🇬🇪 ლანა გუნაშაშვილი | “ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს”🤍 Lana Gunashashvili

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 12 вер 2024
  • #ლანაგუნაშაშვილი #lanagunashshvili #სიმღერა
    "აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
    მე კი თურმე სად დამღამებია,-
    შენ რომ გიყვარდა, - ის ქალი მე ვარ,
    შენ უიმედოდ არ გყვარებია.
    მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
    ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, -
    შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,
    მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
    თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
    მე უშენობის დაღი მატყვია;
    შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს -
    ვიცი, სხვა გული არ გინატრია.
    შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
    და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია;
    შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
    და ჩემს მეტს არვის გაუგონია.
    მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
    ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
    შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ, -
    მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე."
    ✍️ლექსი: მარი აბრამიშვილი

КОМЕНТАРІ • 2