American Conservative საქართველოზე სტატიას აქვეყნებს

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 19 тра 2024
  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შესახებ გამოცემა American Conservative ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის მიხედვით, „საქართველოს ხელისუფლება არაფრით ჰგავს კომუნისტურ დიქტატურებს, რომლებიც ფერადი რევოლუციებით დასრულდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სამართლიანად აირჩიეს 2012 წელს, შემდეგ უკვე 2016 წელს და კიდევ ერთხელ აირჩიეს მესამედ 2020 წელს - წერია სტატიაში. „ბრალდება, რომ აღნიშნული კანონი რუსეთის აგენტების კანონს ეფუძნება, ვერ უძლებს კრიტიკას.
    საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი გონივრულად მოითხოვს, რომ ნებისმიერი საჯარო სამსახური ან პოლიტიკური ორგანიზაცია დარეგისტრირდეს უცხოურ აგენტად, თუ მისი დაფინანსების მინიმუმ 20 პროცენტი მოდის საზღვარგარეთიდან, რაც არსებითად განსხვავდება რუსეთის კანონისგან. გამოცემის მიხედვით - არ ყოფილა რაიმე სერიოზული მსჯელობა იმაზე, თუ რატომ უნდა შეეძლოთ უცხოურ ორგანიზაციებს გავლენა მოახდინონ საქართველოს საშინაო საქმეებზე.
    დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკა იმის მიხედვით, შეესაბამება თუ არა ის დასავლეთის სასურველ პოლიტიკას, რომელიც ამავდროულად დემოკრატიის სიწმინდეზე საუბრობს და ინტერნაციონალისტი ლიბერალების ფარისევლობას ამხელს. როგორც ჩანს, ბრიუსელი და ვაშინგტონი იმედგაცრუებულნი არიან, რომ ქართველები აგრძელებენ „ქართული ოცნების“ არჩევას - წერია სტატიაში.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 3

  • @beqa8150
    @beqa8150 13 днів тому

    putinistebi kofilan esenico itkvian

  • @user-fm4nk6qn8p
    @user-fm4nk6qn8p 13 днів тому

    რავა შეაშფოთეთ ჩვენი ,,, მეგობრები,,, ჩვენ სიკეთეზე ფიქში რომ უთენდებათ და უღამდებათ