#მოამბე

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 16 тра 2024
  • • პრემიერი ახალგაზრდებს პროტესტის დიალოგით ჩანაცვლებას და რეზონანსულ კანონთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას სთავაზობს - ირაკლი კობახიძე ძალადობის ფაქტების შემცირებაზე საუბრობს, რასაც პროტესტში მონაწილე აპოლიტიკურ ახალგაზრდებს უკავშირებს და მათ მიერ გამოყოფილ ჯგუფთან კანონის მუხლობრივ განხილვას გეგმავს. მთავრობის მეთაურის გზავნილები
    • საქართველო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს - პარაკლისი საკათედრო ტაძრებში, საზეიმო ღონისძიებები და მსვლელობები ქვეყნის მასშტაბით. ხალხით სავსე ქუჩები დედაქალაქსა და რეგიონებში, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ათი ათასობით ადამიანი და პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსა და პრემიერის მიმართვა მოქალაქეებს
    • საქართველოში ჩინეთის ელჩი აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა და ჩინეთი საქართველოს შიდა პოლიტიკაში არ ერევა, რადგან ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს - ჭოუ ციენი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს და მსოფლიოში არსებულ ორმაგ სტანდარტებს მიუღებელს უწოდებს
    • უსაფრთხოების ძალებთან კონფლიქტში გადაზრდილი პროტესტი და არეულობა ახალ კალედონიაში - ადგილზე ჩასული ფრანგული საპოლიციო ძალები, ჯარისკაცები, საგანგებო რეჟიმი და დაკავებული დემონსტრანტები. ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ძალადობას მკაცრი პასუხი მოჰყვება. პარიზში ამტკიცებენ, რომ სეპარატისტულ მოძრაობებს მხარს აზერბაიჯანი უჭერს და ბაქოს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანი ბრალდებას ოფიციალურად უარყოფს და საფრანგეთს კოლონიურ პოლიტიკას ახსენებს
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 1

  • @guramigavasheli6213
    @guramigavasheli6213 14 днів тому +1

    მეხუთე მცნება ზოგად საკაცობიოა.ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს .