კლდისუბნის ეკლესია და რა შუაშია სიტყვა "ხიხოტი" ამ ადგილთან მიმართებაში

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 30 вер 2024
  • კლდისუბანი-ძველი თბილისის დასახხლება, კალის სამხრეთ ნაწილში, შეფენილია სოლოლაკის ქედის კლდოვან კალთაზე, აქედან მოდის მისი სახელწოდება კლდისუბანი.
    აქვე მდებარეობს 18 საუკუნის ისტორიულ დოკუმენტებში მოხსენიებული „კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია“ . ამ დოკუმენტის თანახმად აქ წმინდა გიორგის ნაწილები ინახებოდა. თუმცა დავით კარიჭაშვილის ცნობით, ეკლესია ჯერ კიდევ 1600 წელს ყოფილა აშენებული „ მწირისა ვინმე სომეხთა ბერისაგან“
    1735 წლის ვახუშტის გეგმაზე, ტაძრის დასავლეთით შესასვლელის წინ იდგა სამრეკლო.ჩრდილოეთ კედელში დატანებული იყო მცირე სარკმლის მაღლა ორენოვანი წარწერა, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მასზე თარიღიც ყოფილა დატანებული 1753 წელი.
    ამ ეკლესიას ზოგჯერ „ხიხოს ეკლესიადაც“ მოიხსენიებენ. თუმცა ვერ ვნახე ისტორიული პირველწყარო, სადაც ეკლესია ესე ყოფილიყოს მოხსენიებული, შესაძლოა ადგილობრივი მაცხოვრებლები ეძახდნენ.
    ხიხოს განმარტება იოსებ გრიშაშვილის „ქალაქური ლექსიკონის“მიხედვით შემდეგია: „გამოუსვლელი, უშნო კაცი“ , რომელიც არანაირად არ შეესაბამება ამ ადგილს, მეორე ვერსიით შესაძლოა სიტყვა ხიხო ხიხინთან იყოს კავშირში და ხმაურს ნიშნავდეს,რაც სინამდვილესთან უფრო ახლოს უნდა იყოს, რადგანაც ეკლესია კლდესთან მდებარეობს და ზემოდან ქვების ცვენის გამო, შესაძლოა ესეც მოეხსენიებინათ ეკლესია. მესამე ვერსია, რომელიც ვიდეოში არ ვახსენე, ვფიქრობ უფრო ჭეშმარიტი ვერსიაა: ხიხოტი ქართლურ კილოზე „მწირ, უნაყოფო“ ადგილს უნდა ნიშნავდეს, კდლისუბნის ეკლესიაც, ხომ უნაყოფო ადგილას დგას.

КОМЕНТАРІ •