ბუ - მუზა / bu - muza

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 27 січ 2022
  • ხარი სტუდიო
    ხმის რეისორი - ქორი ლადო
    ტექსტი
    გუშინ ღამე რო ავედი გალაქტიკის ბაღში
    ერთი გოგო შევამჩნიე და პატარა ცუგა
    სეირნობდნენ მეტეორზე როგორც თევზი წყალში
    მივედი და მივესალმე გაუბრწყინდა გუგა
    ტანსაცმელზე და ხელებზე საღებავი ესვა
    ვიგრძენი რო ჩემნაირი კოსმონავტი იყო
    ჰოდა ღრუბლის ამ ფიალით მსურს გაცნობის შევსვა
    და იმ დროის გადაკვეთის გზა რომ გამოგვიყო
    ბუნებასთან საერთო ენა გამოვნახე
    თოვლს შეუკვეთავ გადმოხატე მთები გორები
    და მეც იქვე სიახლოვეში გამომსახე
    გალაქტიკურ ნეტარებით რო გეამბორები
    და ჩვენ ორის სიხარულით სიო ნაზად ქრის
    თმის ტბაზე გეალერსება გედივით თავს ხრის
    მერე გარემოება ფერების ფორმას ცვლის
    ითოვლება და სხეულში ჟრუანტელად ცრის
    ეს მუსიკა ორკესტრალურ ვარსკვლავებშია
    წამო ავფრინდეთ და კოსმო ვალსი ვიცეკვოთ
    ჩემი შვება და სიამე მაგ მკლავებშია
    ციდან ლაჟვარდების აზრები რო ამომირეკლო
    ქარი რა ნაზად ეფერება შენი თმის შრიალს
    მზე ნაყინივით დადნება მაგ მარწყვის ტკბილ ბაგეზე
    გინდა ახლოდან შეგახედო ვარსკვლავთა ციალს
    ორის მაგიდა გაშლილია ჩვენთვის მთვარეზე
    მისამღერი
    ..........................................
    ..........................................
    რაკეტით გამოგიარე შეიკარი ღვედი
    გალქტიკამ გადაკვეთა ორი გიჟის ბედი
    გულში შემოფრინდი როგორც ღვთაებრივი ლედი
    უცებ ლექსი დაგიწერე და თან აგიმღერდი
    წინ კი არის მთელი ღამის ჰარმონიები
    ციურ ბაღიდან მოგიკრიფე მე იები
    გარშემო კი მიმოქრიან სანტას ირმები
    პოეტური შთაგონების შეიხსნა ღილები
    ჩვენ ორისა ერთარსებით სხვა სამყარო ჩანს
    ბედნიერების გარემო აღებს ყველა კარს
    შენ ჩელოზე დაუკრავ მე ავაყოლებ ქნარს
    მელოდიას გავალექსებთ ნახატივით წყნარს
    მერე ბაგე რბილად კისერს რომ მიედება
    ვნების ჰანგის ფერები შემოგვიერთდება
    ტილოს ღრმა ნეტარებაში ფუნჯი მღერდება
    ტემპერჯადოსნური ჯოხი აბზრიალდება
    მერე კი ნელნელა როგორც ნეტარ ჩელოში
    ხემით შევსრიალდები ბგერათა სფეროში
    ავაშრიალებ ფოთოლთა სიმებს ჩეროში
    შენ სხეულზე წამოვწვები როგორც მდელოში
    პოეზიის ჰანგბგერებით უნდა შეგახურო
    ყვავილს ფესვებში მზის სხივები შემოგაპკურო
    შენი ტანის ცეცხლში წყლითა უნდა შემოვცურო
    მერე ვარსკვლავურ ლოგინზე ზეცა მოგახურო
    და შენ ნაზად ააკვნესებ ვნებით სავსე ხმას
    აელვარმღელვარებულსა შევეხები კანს
    კოსმიურად მიადნები ფინიშ_ალურ კარს
    და ღრუბლებით შეიმშრალებ დასველებულ ტანს

КОМЕНТАРІ • 9

  • @nikachibarashvili1605
    @nikachibarashvili1605 2 роки тому +2

    კაი სიმღერაა🥰🥰🥰❤❤❤❤
    კაი მუსიკოსი ხარ

  • @onise1
    @onise1 2 роки тому

    ყველაზე სასწაული ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე მაგარი რეპერი ხარ

  • @ninuc_ca5633
    @ninuc_ca5633 2 роки тому

    ❤️❤️❤️სასწაულად კარგად მღერი❤️

  • @zikman631
    @zikman631 2 роки тому +1

    Bu Saocrebaa

  • @vasotetvadze1259
    @vasotetvadze1259 2 роки тому

    ვაუუ მაგარი ხარ ბუუ

  • @merikoob_
    @merikoob_ 2 роки тому

    Yoo❤️

  • @giorgivardiashvili2147
    @giorgivardiashvili2147 2 роки тому

    dalian miyvarxar

  • @mobgameplay5784
    @mobgameplay5784 2 роки тому

    Nomer Azin coment