გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან და სჭირდება თუ არა განახლება დაბადებიდან ბოროტებისკენ მიდრეკილ ადამიანს

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 18 тра 2024
  • ბიბლია ქართულ სივრცესთან პარალელებით - 2 თესალონიკელთა მიმართ.
    19 მაისი 2024 კვირა - სკაიპ შეკრება თეოფილე მალაქიასთან ერთად.
    პავლე მოციქულის მეორე წერილი თესალონიკელთა მიმართ.
    2 თესალონიკელთა მიმართ თავი 1.
    1 პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში;
    2 მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
    3 ვალდებულნი ვართ ძმებო, მარადის ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, რაც შესაფერია კიდეც, რადგან სულ უფრო იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება თითოეული თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.
    4 ამიტომ თვითონვე ვიკვეხნით თქვენით, ღმერთის ეკლესიებში თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო და რომ იტანთ ყოველ დევნასა და გასაჭირს.
    5 რაც ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს ნიშანია, რომ ღვთის სამეფოს ღირსნი გახდებით, რისთვისაც იტანჯებით კიდეც.
    6 ვინაიდან სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს,
    7 თქვენ კი შეჭირვებულებმა, ჩვენთან ერთად მოისვენოთ, როცა უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად,
    8 და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას,
    9 რომლებიც მარადიულ დაღუპვას მიიღებენ სასჯელად უფლის პირისა და მისი სიძლიერის დიდებისგან.
    10 როცა ის მოვა, რათა იმ დღეს განდიდდეს თავის წმიდანებში და გააოცოს ყველა მორწმუნე; რადგან იწამეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ.
    11 ამიტომ გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სურვილი და რწმენის საქმე.
    12 რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესოს სახელმა თქვენში და თქვენ - მასში, ჩვენი ღმერთისა და უფლის იესო ქრისტეს მადლით.

КОМЕНТАРІ • 9

  • @NejnaJaniashvili-lu8iz
    @NejnaJaniashvili-lu8iz Місяць тому +5

    მოგესალმებით, დიდება და მადლობა უფალ❤ იესო ქრისტეს❤ჩვენს მხსნელსა და გადამრჩენელს❤ყოველთვის ყველაფრისთვის, ❤ მადლობა პავლეს რა რთულ გარემოში უწევდა თავგანწირული შრომა ქადაგება დიდი სიყვარულით,❤მადლობა თქვენც პავლესავით თავგანწირულებო,თეოფილე❤ მარიკა,❤ სტეფანია,❤ ნატალია❤მარიანა❤ იხარეთ ქრისტეში❤❤❤

  • @maiaqudziashvili2540
    @maiaqudziashvili2540 Місяць тому +4

    ძალიან დიდი მადლობა❤ უთბილესი ადამიანები ბრძანდებით❤

  • @NejnaJaniashvili-lu8iz
    @NejnaJaniashvili-lu8iz 6 днів тому

    დიდება ფა მადლობა იფალს❤ მადლობა თქვენ ყველას❤❤❤❤❤იხარეთ ქრისტეში❤❤❤

  • @givigorgiashvili1234
    @givigorgiashvili1234 Місяць тому +1

    ❤❤❤

  • @gudi3316
    @gudi3316 Місяць тому +1

    ❤😊

  • @TengoKutelia-tv7ov
    @TengoKutelia-tv7ov Місяць тому +1

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @natojimshitashvili2157
    @natojimshitashvili2157 Місяць тому +1

    🙏❤️❤️🇬🇪🇬🇷

  • @user-ty6qg5oz1s
    @user-ty6qg5oz1s Місяць тому

    რაღაც კონტექსტში მართალია უდაბნოში ბოდიალი ქართველებს მონური აზროვნება აქვს თავისუფალი მონა უფრო საშიშია გარკვეული დრო უნდა რომ მონური აზროვნება შეიცვალოს როდის მოხდება ეს უფლის გარდა არავინ იცის

  • @temonebieridze4809
    @temonebieridze4809 Місяць тому +1

    ❤❤❤