იღბლის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში | ლელა ალიბეგაშვილი რუბრიკაში „რა სურთ ქალებს“

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 29 вер 2024
  • რამდენად მნიშვნელოვანია იღბალი ადამიანის ცხოვრებაში და სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩენა? - რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლელა ალიბეგაშვილი პირადი გამოცდილებით ნანა ლორთქიფანიძის რუბრიკაში #რასურთქალებს
    ეწვიეთ ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ საიტს
    www.imedi.ge/g...
    გადაცემის ოფიციალური Facebook გვერდი
    / imedisdghe
    © Teleimedi LLC 2023

КОМЕНТАРІ • 2

  • @ΠαναγιώτηςΔουρος-ω2θ
    @ΠαναγιώτηςΔουρος-ω2θ 7 місяців тому

    ქოცების ბანდა სულგაყიდული მონები

  • @IrinaNemsadze
    @IrinaNemsadze Рік тому

    არ მიმაჩნია სწორად ამ თემაზე გადაცემის გაკეთება. ზედმეტად გამოყოფა, ადამიანების ნიჭიერებად და უნიჭოებად დაყოფა, წარმატებულებად და წარუმატებლებად. ცოტა უხერხულია ასე საუბარი . აი ჩვენ აქ ყველა წარმატებულები ვართ და თქვენ იქ ვინც გვიყურებთ, თქვენს შორის არიან წარუმატებლები. არ არის ეს ლამაზი და რომ ამას ვერ გრძნობთ, ეს არის უტაქტობის და უკულტურობის ნიშანი. საერთოდ სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებას ახასიათებს ეს არაჯანსაღი შეჯიბრებითობა, სადაც ადამიანებს შეურაცხყოფენ, ბოროტი ცინიზმით ექცევიან, ზოგს კი გადამეტებული პათჰალიმობით ზედმეტად აქებენ, ვინც არ იმსახურებს ასეთ ქებას სინამდვილეში. უი რა კარგად გამოიყურები, რა ლამაზი ხარ და ამ დროს ეს ადამინი სულაც არ არის ლამაზი. ერთი სიტყვით სიყალბე და მლიქვნელობა ყოველგვარ საზღვარს გადასცდა. ახლა ვიცი რამხელა ამბავი ატყდება იმაზე, რომ მე ჩემი აზრი გამოვთქვი, აი ეს კიდევ სხვისი აზრის აუტანლობაა, ესეც კიდევ უკულტურობის მეორე ნიშანი და ა.შ. თქვენ იმის გამო, რომ ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე გამოდიხართ, უნდა გქონდეთ მეტი პასუხისმგებლობა, უნდა გაითვალისწინოთ ყოველთვის, როგორც კულტურულმა და განათლებულმა ხალხმა, რომ ამ ჩვენი საუბრით ვეცადოთ არავინ , არც ერთი ადამიანი არ გავანაწყენოთ, არ ვატკინოთ გული! მე თვითონ მიმაჩნია რომ ვარ წარმატებული ადამიანი. ჩემი მოსწავლეები, თითქმის ყველა ვინც მომყვება, საუკეთესოდ სწავლობენ და კარგი შედეგები აქვთ, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ თქვენ გიყურებდეთ ნაკლებად წარმატებული ადამიანი, ნაკლებად ნიჭიერი ადამიანი. რატომ უნდა ჩააყაროთ ადამიანებს ჭრილობაში მარილი?! აი ეს ტაქტი სამწუხაროდ ზოგჯერ არ არის გათვალისწინებული, თორემ ისე მე თქვენი გადაცემები უმეტესწილად მომწონს.