კიტრის მწნილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 28 вер 2024
  • დედას ვეძახი მწნილების დედოფალს😄ხოდააა მოამზადეთ აუცილებლად 🤤
    დაგვჭირდება :
    კიტრი
    ნიორი
    ნიახური
    ცერეცო
    პირშუშხას ფოთოლი
    ყვავილოვანი კამა,ან ხმელი მარცვლოვანი
    წითელი მწარე წიწაკა
    შავი პილპილის მარცვლები
    დაფნის ფოთელბი
    მარილი(1ლიტრზე 1 საშუალო სუფრის კოვზი)
    ძმრის ესენცია(1ლიტრზე 1 ჩ/კ)
    შაქარი (1ლიტრზე 1/2 ჩაის კოვზი)
    ადუღებული წყალი
    მე ვიყენებ ასპირინსაც და ვფიქრობ უმეტესობა იყენებს,მაგრამ უბრალოდ არ ამბობს ამიტომ ცოდვა გამხელილი ჯობს და ჯობს გაუკეთოთ რომ არ აფეთქდეთ 1ლიტრზე 1ც აბი 😁
    მომზადება👇🏼
    კიტრს დავასხამთ ოთახის ტემპერატურის წყალს და ვაჩერებთ 3 საათი,შემდეგ კარგად გავრეცხავთ,თავს და ბოლოს მოვაჭრით და ვალაგებთ ქილაში,ვამატებთ ნიახურს,მწვანილებს:ნიახურს,ცერეცოს და აყვავებულ კამას,ნიორს,პილპილის მარცვლებს,დაფნის ფოთოლს,პირშუშხას ფოთოლს და ვიმეორებთ ორჯერ იგივეს,შემდეგ ვამატებთ ადუღებულ წყალს კარგად გავავსებთ ქილას და ვაფარებთ თავზე,20 წუთის შემდეგ ვაქცევთ წყალს და ვაზავებთ:მარილით,შაქრით,ძმრის ესენციით და ასპირინსაც ვამატებ როგორც ვახსენე აღწერაში
    ვასხამთ კვლავ ადუღებულ წყალს და ვხუფავთ და ვფუთავთ 24 საათი
    შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას
    პ.ს ყველაფერს თვალის ზომით ვაკეთებთ ამიტომ კონკრეტულ რაოდენობას ნუ შემეკითხებით ☺️

КОМЕНТАРІ •