მირზა გელოვანი - მე დავბრუნდები

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 26 вер 2024
  • სიმღერა შექმნილია ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის (1917-1944წწ) ლექსების "მე დავბრუნდები" და "ო, მაპატიეთ" ტექსტის გაერთიანებით, ვოკალი და მუსიკა გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ჩემი ინსტრუქციების შესაბამისად (მეტ-ნაკლებად :D ).
    ეძღვნება 27 წლის ასაკში ომში დაღუპული მირზა გელოვანის უკვდავებას.
    ჟანრი: Darkwave Doom
    ტექსტი:
    [ტექსტი: - " მე დავბრუნდები"]
    ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით
    გამახსენდება თმები შოლტები.
    როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
    მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.
    ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები
    ასფურცელას და ოქროსთმებიანს,
    ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები
    და შენზე დარდში დამთენებია.
    მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები
    და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.
    მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,
    მე შენი თმები დამაბრუნებენ.
    [მისამღერი 1]
    მე გპირდებოდი, რომ დავბრუნდები,
    რომ შენი თმები დამაბრუნებენ,
    მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,
    მე შენი თმები დამაბრუნებენ.
    [ ტექსტი - "ო, მაპატიეთ"]
    ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
    თქვენ დარჩით შორი. ცაზედაც შორი
    და, როგორც კარტში აგურის ქალებს
    გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
    მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
    რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
    მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
    ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
    და სადმე ტყვია თუ გააციებს
    გულს საშინელი განადგურებით,
    თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
    დანაშაული არდაბრუნების.
    [მისამღერი 2]
    მე გპირდებოდით რომ დავბრუნდები
    რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
    თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
    დანაშაული არდაბრუნების.
    ------------
    2024წ.
    ( Feci quod potui, faciant meliora potentes)

КОМЕНТАРІ •