშია და თან განსაზღვრული არტიკლი აქვს.
    ყველაზე გასაკვირი: რა ხდება ბერძნულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“?
    გამოც. 20:4 - მოწმეების ბერძნული: „... Ναι, είδα τις ψυχές εκείνων που εκτελέστηκαν με τον πέλεκυ λόγω της μαρτυρίας που έδιναν για τον Ιησού ...“ (ანუ ბერძნულ „აქთ“-ში „ფსიქეს“ წერია, მაგრამ სხვა ენებზე „სულები“ ამოღებულია)
    ორიგინალი: „kai tas psuchas tOn pepelekismenOn dia tEn marturian iEsou...
    „...და (არტიკლი) სულები თავმოკვეთილთა მოწმობისთვის იესოზე...- თუ იოანე მოციქულებს მხოლოდ „სიკვდილით დასჯილების“ დაწერა უნდოდა, „სულებს“ რაღატომ წერდა?
    დასკვნა: აშკარაა, რომ უფალი იესოც და მოციქულებიც თავისუფლად საუბრობენ ხორცის სიკვდილის შემდეგ სულის არსებობაზე, სულის სიხარულზე, სულის მწუხარებაზე, სულის ლოცვაზე და ასე შემდეგ. თუ სულის ამგვარად არსებობის იდეა ბაბილონური ცრუსწავლება იყო, მაშინ ისინი მოერიდებოდნენ სულზე ისეთ საუბარს, რომელსაც მსმენელები შეიძლებოდა
    შეცდომაში შეეყვანა და მის არსებობა დაერწმუნებინა. სულის არსებობა სწამდა როგორც ძველი აღთქმის ეკლესიას, ასევე ახალი აღთქმის ეკლესიას. ორთოდოქსული იუდაური სწავლებით, რომელიც მოსედან აგერ უკვე თითქმის 4000 წელს ითვლის, ადამიანის სული გარდაცვალებისას კვლავ აგრძელებს არსებობას. ასე, რომ მოაზროვნე სულის არსებობის თვალსაზრისით ახალი აღთქმის ეკლესიას ახალი ან განსხვავებული არაფერი უთქვამს.

  • @Genesis-დაბადება
    @Genesis-დაბადება 3 роки тому +2

    ესაც ავსტრალიის სამეფო კომისიის დასკვნა. მათ სიმცდარეს ,ამორალობაც ემატება.
    ua-cam.com/video/fxBCxwOHDdU/v-deo.html

  • @alexpeace7603
    @alexpeace7603 4 роки тому

    სული და ჯოჯოხეთი (ნაწილი 2)
    რა მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლისას? "ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ. კეთილის მოქმედნი - სიცოცხლის აღდგომისთვის, სიავის მქმნელნი - განკითხვის აღდგომისთვის". ამაზე დანელ წინასწარმეტყველიც წერს: "და მრავალი მიწის მტვერში დავანებული გამოიღვიძებს, ზოგი - საუკუნო სიცოცხლისთვის, ზოგი - საუკუნო გმობისა და შერცხვენისთვის" (დანიელი 12:2). ანუ, როგორც უფალი არაორაზროვნად ამბობს, ყველა აღდგება, კეთილის მოქმედიც და ბოროტის მოქმედიც (გამოცხადება 1:7; 2 კორ: 5:10).
    ამის შემდეგ იქნება სასამართლო. როგორც უფალი გვპირდება, ეს იქნება მისი მოსვლისა და საყოველთაო აღდგომის შემდეგ - მათეს 25:31-46. რის მიხედვით გასამართლდებიან ადამიანები? ხორცში ყოფნისას (ანუ გარდაცვალდებამდე) მათი საქმეების მიხედვით. ამაზე პავლე მოციქული არაორაზროვნად გვწერს: „ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა - კარგსა თუ ცუდს“ (2 კორინთ. 5:10).
    მართლები (ქრისტეს მარჯვნივ მდგომნი) რომ საუკუნე სიცოცხლეს მიიღებენ და ქრისტესთან იქნებიან (აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, და ის დამკვიდრდება მათ შორის" - გამოც. 21:3,4), ეს ცხადია. რა ბედი ელით უმართლოებს ანუ ქრისტეს მარცხნივ მდგომებს და ვინ არიან ისინი? ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ხორცში ყოფნისას ბოროტებას იქმოდნენ სინანულის გარეშე ანუ ატარებდნენ უღვთოობის ბეჭედს.
    როგორია მათი ხვედრი - განადგურება თუ საუკუნო სატანჯველი? ამაზე უფალი არაორაზროვნად გვეუბნება: „და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში“ (მათე 25:46). დააკვირდი, რა პირდაპირ საუბრობს უმართლოთა სატანჯველზე: „მაშინ ეტყვით მათ, ვინც მარცხნივაა: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის“. უფალი სხვა სიტყვებსაც იყენებს, რომლებითაც მიუთითებს უმართლოთა ტანჯვაზე: „იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა“. ასევე დააკვრიდი მათეს 25:30-ს „ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა“. დააკვირდი, უფალი არ ამობობს: „განადგურდებაო“ ან „გაქრებაო“. უფალი აბობს: „იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა“. როცა ქრისტეს მიერ ასე პირდაპირ ნათქვამს ჩვენი „ადამიანური“ ლოგიკით ვცვლით და სხვა (განადგურების) მნიშვნელობას ვაძლევთ, ამით ქრისტეს ვეწინააღმდეგებით და ანტიქრისტეს სულს ვავლენთ. სწორედ ეს არის მწვალებლობა - ანუ უფლის სიტყვების გამრუდება, რაც მძიმე ცოდვაა.
    ანუ, თუ პირველი სიკვდილის შემდეგ „მდიდარი“ ანუ უმართლო ადამიანი იტანჯებოდა, განკითხვის შემდეგ მისი ტანჯვა უკვე სრულია - ის ხვდება, რომ მას აღარასოდეს მიეცემა სინანულის და მიტევების შანსი - ანუ ქრისტეს მსჯავრი არის ისეთივე საბოლოო, როგორც „კარის ჩაკეტვა“ (მათე 25:10). აღდგომის შემდეგ უმართლოც შეისხამს ხორცს, რომელსაც მიდრეკილება აქვს იმავე ვნებების მიმართ, რომლებსაც ის სიკვდილამდე უნანებლად სჩადიოდა. სწორედ ეს ვნებები სტანჯავს უმართლოს, რადგან ვეღარც მრუშობს, ვეღარც ნარკოტიკს იკეთებს და ვეღარც სხვა ცოდვისადმი მოთხოვნილებას იკმაყოფილებს. მისი „ცეცხლის ტბაში“ - ანუ სატანჯველ მდგომარეობაში გაგზავნა ნიშნავს მის მეორე სიკვდილს - თუ პირველი სიკვდილის შემდეგ მხოლოდ სული იტანჯებოდა, მეორე სიკვდილის შემდეგ სულთან ერთად ხორციც იტანჯება სწორედ სულის გაბოროტებისა და ხორცის ვნებებით შემოსილობის გამო.

  • @alexpeace7603
    @alexpeace7603 4 роки тому +1

    იეჰოვას მოწმეებს ვერ გაუგიათ ერთი მნიშვნელოვანი რამ: რომ ქრისტეს აქვს ორი ბუნება - ღვთაებრივი და ადამიანური (იოანე 1:1-5; 14, 18). როგორც ადამიანი, ის ღმერთის მორჩილია, ღმერთს ადიდებს, ღმერთზე ლოცულობს, ღმერთს ეთაყვანება, მაგრამ როგორც ღმერთი, იღებს დიდებას, მორჩილებას, ლოცვას და თაყვანისცემას (გამოცხ. 5:12; 2 კორ. 12:8,9; მათე 28:9). ამიტომ ქრისტე, როგორც ძე მარიამისა და იოსებისა, რა თქმა უნდა, მამაზე მცირეა და მისი სიცოცხლე, როგორც კაცის სიცოცხლე, დამოკიდებულია ღმერთზე. ქრისტე მოკვდა ხორცით, მაგრამ ის, როგორც ღმერთი (ღმერთი სულია) უკვდავია. ამიტომაც მისი აღდგომისას აღდგა არა ღმერთი (სული), არამედ ხორცი - ამაზე უფალი პირდაპირ გვეუბნება: „დაანგრიეთ ეს ტაძარი (ხორციელი სხეული) და სამ დღეში აღვადგენ მას" - იოანე 2:18-21). მაგრამ უბედურება ის არის, რომ მოწმეებს დღესაც სწამთ მათი ორგანიზაციის დამფუძნებლის რასელის სიტყვების: "კაცი იესო ქრისტე სამარადისოდ მოკვდა" - ეს არის დემონური აზრი. ქრისტე აღდგა, ა ღ დ გ ა!!! და როცა ვამბობთ, რომ ქრისტე აღდგა, აღდგა ძე მარიამისა და იოსებისა - ანუ ის აღდგა, რაც ივნო და მოიკლა - ქრისტე, როგორც კაცი. თორემ თუ ქრისტე განკაცებამდე ზეცაში მიქაელი იყო, და აღდგომისას იესო (ხორცში მყოფი მიქაელის სახელი მოწმების მიხედვით), როგორც კაცი, არ აღდგა, გამოდის, რომ აღმდგარა მიქაელი - ანუ იესომ (მისი კაცობრივი ბუნებით) არსებობა შეწყვიტა. ამ გაგებით "მოწმეებს" ქრისტიანები და იესოს მიმდევრები კი არ უნდა გეწოდებოდეთ (ოფიციალურად არც იწოდებით ასე), არამედ მიქაელიანები.
    იესოს, როგორც კაცს, რა თქმა უნდა, ჰყავს ღმერთი, იესომ, როგორც კაცმა, რა თქმა უნდა, იტანჯა ხორციელად და მოკვდა ხორციელად, მაგრამ პიროვნებით და ბუნებით როგროც ღმერთი არ მომკვდარა - ხორცით საფლავში იწვა, სულით (ღმერთი სულია) უკვდავია და ავაზაკთან (ანუ ავაზაკის სულთან) ერთად სამოთხეში იყო, როგორც უთხრა კიდეც ავაზაკს - „დღეიდან ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“ ამიტომ, როგორც მოსეს რჯულის ქვეშ მყოფ კაცს, იესოს ევალებოდა კიდეც ღმერთის მორჩილება და მსახურება და მან, როგორც კაცმა, ეს ყველაფერი სათანადოდ შეასრულა. ამიტომ, იესოს, როგორც ადამიანის, გამონათქვამები არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ის მხოლოდ ადამიანია (ქმნილებაა) და შემოქმედი არაა. როგორც ადამიანს, მას შემწე და გამაძლიერებელი სჭირდება, რადგან ზოგადად ადამიანი შეზღუდულია თავის შესაძლებლობებში. შესაბამისად, როგორც სრული კაცი, იესოც საჭიროებდა გაძლიერებას ღმერთისგან, თუმცა, როგორც ღმერთი, თავად აძლიერებდა და აძლიერებს თავის ეკლესიას და მთელი სამყარო მასზე დგას (იოანე 1:3, ებრაელთა 2:10, კოლას. 1:16 - ყველაფერი ქრისტეს მიერ და ქრისტესთვის არის შექმნილი).

    • @aleksandremelanashvili7303
      @aleksandremelanashvili7303 4 роки тому

      ამასთან დაკავშირებით უკვე მაქვს არგუმენტირებული ბიბლიური პასუხები შეგიძლია კიდევ ერთხელ გადახედეთ ჩემს პოსტებს, არ ვაპირებ ერთი იგივეს გამეორებას.

  • @ekkaguci3076
    @ekkaguci3076 4 роки тому

    ღმერთო

  • @Noone.00
    @Noone.00 4 роки тому

    da rogor gonia adamiano mrevlebs ar uhdebat kitxvebi

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 4 роки тому

      ეკლესია ყვალაფერზე ზუსტ,პასუხს იძლევა და ბოლო ,სასუფეველია .

  • @vladislavkim6914
    @vladislavkim6914 5 років тому +1

    მათეს 27 -ე თავის მე-3 და მე-4 მუხლი წაიკითხე , შენც ისე მოგივა . ბოლოს ის საზოგადოება რომლისთვისაც ასე ცდილობ ბოლოში გეტყვის ,რაც გინდა ის გიქნიაო
    როცა მისმა გამცემმა იუდამ დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, სინდისმა შეაწუხა, ოცდაათი+ ვერცხლის მონეტა უფროს მღვდლებსა და უხუცესებს დაუბრუნა 4 და უთხრა: „შევცოდე, უდანაშაულო სისხლი გავეცი“.+ მათ მიუგეს: „მერე ჩვენ რა? რაც გინდა, ის გიქნია!“+
    ვითომ ლოგიკას ,რომ მიყვები ერთხელ მაინც არ გიფიქრია ,რო არა იეჰოვას მოწმეები შენთვის ბიბლია თხა და გიგოს ვარიანტი იქნებოდა და იეჰოვამ ეს ცოდნა უსასყიდლოდ მოგცა ,შენ კი ცდილობ სარგებებელი ნახო ,არ გამოგივა თვითონ ის საზოგადოება გეტყვის -მერე ჩვენ რა?

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому +1

      ერთხელ მაინც არ გიფიქრია , თქვენი ორგანიზაციის სიცრუეზე , სადაც ასწავლიან ,თითქოს, სიკვდილის შემდეგ ,ადამიანის სული ქ რ ე ბ ა „ სახარებაში კი წერია „ მთ 10-28 ნუ გეშინიათ მათი , ვინც სხეულს კლავს , ს უ ლ ი ს მოკვლა კი არ ძალუძთ 1 პეტ. 3-18 მოკლულ იქნა ხორცით, და გაცოცხლდა ს უ ლ ი თ ,. მოც სქ 7-59 ქვას რომ უშენდნენ, ამბობდა „ უფალო იესო , მიიბარე ჩემი ს უ ლ ი ,. ეს თქვა და განისვენა ,. ლუკ 8-55 და დაუბრუნდა ს უ ლ ი და უცებ წამოდგა .იაკობ 2-26 სხეული მკვდარია, ს უ ლ ი ს გარეშე .

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому +1

      მერე იუდამ იეჰოვა ძე ღმერთს , განკაცებულ იესო ქრისტეს უღალატა, როგორც თქვენ , ხოლო ეს კაცი როგორც პეტრე მოციქულუ დაუბრუნდა მამის წიაღს , დედა ეკლესიას მთ 10-37 ვისაც მამა , დედა, ძე ან ასულიუყვარს ჩემზე მეტად იგი არ არის ჩემი ღირსი. ამბობს იეჰოვა ძე ღმერთი . რომელსაც თქვენ თაყვანს არ სცემთ , იოან 20-29 მიუგო თომამ, და უთხრა უფალი ჩემი და ღ მ ე რ თ ი ჩემი. უთხრა მას იესომ , ნეტარ არიან , რომელთა არა უხილავ და მაინც მიწამეს.

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      ან ბრმა ხარ , ან ზომბირებული . როდესმე ქრისტე ღმერთისთვის მიგიმართავს ,როგორც თომა მოციქულს , უფალი ჩემი და ღ მ ე რ თ ი ჩემი. უთხრა მას იესომ ,ნ ე ტ ა რ არიან რომელთა არა უხილავ და მაინც მ ი წ ა მ ე ს .

    • @mimozapawkoria1193
      @mimozapawkoria1193 5 років тому

      ,_ბატონო კანდე,_ შენი სული ნამდვილად გაქრება სამუდამოდ. _ კაცი, რასაც დათესავს, იმას მოიმკის, .....წმინდა სულისგან შთაგონებული სიტყვებია...

  • @nuriadabaevi7721
    @nuriadabaevi7721 7 років тому +2

    გაგაძლიეროთ ღმერთმა

    • @piqriazaqaidze3716
      @piqriazaqaidze3716 6 років тому

      ღმერთმა მოგიტევოს

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 6 років тому +1

      რა, ქ-ნო ფიქრია? რომ ამ კაცმა უარი თქვა ქრისტეს სისხლისა და ხორცის (ღვინისა და პურის) არმიღების ცრუსწავლების მხარდაჭერაზე (იოან 6:51-53)? თაობათა გადაფარვის ცრუსწავლების მხარდაჭერაზე? ქრისტეს თაყვანისცემის ცოდვად გამოცხადების ცრუსწავლების მხარდაჭერაზე (მათე 28:9)? ქრისტეს მთავარანგელოზ მიქაელად გამოცხადების ცრუსწავლების მხარდაჭერაზე და ა. შ.?

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      ერთხელ მაინც არ გიფიქრია , თქვენი ორგანიზაციის სიცრუეზე , სადაც ასწავლიან ,თითქოს, სიკვდილის შემდეგ ,ადამიანის სული ქ რ ე ბ ა „ სახარებაში კი წერია „ მთ 10-28 ნუ გეშინიათ მათი , ვინც სხეულს კლავს , ს უ ლ ი ს მოკვლა კი არ ძალუძთ 1 პეტ. 3-18 მოკლულ იქნა ხორცით, და გაცოცხლდა ს უ ლ ი თ ,. მოც სქ 7-59 ქვას რომ უშენდნენ, ამბობდა „ უფალო იესო , მიიბარე ჩემი ს უ ლ ი ,. ეს თქვა და განისვენა ,. ლუკ 8-55 და დაუბრუნდა ს უ ლ ი და უცებ წამოდგა .იაკობ 2-26 სხეული მკვდარია, ს უ ლ ი ს გარეშე .

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      ერთხელ მაინც არ გიფიქრია , თქვენი ორგანიზაციის სიცრუეზე , სადაც ასწავლიან ,თითქოს, სიკვდილის შემდეგ ,ადამიანის სული ქ რ ე ბ ა „ სახარებაში კი წერია „ მთ 10-28 ნუ გეშინიათ მათი , ვინც სხეულს კლავს , ს უ ლ ი ს მოკვლა კი არ ძალუძთ 1 პეტ. 3-18 მოკლულ იქნა ხორცით, და გაცოცხლდა ს უ ლ ი თ ,. მოც სქ 7-59 ქვას რომ უშენდნენ, ამბობდა „ უფალო იესო , მიიბარე ჩემი ს უ ლ ი ,. ეს თქვა და განისვენა ,. ლუკ 8-55 და დაუბრუნდა ს უ ლ ი და უცებ წამოდგა .იაკობ 2-26 სხეული მკვდარია, ს უ ლ ი ს გარეშე .

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      აი ზომბირება ორგანიზაცია გეუბნება ქრებიო და იჯერეფ„ ქრისტე ღმერთი გეუბნება ჩემთან ერთად იქნები სამოთხეშიო არ იჯერებ„

  • @gudushauriirma9295
    @gudushauriirma9295 5 років тому

    ე.ი. მონობის მომხრეები არიან!!!!!!

  • @tamunaekoko6204
    @tamunaekoko6204 6 років тому +1

    She parchako. Jer cadi moinanie is rac chaidine roca IEHOVAS mocme ikavi da mere emsaxure shens kerpebs. Imas rato ar idzaxi tu rato gagagdes maqedan. She parchakis modgma. Da shen ico ro ceria jer dzmas sheurigdi da mere emsaxure shens Gmerts.

    • @0warlock00
      @0warlock00 6 років тому +1

      Tamuna Ekoko სიყვარულით სავსე კომენტარია

    • @natodarchashvili3352
      @natodarchashvili3352 6 років тому +1

      "ფარჩაკის მოდგმა " :) თქვენ რისი ან ვისი მოდგმა ხართ,ალბათ "რჩეულთა" . პრეტენზია კი გაქვთ კაცთმოყვარეობაზე. ასეთი სათუთი გრძნობით ქადაგებთ ხალხთან და თავს იესოს ადრით :)

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 6 років тому

      ცილს რატომ სწამებთ თამუნა? ყველამ იცის (ალბათ თქვენს გარდა), რომ ამ კაცმა და მისმა ოჯახმა საკუთარი სურვილით დატოვეს თქვენი რელიგიური ბიზნეს-კორპორაცია. ხოლო თუ "გააგდეს," იქნებ გვითხრათ, რატომ "გააგდეს?"

  • @sandersshoshita112
    @sandersshoshita112 3 роки тому

    ზურაბა... კიი მითხრა რომ ადრე ძაან უახლოესი ძმაკაცები იყავით მაგრამ ის არ უთქვამს რატომ წამოხვედი, რა არგუმენტებით წამოხვედი. მე კი მის ყოველ სიტყვაში და მიმიკაში ვხედავ რომ მან ყველაფერი იცის. ალბათ პრივილეგირებული პირია კრებაში და აწყობს, არ ვიცი.
    ეეხ ზურიკო ზურიკო, თვალებში გეტყობა რომ არ ხარ სუფთა და ალალი, ძია სოლოს ვენაცვალე მაგრამ შენ?

  • @aleksandremelanashvili7303
    @aleksandremelanashvili7303 5 років тому

    თუ დროის ერთ პერიოდში და ასე უსასრულოდ ძე და მამა ერთი პიროვნებაა როგორ შეიძლება აიხსნას ის რომ:
    1. მამამ ძე გამოგზავნა, 2. ძე ასრულებს მამის ნებას,
    3. თავად ძე ამბობს რომ მამა მასზე დიდია და მისგან ისწავლა ყველაფერი.
    4. როგორ შეიძლება საკუთარ თავს მისცე რამე, როგორ შეიძლება საკუთარი თავისგან რამე ისწავლო და მერე საკუთარმა
    თავმა გაგაგზავნოს ამ ნასწავლის შესასრულებლად დედამიწაზე ადამიანებთან,
    5. როდესაც იესო ცაში ამაღლდა მასზე წერია რომ დაჯდა ღვთის მარჯვნივ, როგორ შეიძლება საკუთარი თავის გვერდზე
    დაჯდე,
    6. რას ნიშნავს იესოსადმი მოწაფეების თხოვნა რომ ზეცაში მის მარჯვნივ დამჯდარიყვნენ ტახტზე და ამაზე იესომ მიუგო ეს
    ჩემი ნება არ არისო არამედ მამაჩემისო,
    7. ვის სთხოვდა იესო ლოცვაში დახმარებას? ვის სთხოვდა სიკვდილისას რომ აერიდებინა ეს ტანჯვა თუ მისი ნება იყო, ვის
    ნებაზეა საუბარი,
    8. დაბადებაში სამყაროს შემოქმედებისას ვინ ვის ეუბნება რომ შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატატ,
    9. რა ლოგიკა აქვს სატანის მიერ იესოს გამოცდას თუ ის ამავ დროულად ღმერთი იყო ცაშიც და დედამიწაზე,
    10. პავლე მოციქული რატო ამბობს რომ თუმცა იყო როგორც ღმერთი იესოზე მაგრამ არასოდეს ცდილობდა ყოფილიყო ღვთის
    თანასწორი,
    11. რატომ წერია რომ ქრისტე პირმშო ღვთის ძეა, რომ ის დასაბამია ქმნილებათა შორის,
    12. და თუ ქმნილებაა როგორ შეიძლება მამა და ძე იყოს ერთი პიროვნება და თანასწორნი მაშინ როცა ბიბლია მასა და ძეზე
    მთლიან კონტექსტში საუბრობს როგორც ორ სხვადასხვა პიროვნებას, რატომ არსადაა მოხსენიებული ბიბლიაში წმინდა
    სული როგორც პიროვნება როგორც იესო და მამა ღმერთია მოხსენიებული.
    13. რომ ის დასაწყისში იყი სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან რონ ის მამამისთან იყო და არა მასში იყო ან ის იყო ორგან,
    14. ნუთუ ასე ბუნდოვანია ჭეშმარიტება ღმერთის შესახებ რომ ის ერთი ღმერთია და რონ მან (მამამ) შექმნა ყველაფერი
    ხილილი თუ უხილავი , სულიერი თუ ფიზიკური არა იყო სამი პიროვნება და და ამავდროულად ერთი პიროვნება
    15. რომელი და ვისი სახელი გამოუცხადა ადამიანებს იესომ,
    16. რას ნიშნავს ებრაული სახელი იესო , და რატომ მიუთითა ანგელოზმა მარიამს რომ მესიისთვის იესო დაერქმია.
    17. თუ იესო და მამა ღმერათი ერთი პიროვნებაა რატომ სთხოვდა იესო ლოცვაში მამას რომ ზეცაში ასვლისას მისთვის ისევ
    ის დიდება დაებრუნებინა რაც დედამიწაზე მოსვლამდე ჰქონდა?
    18. თუ სულიწმინდა არის მესამე ღმერთი პიროვნება და ამავდროულად ერთი ღმერთის ნაწილი, რატომ არსად, არსად ! არ არ სთხოვენ ლოცვაში დახმარებას, რატომ მიმართავს იესო ასევე მისი მოწაფეები ლოცვაში მხოლოდ მამას, და რატომ არის რომ ბიბლიაში უამრავ მუხლში მოხსენიებულია როგორც ღვთის სული და მისი მოქმედი ძალა? რატომ არსადაა აღწერილი როგორც პიროვნება და ღმერთი?. (თუმცა არის მხოლოდ ერთი-ორი მუხლი სადაც სამების დოგმატს უჭერს მხარს და მასაც აქვს მტკიცე ახსნა და არა ერთი-ორი) .
    და კიდევ მილიონი კითხვა და პასუხი იმისა რაც ამტკიცებს რომ მამა და ძე ორი სხვადასხვა პიროვნებაა, მამა , უზენაესი , სამყაროს შემოქმედი, ლაშქართა ღმერთი, ძველი დღეთა, და სხვა ტიტულები რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ერთადერთ ღმერთს ეკუთვნის- ი ე ჰ ო ვ ა ს - ი ა ჰ ვეს!!

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      მამა ღმერთი არავინ იცის„ არავის უხილავ „ ხმაც არ სმენია მისი არავის გვეუბნება მისი ძე „ეს რასელისტები საიდან იჩემებთ ღვთის მცოდნეობას

    • @aleksandremelanashvili7303
      @aleksandremelanashvili7303 5 років тому

      გაქ ბიბლია წაკითხული? აბრაამს, იონას და ზოგწინასწარმეტყველს რო ღმერთი პირადა მიმართავდა და ელაპარაკებოდა არსად წერია???, ვფიქრობ არ გაქ ბიბლია კარგად წაკითხული და გამოკვლეული...

    • @aleksandremelanashvili7303
      @aleksandremelanashvili7303 5 років тому

      ნახვით გეთანხმები უზენაესი ღმერთი იეჰოვა - იაჰვე არავის უნახია ადამიანს არ შეუძლია იხილოს ღვთის დიდება ისე რო გადარჩეს, მის შესახებ მისმა ძემ, მხოლოდშობილმა ძემ იესო ქრისტემ იქადაგა დედამიწაზე, და ასწავლიდა და გადასცემდა ადამიანებს იმას რაც მამამისმა ასწავლა სა დაავალა

    • @xatiamazmishvili7835
      @xatiamazmishvili7835 5 років тому +1

      ყოჩაღ კარგად ჩამოაყალიბე.. ვინც დაფიქრდება თვითონვე მივა ჭეშმარიტებამდე

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 4 роки тому

      ალეკო, გეტყობა, რომ არ იცნობ ეკლესიის სწავლებას და ისე წერ მასზე. და რადგან არ იცი ეკლესიის სწავლება, გეტყვი, რომ ეკლესიას არსად უთქვამს, რომ მამა და ძე და წმინდა სული ერთი და იგივე პიროვნება არიანო. ეკლესია ამბობს, რომ მამა, ძე და წმინდა სული ერთი ღმერთია და არა ერთი პიროვნება ან სამი ღმერთი. ამიტომ, როცა ისეთ რამეზე დაბეჯითებით საუბრობ, რაზეც წარმოდგენა არა გაქვს, შენ თვითონვე აცლი საფუძველს შენს საუბარს და შენს "არგუმენტებს" მხოლოდ გაუთვითცნობიერებელნი დაიჯერებენ.

  • @qartvelikande2382
    @qartvelikande2382 5 років тому

    ეს სახელი ვერ გამიგია მოწმე „მამა ღმერთი არ უხილავს არავის„ არავინ იცის მამა გარდა ძისა „ ხმაც არ სმენია მისი არავის„ძე ღმერთი მოციქულებს ეუბნება თქვენ იქნებით ჩემი მოწმეები სამარიიდან ქვეყნის კიდემდე „იოან მოც ამბობს მე ვარ ქრისტეს მოწმე ვინც ჩემმა თვალებმა იხილეს „ვისაც ჩემი ხელები შეეხო„-ეს ორგანიზაცია არის ჭეშმარიტი რასელის და რუტერფორდის მოწმე

    • @aleksandremelanashvili7303
      @aleksandremelanashvili7303 5 років тому

      თუ დროის ერთ პერიოდში და ასე უსასრულოდ ძე და მამა ერთი პიროვნებაა როგორ შეიძლება აიხსნას ის რომ:
      1. მამამ ძე გამოგზავნა, 2. ძე ასრულებს მამის ნებას,
      3. თავად ძე ამბობს რომ მამა მასზე დიდია და მისგან ისწავლა ყველაფერი.
      4. როგორ შეიძლება საკუთარ თავს მისცე რამე, როგორ შეიძლება საკუთარი თავისგან რამე ისწავლო და მერე საკუთარმა
      თავმა გაგაგზავნოს ამ ნასწავლის შესასრულებლად დედამიწაზე ადამიანებთან,
      5. როდესაც იესო ცაში ამაღლდა მასზე წერია რომ დაჯდა ღვთის მარჯვნივ, როგორ შეიძლება საკუთარი თავის გვერდზე
      დაჯდე,
      6. რას ნიშნავს იესოსადმი მოწაფეების თხოვნა რომ ზეცაში მის მარჯვნივ დამჯდარიყვნენ ტახტზე და ამაზე იესომ მიუგო ეს
      ჩემი ნება არ არისო არამედ მამაჩემისო,
      7. ვის სთხოვდა იესო ლოცვაში დახმარებას? ვის სთხოვდა სიკვდილისას რომ აერიდებინა ეს ტანჯვა თუ მისი ნება იყო, ვის
      ნებაზეა საუბარი,
      8. დაბადებაში სამყაროს შემოქმედებისას ვინ ვის ეუბნება რომ შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატატ,
      9. რა ლოგიკა აქვს სატანის მიერ იესოს გამოცდას თუ ის ამავ დროულად ღმერთი იყო ცაშიც და დედამიწაზე,
      10. პავლე მოციქული რატო ამბობს რომ თუმცა იყო როგორც ღმერთი იესოზე მაგრამ არასოდეს ცდილობდა ყოფილიყო ღვთის
      თანასწორი,
      11. რატომ წერია რომ ქრისტე პირმშო ღვთის ძეა, რომ ის დასაბამია ქმნილებათა შორის,
      12. და თუ ქმნილებაა როგორ შეიძლება მამა და ძე იყოს ერთი პიროვნება და თანასწორნი მაშინ როცა ბიბლია მასა და ძეზე
      მთლიან კონტექსტში საუბრობს როგორც ორ სხვადასხვა პიროვნებას, რატომ არსადაა მოხსენიებული ბიბლიაში წმინდა
      სული როგორც პიროვნება როგორც იესო და მამა ღმერთია მოხსენიებული.
      13. რომ ის დასაწყისში იყი სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან რონ ის მამამისთან იყო და არა მასში იყო ან ის იყო ორგან,
      14. ნუთუ ასე ბუნდოვანია ჭეშმარიტება ღმერთის შესახებ რომ ის ერთი ღმერთია და რონ მან (მამამ) შექმნა ყველაფერი
      ხილილი თუ უხილავი , სულიერი თუ ფიზიკური არა იყო სამი პიროვნება და და ამავდროულად ერთი პიროვნება
      15. რომელი და ვისი სახელი გამოუცხადა ადამიანებს იესომ,
      16. რას ნიშნავს ებრაული სახელი იესო , და რატომ მიუთითა ანგელოზმა მარიამს რომ მესიისთვის იესო დაერქმია.
      17. თუ იესო და მამა ღმერათი ერთი პიროვნებაა რატომ სთხოვდა იესო ლოცვაში მამას რომ ზეცაში ასვლისას მისთვის ისევ
      ის დიდება დაებრუნებინა რაც დედამიწაზე მოსვლამდე ჰქონდა?
      18. თუ სულიწმინდა არის მესამე ღმერთი პიროვნება და ამავდროულად ერთი ღმერთის ნაწილი, რატომ არსად, არსად ! არ არ სთხოვენ ლოცვაში დახმარებას, რატომ მიმართავს იესო ასევე მისი მოწაფეები ლოცვაში მხოლოდ მამას, და რატომ არის რომ ბიბლიაში უამრავ მუხლში მოხსენიებულია როგორც ღვთის სული და მისი მოქმედი ძალა? რატომ არსადაა აღწერილი როგორც პიროვნება და ღმერთი?. (თუმცა არის მხოლოდ ერთი-ორი მუხლი სადაც სამების დოგმატს უჭერს მხარს და მასაც აქვს მტკიცე ახსნა და არა ერთი-ორი) .
      და კიდევ მილიონი კითხვა და პასუხი იმისა რაც ამტკიცებს რომ მამა და ძე ორი სხვადასხვა პიროვნებაა, მამა , უზენაესი , სამყაროს შემოქმედი, ლაშქართა ღმერთი, ძველი დღეთა, და სხვა ტიტულები რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ერთადერთ ღმერთს ეკუთვნის- ი ე ჰ ო ვ ა ს - ი ა ჰ ვეს!!

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      „„5 რაც შეეხება სამების დოგმატი მიუწვდომელია და მისი წვდომა მიიღწევა ისიც ნაწილობრივ სულიერი ცხოვრებისეული გამოცდილებით„ ასკეტურ ღვაწლში„ დაბ „1-26 და თქუა ღმერთმა „შევქვმნათ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსისაებრ„დაბ 3 -22„და თქუა უფალმა ღმერთმა „აჰა ადამ იქმნა ვითარცა ერთი ჩვენთაგანი„დაბ 11-7 მოვედით „გარდავიდეთ შეურიოთ მათ ენები„ახ„ აღ„ნათლისღებისას „მამამ ხმით დაამოწმა „ ესაა ძე ჩემი საყვარელი „ წმიდა სულმა მტრედის სახით დაამტკიცა ძის უცდომელობა „ფერიცვალება„ ისევ სამების გამოცხადება„იოან 14 „16-26 ვკითხო მამას ჩემსა და სხვა ნუგეშისმცემელი მოგივლინოს თქვენ„ მან გასწავლოთ ყველაფერი რაც მე გითხარით„მთ 28 -19 წადით მონათლეთ ხალხი მამისა და ძისა და წმიდასულის სახელით„1იოან 5-7 სამნი მოწმობენ ცაში მამა„ ძე და სულიწმიდა ეს სამნი ერთი არიან „იოან 16-26 როცა მოვა ნუგეშინისმცემელი რომელიც მამისაგან გამოვალს „ის დაამოწმებს ჩემზე 2 კორ 13-13 მადლი ქრისტესი„ სიყვარული მამის „ ზიარება სულისა წმიდისა თქვენთან ამინ„წმ მოწამე იუსტინე წერს „მამას და მას„ რომელიც მისგან მოვიდა ძეს„ და სულსა წმიდასა თაყვანს ვცემთ და ვადიდებთ„წმ ირინეოს ლეონელი. მოწაფე იოანე მოც.„ესაა სარწმუნოება ერთ ღმერთზე„მამა ყოვლისმპყრობელზე და ერთ იესო ქრისტეზე„ ძე ღმერთზე რომელმაზ ჩვენიხსნისათვის ხორცი შ ეისხა„ და სული წმიდაზე რომელმაც წინასწარმეტყველთა პირით გვამცნოსაღმთო განგებულება ჩვენი გადარჩენისა„დაწვრილებით ნაკლების ჩვენება პასუხის გაცემა 1

    • @aleksandremelanashvili7303
      @aleksandremelanashvili7303 5 років тому +1

      არაფერი არის მიუწვდომელი, უბრალოდ ბიბლიური მუხლების კარგად წაკითხვა მთლიან კონტექსტის ფათვალისწინებით და არა ამოგლეჯილ მოაკვეთებით, ვინაიდან კონტექსტის გარეშე მაშინ ანგელოზები ღმერთები არიან, ადზმიანები ღმერთები არიან, რომ ღმერთი არ არსებობს, და ბევრი რამ რაც წერია ბიბლიაში მაგრამ კონტექსტი და შინაარსი განსაზღვრავს კონკრეტული ბიბლიური მუხლის აზრს

    • @aleksandremelanashvili7303
      @aleksandremelanashvili7303 5 років тому

      გაქვს ბიბლია კარგად წაკითხული?
      და დაფიქრებულხარ წაკითხულზე? ამბობ ღმერთის ხმა არავის არ მოუსმენიაო მაშინ როცა იგი აბრაამს პირადად მიმართავდა და ესაუბრებოდა, ასევე იონას და წინასწარმეტყველებს, თუმცა ზოგჯერ ღმერთი ანგელოზებსაც იყენებდა თავისი სიტყვის გადასაცემად.

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      მამა ღმერთის ხმა არ სმენია არავის და არავინ იცის მამა გარდა ძისა , და ვისაც ძ ე ს უ ნ დ ა განუცხადოს . აქიდან რა ჩანს ვინც ელაპარაკებოდა აბრაამს არის ძე ღმერთი ,. სახარებიდან„ აბრაამმა მიხილა და განიხარა „დავითი პირდაპირ იეჰოვას უწოდებს ძე ღმერთს , უთხრა უფალმა ,უფალსა ჩემსა,. რაც მოსემ დაწერა სახელი იეჰოვა ამბობს ძე ღმერთი ჩემზე დაწერა . მე ვინც მიხილა მამა იხილა . მე მამაში ვარ მამა ჩემშია ,.რაც შეეხება იოან 1-1 სიტყვა იყო ღმერთი და სიტყვა იყო ღმერთთან აქ იოანე გვიხსნის რომ მამა და ძე სხვადასხვა პიროვნებებია მაგრამ ბუნებით ერთი ღმერთი,. მე და მამა ერთ ვართ,.„ შენ დაფიქრდი წაკითხულზე როდესაც ღმერთი იყენებდა ანგელოზებს მათ ანგელოზებს უწოდებს და ძე ღმერთი ყველგან ღმერთადაა მოხსენიებული ,.„ რომელი ანგელოზისთვის მითქვამს ძე ჩემი ხარ შენ, აქ კატეგორიულად გამორიცხულია ძის სხვა ბუნება, გარდა ღვთაებრივისა,. პილიპ , ეპის ,პავლე მოც ამობს ძე, მამის .,თანასწორი იყო,. თავი წარმოიცარიელა , მონის ხატი მიიღო და შესახედაობით კაცს დაემსგავსა

  • @qartvelikande2382
    @qartvelikande2382 6 років тому

    ორგანიზაცია რომელიც ქადაგებს სულის გაქრობას „ და იესო ქრისტეს არ აღიარებს ყოვლისშემძლე ღმერთად„ იეღოვად„იქ არ უნდა გაჩერდე

    • @aleksandremelanashvili7303
      @aleksandremelanashvili7303 5 років тому

      qartveli kande მგონი აჯობებს მსგავს რიტორიკას შეეშვა, არგუმენტები მოიყვანო, მე ხომ არ გეუბნები იმას რომ რელიგია რომელიც ასწავლის ქრისტეს სწავლებებს და ამავდროულად პირდაპირ თუ ირიბათ მხარს უჭერს ომებს, ჯარში წასვლას რათა გაიწვრთნა მოკლა სხვა თუნდაც "მართალი" ან "უმართლო" ადამიანი ბავშვი თუ ქალი, თითქოს ამაზე "ხსნილია" კაცის კვლა, და კიდე ბევრი სხვა.. რომ იქ არ უნდა გაჩერდე.

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      ნუ დაიჩემებ ანგელოზობას , მოსე გვაძლევს მცნებას უფლიდან , არა კაც კლა , ჩამოდის მთიდან დაიძლევა ბრძანებას „რათა მოაკვდინონ ყველა იუდეველი რომელმაც თაყვანი სცა ხბოს გამოსახულებას ., „წმიდა მამები ასე ხსნიან „ გიყვარდეს შენი მტერი, ებრძოდე სამშობლოს მტერს , გძულდეს ქრისტეს მტერი„ აქ იგულისხმება სწავლება სექტანტური , მწვალებლური, და ანტიქრისტე, არა ადამიანი .

    • @aleksandremelanashvili7303
      @aleksandremelanashvili7303 5 років тому

      @@qartvelikande2382 :) მერე ეგ მოსეს დროს იყო, ისრაელ ერს ნებას რთავდა რომეომათ ზოგჯერ, მტრულად განწყობილი მეზობელ ერებთან, მაგრამ წაიკითხე კარგად მათე, მარკოზი, ლუკა , იოანე სადაც იესო ქრისტეს ასწავლის მოყვასის სიყვარულს, მოსეს რჯულის უამრავი კანონი ქრისტემ გააუქმა და ახალი მცნება სწავლა მათ, ანუ ქრისტიანობა, ჩვენ რომ ვიყოთ იუდეველები კი ბატონო წავიდეთ ომში და ვხოცოთ რამდენიც გვენებოს :) , და მეორე თუ მანდ სწავლება იგულისხმებაო რომ ამბობ მართალი ხარ მაგრამ მაშინ ადამიანების სიძულვილს რატო ასწავლის ეკლესია? აბა ომი რა არის? სწავლების გამო უნდა მოკლა?რუსეტ საქართველოს ომის დროს " ორივე მართლმადიდებლური ქრისტიანული" რელიგიის ქვეყანა არ არის? მოდი სიმართლეს ჩახედე თვალებში, თავად ქრისტე ამას რასაც უწოდებს იცი შენ და როგორი შეხედულება აქ, იმედია არასრულწლოვანი არ ხარ , შტაბეჭდილება მრჩება იმის რომ ძალით ვერ ხვდები რას ვამბობ,

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      რა დაგიჩემებია მოსეს დროს იყოო , კაცის კვლა ცოდვაა სულ.ეკლესია ასწავლის სიყვარულს , ყოველ დილით ყოველი მართმადიდებელი ლოცულობს , ღმერთო აცხონე , მოძულენი და მაჭირვებელნი,ჭეშმარიტების გზაზე აცდენილნი,რაც შეეხება ომს, აქ გვეომებოდა კრემლის , ეკლესიის მოძულე ლენინის რუსეთი , ჩვენ ხელი ხომ უნდა გავანძრიოთ/. აქ ჩვენი ბიჭები არ ითვლებიან კაცის მკვლელად, სამშობლოს და ოჯახის დაცვა გამართლებულია უფლის წინაშე

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      luk. 13 28 იქ იქნება ტ ი რ ი ლ ი და კბილთა ღრჭენა,როცა იხილავთ აბრაამს და ისააკს და იაკობს და ყ ვ ე ლა წინასწარმეტყველს ღვთის სასუფეველში, თ ქ ვ ე ნ კი გარეთ განდევნილებს,.

  • @mziagogokhia7542
    @mziagogokhia7542 5 років тому

    წაიკითხეთ გულდასმით ბიბლია და ჭეშმარიტებას მანდ იპოვით ხალხნო ნუ ლანძღავთ ერთმანეთს ქრისტემ სიყვარულისკენ მოგიწოდათ და არა გაასამართლოთ სხვები

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      აი ზომბირება ორგანიზაცია გეუბნება ქრებიო და იჯერეფ„ ქრისტე ღმერთი გეუბნება ჩემთან ერთად იქნები სამოთხეშიო არ იჯერებ„

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      შენ წაიკითხე , სახარება და გაიგეფ რომ , ადამანი ხორციელი სიკვდიის შემდეგ, აგრძელებს ცხოვრებას , რასაც ეს ორგანიზაცია უარყოფს და ეწინააღმდეგება , ქრისტე ღმერთს მთ 10-28 ნუ გეშინიათ, ს უ ლ ს ვერ მოკლავენ

  • @mimozapawkoria1193
    @mimozapawkoria1193 5 років тому

    ,,ბატონო კანდე,,_ შენი ინტერპრეტაცია, ისე , დაგღუპავს, ,, როგორც, დაღუპეს ,რქებმა ირემი,,ბიბლიას, წმინდა სულით აღძრული ადამიანები ხსნიან და არა ნებისმიერი.

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому +2

      აი ზომბირება ორგანიზაცია გეუბნება ქრებიო და იჯერეფ„ ქრისტე ღმერთი გეუბნება ჩემთან ერთად იქნები სამოთხეშიო არ იჯერებ

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому +1

      მამა გაბრიელის სიტყვებია , თუ ერთი ადამიანიც გძულს , ვერ შეხვალ სასუფეველში, როგორც მოყვასი მეცოდები , ქრისტე ღმერთმა გიშველოს.განკაცებულმა იაჰვე, იეჰოვა , ძე ღმერთმა.

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 4 роки тому

      ქ-ნო მიმოზა, თქვენმა ხელმძღვანელმა საბჭომ უკვე აღიარა, რომ ისინი სულიწმინდით შთაგონებული არ არიან!!! შესაბამისად, პირველ რიგში თქვენ თავს და თქვენს ორგანიზაციას მიუყენეთ ირმის რქები.

    • @aleksandremelanashvili7303
      @aleksandremelanashvili7303 4 роки тому

      @@alexpeace7603 სულიწმინდით შთაგონება დამთავრდა მოციქულების სიკვდილის შემდეგ, ამგვარად ღმერთი სასწაულებრივად და სულის შთაგონებით აღარ გადასცემს ადამიანებს თავის აზრებს, რაც ადრე ხდებოდა, არამედ დაიწერა ბიბლია რომელსაც ღვთის სიტყვა ეწოდება
      და მხოლოდ ღვთის სიტყვა გვიწევს ღვთის სულით ხელმძღვანელობას, 2 ტიმოტეს 3:16,17 მოწმობს ამაზე, და როდესაც ესა თუ ის სწავლება გამყარებულია ბიბლიური არგუმენტებით ამ დროს შეიძლება ითქვას რომ ეს სწავლება ღვთის წმინდა სულის მიერაა გადმოცემული, ბიბლიაზე დაყრდნობით რომელიც ღვთისსულიერი წიგნია, ცოცხალი და მოქმედი ებრაელების 4:12.

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 4 роки тому

      @@aleksandremelanashvili7303 გინდა ჯეიდაბლიუორგი წაგიკითხია და გინდა შენი პასუხი - როგორ შეიძლება სულიწმინდით შთაგონება დამთავრდეს ქრისტეს ეკლესიაში? სულიწმინდა ეკლესიაში ხელდასხმით გადადის - ხელდასხმა კი ქრიტიანობის ერთ-ერთი აუცილებელი სწავლებაა - გამოაცალე ხელდასხმა ქრისტიანობას და ის აღარ არის ქრისტიანობა - ებრ. 6:2. შენებური მიდგომა - რომ ბიბლიის კვლევის საფუძველზე ვაყალიბებთ მოძღვრებებსო - ეშმაკისთვის შესანიშნავი იარაღია ახალ-ახალი სექტების ჩამოსაყალიბებლად და ქრისტეს ეკლესიასთან დასაპირისპირებლად.

  • @jekjek517
    @jekjek517 4 роки тому

    თქვენ თუ იძახით ქრისტიანები ვართ და იეჰოვასი არ გწამთ და იეჰოვას მოწმეები არ ხართ თქვენ არ ხართ ქრისტიანები და ვერაზდროს ვერც იქნებით თუ ქრისტიანებათ თვლით თავს გადამითარგმნეთ იესოს სახელი რას ნიშნავს და ბიბლიაში როგორ წერია იესოს სახელი და რატომ უთხრა ანგელოზმა მარიამს იესო დაარქვი რატო იესო და სხვა სახელი არა.ქართულად არდაიწერა თავიდან ბიბლია ბევრს რო გონიაა ქართულ ენაზე დაიწერა დაჟე იმასაც იდზახიან იესო მეგრულად ლაპარაკობდა. ხოდა რა ენაზეც დაიწერა იმ ენაზე როგორ ჟღერს და რას ნიშნავს. და კიდე რო იძახიან პირველი ოეჰოვას მოწმე რასელი იყოვო როგორ უნდა თქვა პირველი ღმერთის მოწმე რასელი იყო 😂😂😂 იეჰოვა ღმერთის სახელია და თქვენ თუ ქრისტიანები ხართ მითხარით ვინ იყო პირველი ოწჰოვას მოწმე. და რაც შეეხება ამ კაცა მახსწნდება როცა იესოს განაჩენი გამოქონდათ სიკვდილით დაჟჯა აი ის ხალხი ღრიალწბდა ვისაც აპურებდა ვისაც კურნავდა ვისაც სასწაულებს ანახებდა და ნათესავების კი იდგნენ და ღრიაკებდნენ მოკალითო დაუნახავები. ეხა ეს ვიღაცა მპღალატე აჩკარიკა ზის საუბრობს და თქვენც უსმენთ რავი მე მგონი იუდას ბიდზაშვილია ან შვილი

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 4 роки тому +1

      იესო ქრისტე - ძე ღმერთი - იაჰვე , იეჰოვა . . მამაის თანასწორი ღმერთი. იოან . 14-9. მე ვინც მიხილა , იხილა მამაი ჩემი

    • @gnostikumtheos7788
      @gnostikumtheos7788 Рік тому

      სხვის თვალში რომ ბეწვს არ ეძებდე, წესით გასაგები უნდა იყოს რომ "იეჰოვას მოწმეებზე" ანუ რასელისტებზე საუბრობს...

  • @mimozapawkoria1193
    @mimozapawkoria1193 5 років тому

    საცოდავო, არ იცი,რა ილაპარაკო.ვიღაცებს,რაღაცებს უმტკიცებ,ვითომ......

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому

      არ გეშინათ , უფლის სიტყვების , მართლაც მეცოდებით ლუკ 17 -22 მოკვდა მდიდარიც და დამარხეს , და ჯოჯოხეთში ტანჯვა წამებაში მყოფმა აახილა თვალი

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому +1

      აი ზომბირება ორგანიზაცია გეუბნება ქრებიო და იჯერეფ„ ქრისტე ღმერთი გეუბნება ჩემთან ერთად იქნები სამოთხეშიო არ იჯერებ„

  • @beqakopadze6294
    @beqakopadze6294 5 років тому

    ასე მგონია ბიბლია არასდროს არ გაქვს წაკითხული . ძალიან გთხოვთ შეურაწყოფილათ არ მიიღოთ მაგრა ეს ესეა ისეთ რამეს ამბობთ რო მე მიკვირს შენი საუბრის შენ რომ არ გრცხვენია

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому +1

      შენ თუ გაქვს წაკითხული, მაშინ მითხარი სად წერია , რომ ადამიანის სული ქ რ ე ბ ა , და სად წერია ახალ აღთქმაში რომ მოციქულებმა ქრისტეს მიმდევრებს , მოწმეები უწოდეს

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому +1

      ერთხელ მაინც არ გიფიქრია , თქვენი ორგანიზაციის სიცრუეზე , სადაც ასწავლიან ,თითქოს, სიკვდილის შემდეგ ,ადამიანის სული ქ რ ე ბ ა „ სახარებაში კი წერია „ მთ 10-28 ნუ გეშინიათ მათი , ვინც სხეულს კლავს , ს უ ლ ი ს მოკვლა კი არ ძალუძთ 1 პეტ. 3-18 მოკლულ იქნა ხორცით, და გაცოცხლდა ს უ ლ ი თ ,. მოც სქ 7-59 ქვას რომ უშენდნენ, ამბობდა „ უფალო იესო , მიიბარე ჩემი ს უ ლ ი ,. ეს თქვა და განისვენა ,. ლუკ 8-55 და დაუბრუნდა ს უ ლ ი და უცებ წამოდგა .იაკობ 2-26 სხეული მკვდარია, ს უ ლ ი ს გარეშე .

    • @beqakopadze6294
      @beqakopadze6294 5 років тому +1

      @@qartvelikande2382 მე რო მაქვსწ აკითხული იმიტო დავწერე . მაგრამ როგორც ჩანს თქვენ გჯერათ რომ სული სიკვდილის მერე ზეცაში მიდის მაგრამ იოანეს3; 13 ჩაწერილი სულ სხვა რამეს ვგებულობთ. თუ ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამომავალი კაცის ძის გარდა სული როგრ ადის?

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому +1

      აქ , იოან 3-13. იესო ამბობს „რომ ის არის, იეჰოვა, ძე ღმერთი , მესია „ როგორც კაცი მიწაზეა , როგორც ღმერთი ყველგანყოფია,. ციდან ჩამოსული კაცის ძე , რომელიც ზ ე ც ა შ ი ა „ რაც შეეხება სულის უკვდავებას „ მე მჯერავს ჩემი უფლის, განკაცებული , ძე ღმერთის ,იესო ქრისტესი „ მთ 10 -28 ნუ გ ე შ ი ნ ი ა თ, სულის მ ო კ ვ ლ ა არ ძალუძთ .

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому +1

      აი ზომბირება „ რასელი გეუბნება ქრებიო და უჯერეფ , ძე ღმერთი გეუბნება მტ 28-10 ნუ გეშინიათ, ს უ ლ ს ვერ მოკლავენო და არ უჯერეფ ,.

  • @kakha4362
    @kakha4362 4 роки тому +1

    Kargi kaci, gmertma gagaxaros,

  • @user-rr8cj4oj9v
    @user-rr8cj4oj9v 9 днів тому

    შე საცოდაო შე ჭორიკანა