დენი დიდრო, ჟაკ ფატალისტი | ლევან ბერძენიშვილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 8 сер 2023
  • 📻 რადიო „თავისუფლების“ პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს XVIII საუკუნის განმანათლებელზე, ენციკლოპედისტსა და მწერალზე, დენი დიდროზე და მის რომანზე „ჟაკ ფატალისტზე“
    🪶 დიდროს მნიშვნელოვანი რომანებია: „მონაზონი“, რომელიც გამოხატავს პროტესტს რელიგიის, ფანატიზმის, სამონასტრო ცხოვრების, ქალთა უუფლებობის წინააღმდეგ; „ჟაკ ფატალისტი“ მოთხრობა-დიალოგი; „რამოს ძმისწული“. მე-18 საუკუნის სხვა ფრანგი მატერიალისტური ფილოსოფოსების მსგავსად, დენი დიდრო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას
    🕯 „განათლება, - წერდა იგი, - ადამიანს სძენს ღირსებას, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ იგი მონობისთვის არ არის დაბადებული“. ჟაკი ერთი არისტოკრატის კამერდინერია, რომლის სახელს ავტორი არ ასახელებს. ბატონი და მსახური მოგზაურობენ და ჟაკი ბატონს თავისი სასიყვარულო ან სექსუალურ ამბებს უამბობს, რომ არ მოიწყინოს…

КОМЕНТАРІ • 7