ახლო აღმოსავლეთის კრიზისი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 19 вер 2024
  • ახლო აღმოსავლეთის რეგიონი საომარი არეალის გაფართოების ზღვარზეა.
    „ჰამასის“ პოზიციების თითქმის ერთწლიანი დაბომბვის შემდეგ ისრაელი ვექტორს ჩრდილოეთისკენ მიმართავს. ისრაელის მთავრობის გეგმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგობის დასუსტება, სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოსახლეობის დაბრუნებაა. სწორედ ამ გეგმას ემთხვევა „ჰეზბოლას“ წევრების საკომუნიკაციო საშუალებების მასობრივი აფეთქება. პეიჯერების შემდეგ ლიბანში რაციებიც ააფეთქეს. ისრაელის ხელისუფლება მსხვერპლით დასრულებულ ოპერაციაზე ისევ დუმს, თუმცა ლიბანური დაჯგუფება პასუხისმგებლობას სწორედ ოფიციალურ თელავივს აკისრებს და შურისძიებით ემუქრება. ევროკავშირი და გაერო რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკების ზრდაზე მიუთითებს, რასაც გავლენა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთზე, არამედ უფრო დიდ გეოგრაფიულ არეალზე ექნება.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 3

  • @shengelijamarjashvili6718
    @shengelijamarjashvili6718 9 годин тому +3

    უკრაინაში მთავრდება ომი და ეხლა მაქეთ გაგრძელდება, ესეა ახვარი ამერიკის გეგმები.

    • @lashachakhunashvili1399
      @lashachakhunashvili1399 2 години тому

      ანავალ-განავალში წაიკითხე ერთუჯრედიანო?

    • @D.Burduli
      @D.Burduli 47 хвилин тому

      სუ გამოყლევდი?