თბილისის სიონი. ერთავიანი და ორთავიანი არწივების გამოსახულებები.( შალიკა სტუდიის რეპორტაჟი)

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 30 вер 2024
  • თბილისის სიონის ჩრდილოეთ ფასადზე, სადაც ვახტანგ მეექვსის დროინდელი 1710 წლით დათარიღებული წარწერაა, წარწერის ორივე მხარეს ვხდებით ერთთავიანი და ორთავიანი არწივების გამოსახულებებს.
    ორთავიანი არწივი პეტრე პირველის დროიდან, რუსეთის იმპერიის სიმბოლოა. საქართველოში ორთავიანი არწივის გამოსახულებას პირველად 1787-1789 წლებში გამოშვებულ ერეკლე მეორის დროინდელ ე.წ. "ნახევრად ბისტებზე" ვხდებით. 1783 წლის 24 ივლისში დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის 2 თვის თავზე, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის ძალითაც ქართ კახეთის მეფე ერეკლე მეორეს, ნება დაერთო მონეტებზე რუსეთის იმპერიის სიმბოლო ორთავიანი არწივი განეთავსებინათ, როგორც რუსეთის მფარველობის ქვეშ შემავალი სამეფოსი. 1787-1789 იჭრებოდა ე.წ. "ბისტები" და "ნახევრად ბისტები", რომელზეც მონეტის ნომინალი არ იყო დატანებული. მონეტის გამოშვების თარიღი მითითებული იყო ქართული წელთაღრიცხვით და ჰიჯრის წელთაღრიცხვით, ამასთანავე მეორე მხარეს წარწერა არაბულ ენაზე იყო დატანებული. შესაძლოა ერეკლეს გათვლა იყო, ის რომ ეს მონეტები მიმიქცევაში ყოფილიყო როგორც მუსლიმანურ ქვეყნებში, ისე რუსეთში და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ შემავალ ქვეყნებში. მონეტა ასევე ასახავდა ერეკლე მეორის პოლიტიკურ ვექტორულ ცვილელებასაც, თუმცა მდგომარეობა იცვლება 1795 წლის სექტემბერის მოველენების შემდეგ, როდესაც აღა მაჰმად ხანის ლაშქრით თბილისს დაეცა თავს, მანამდე თბილისში მდგარმა რუსეთის პოლკმა დატოვა თბილისი, აგვისტოში კი ერეკლე მეორე უშედეგოდ აწარმოებდა მოლაპარაკებას გუდოვიჩთან, რომლის ჯარიც ვლადიკავკაზთან იდგა. ქართ კახეთის მეფე ატყობინებდა გენერალ გუდოვიჩს სპარსთა მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და 1783 წლის ტრაქტატის პირობებს ახსენებდა, რუსები კი თავის მხრივ აიმედებდნენ მეფეს, რომ ესეთი თავდასხმა წარმოუდგენელია და ამასტანავე რუსეთის იმპერატრიცას ბრძანების გარეშე, ვერაფერს მოვიმოქმედებთო. ერთი წინადადებით, რუსებმა ქართ კახეთი გაწირეს.
    1795 წლის სექტემბერში აღა მაჰმად ხანის ჯარებმა თბილისი აიღეს და დაარბიეს, დაარბიეს სიონიც. სპარსელების წასვლის შემდეგ ერეკლე მეორე თბილისში ბრუნდება და იწყებს ქალაქის აღდგენას. რუსების ღალატით გულმოსული მეფე 1796 წელს უშვებს ახალ მონეტას, რომელზეც უკვე ერთავიანი არწივია გამოსახული და მარცხნივ იყურება. რუს ნუმიზმატებში არის ვერსია, რომ შესაძლოა ეს ფულის მოჭრის დროს დაშვებული შეცდომა იყოსო და არწივის მეორე თავი ცუდად ჩანსო, თუმცა სიმართლესთან უფრო ახლოს არიან, ის მეცნიერები, რომლებსაც აქვთ ვარაუდი, რომ რუსებზე გულმოსულმა ერეკლე მეორემ ერთავიანი არწივი გამოსახა, რომელიც სახით სამხრეთისკენ-სპარსეთისკენ იყურებაო.
    საინტერესოა რომ ერთავინი არწივის გამოსახულებიანი მონეტები, ძალიან ცოტაა შემორჩენილი და შესაძლოა ასევე თავის დროზე არც დიდი რაოდენობით გამოუშვეს.
    ეხლა რაც შეეხება ნუმიმატიკურ კავშირს, სიონის ეკლესიაზე გამოსახულ არწივებთან. შესაძლოა სიონის აღდგენის შემდეგ, ერეკლე მეფემ ერთავიანი არწივი გამოსახა და განათავსებინა ჩრდილოეთ ფასადზეც. ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი ვარაუდია. არწივებიც არ მიგვაჩნია ვახტანგ მეექვსის დროინდელელად და ჩვენი ფრთხილი ვარაუდით 1796 წლის სიონის აღგდენითი სამუშაოების დროინდელი შეიძლება იყოს.
    საკითხი საინტერესოა შესასწავლად და უფრო მეტი ლიტერატურის შესწავლის შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენი ვარაუდი ან დამტკიცდეს ან არ დადასტურდეს.
    შალიკა სტუდია და ვლასი ვაწაძე სპეციალურად თქვენთვის.

КОМЕНТАРІ • 3