იოანეს სახარების დაწერის მიზეზი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 27 жов 2024

КОМЕНТАРІ • 9

  • @ბაადურნატროშვილი

    ახლა როგორც გინდა გაიმართლოთ თავი აღარ გაგივათ, აგერ სახარებაში სიმართლე გაგეპარათ რომ იესო ქრისტე განზრახ მოკალით და არა თქვენი ცოდვები იტვირთა და მაგის გამო ჯვარზე გაეკრა. გახსოვთ სახარებიდან მეძავი რომ მიუყვანეს და უთხრეს უნდა ჩავქოლოთ და თქვენ რას იტყვიო და ქრისტემ უპასუხა იმან ესროლოს და ჩაქოლოს ვინც უცოდელია და ყველანი უკან გაბრუნდნენ, განა იგივე არ მოხდა ქრისტეს ჯვარცმის დროს, თუ ბრალი დასდეს და ჯვარცმა გამოუტანეს იმას უნდა გაეკრა ჯვარზე ვინც უცოდელი იყო. ეს ერთი ხარვეზი და კიდევ მეორე ხარვეზი თქვენი სიმართლისა, როცა ერᲗი კაცი მივიდა ქრისტესთან და უთხრა, უფალო შემინდე ცოდვები რადგანაც ჩემს ძმას ცუდად მოვექეცი, იესო ქრისტემ კი უთხრა ჯერ შენს ძმასთან მიდი და პატიება სთხოვე, თუ იმან გაპატია მაშინ მეც გპატიებ, თუ არა და მე შენს ცოდვას ვერ ვიტვირთვავ და მის გამო ვერ დავისჯებიო. და რამოდენიმე დღეში ჯვარზე გაეკვრებოდა სხვის ცოდვებისთვის, თქვენ როგორ ფიქრობთ! კარგა დაგეგმილი მკვლელობა იყო იესო ქრისტეს ჯვარცმა, უკვე გაიგეს ცათა სასუფეველში ეს ყველაფერი, ის იგავი გამართლდა ბოროტ მევენახეებზე, ხარკს რომ არ უხდიდნენ ბატონს და ბოლოს მისი ერთადერთი ძეც მოკლეს, სანაცვლოდ რა მიიღე ისიც გეცოდინებათ, წაართვეს ვენახი და სხვას გადასცეს

    • @OrthosAlexandros
      @OrthosAlexandros 5 місяців тому +1

      და რა შუაშია ლუკას სახარების მე-12 თავში წარმოდგენილი ამბავი ცოდვის ტვირთვასთან, როცა კონტექსტი ეხება ანგარიან კაცს, რომელიც მაცხოვართან მხოლოდ სამოქალაქო საქმეების მოსაგვარებლად მიდის და არა იმისთვის, რათა მას შეუდგეს.
      მე მგონი, მაინც გარკვევით არის ნათქვამი, რომ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს (მათე 22:28).

    • @JakoB_777
      @JakoB_777  5 місяців тому +1

      ციტირება თქვენი კომენტარიდან: "აგერ სახარებაში სიმართლე გაგეპარათ რომ იესო ქრისტე განზრახ მოკალით და არა თქვენი ცოდვები იტვირთა და მაგის გამო ჯვარზე გაეკრა."
      არც არავინ დაობს, რომ ბოროტი განიზრახეს და მოკლეს - იცოდა ამის შესახებ ქრისტემ და ნებაყოფლობით იტვირთა სწორედ ეს ჯვარი, არ გაიქცა და სწორედ ასე აღასრულა ადამინთა გამოსყიდვა, რაც კარგად ჩანს ქვემოთ მოყვანილ მუხლებში!
      - ახლა კი კარგად მოუსმინეთ რას ამბობს სახარება ამის შესახებ:
      1- მათე 16:21-23 : "21 მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ვნებულიყო უხუცესებისა, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.
      22 ხოლო პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: „შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!“
      23 ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „გამშორდი, სატანავ! შენ ჩემი საცდური ხარ, რადგან ღმერთისაზე კი არ ფიქრობ, არამედ კაცისაზე.“
      2 - ლუკა 24:25-27 : "25 მან უთხრა მათ: „ოჰ, უგუნურნო და გულით მძიმენო, რომ ვერ ირწმუნეთ ის, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ!
      26 განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“
      27 და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს. "
      3 - ლუკა 24:44-47: "44 და უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში.“
      45 მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად
      46 და უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;
      47 მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ერში, იერუსალიმიდან დაწყებული.
      - ზემოთ მოყვანი მუხლებში, {და კიდე ბევრია ბიბლიაში} ძალიან კარგად ჩანს რომ, იესო ქრისტემ ძალიან კარგად იცოდა და ქონდა გააზრებული თუ რისთვის იყო მოსული და რას აკეთებდა - ამიტომაც იწოდება მესიად.

    • @ბაადურნატროშვილი
      @ბაადურნატროშვილი 5 місяців тому

      @@JakoB_777 არა მგონია რომ ეგ ყველაფერი სიმართლე იყოს რადგანაც ქრისტე არ მოსულა სამყაოს მართვის ცენტრში და მეც წამოვედი იქიდან რომ მოვძებნო და გავარკვიე თითქმის ყველაფერი სინამდვილე

    • @OrthosAlexandros
      @OrthosAlexandros 5 місяців тому +1

      @@ბაადურნატროშვილი ბოდიში, მაგრამ ქრისტე მოვიდა, როგორც უკანასკნელი ადამი პირველი ადამის მიერ დარღვეული მოწოდების აღსასრულებლად. ღმერთმა სამყარო თავის დასავანებლად შექმნა, ხოლო ადამიანი კი შექმნა როგორც თავისი ხატი და თანამშრომელი საღვთო დიდებით აღვსების საქმეში. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული, რომ ქმნილება ღვთის შვილთა დიდების გამოჩინებას მოელის, რადგან მხოლოდ ადამიანში და ადამიანის წყალობით არის, რომ ინარჩუნებს იგი ღმერთთან უწყვეტ კავშირს.
      ქრისტე მოვიდა, რათა დაზიანებული და კვდომაში მყოფი სამყარო ეზიარებინა საღვთო სიცოცხლეს და როგორც დიდ მღვდელმთავარს რიტუალურად გაეწმიდავებინა იგი. ძე კაცისა, რომლითაც ქრისტე ყოველ სახარებაში იხსენიება დანიელის წიგნზე ალუზიებით და მისი ციტირებით, სამღველმთავრო ტერმინია (მთლიანად იოანეს სახარება კი მოწმობის სავანის სტრუქტურას ასახავს, რათა სავანის ეზოში საკურთხეველზე შეწირავადი ტარიგებიდან გავიაროთ ყოველი სიწმინდე ამ სატაძრო სივრცისა და ბოლოს თვითონ საფლავიც კი გაიგივდეს წმიდათა წმიდასთან), რაკი მთელი ხილვა დანიელის მე-7 თავში მოწყობილია ლევიანთა მე-16 თავის განწმენდის დღის თანხამად (მღვდელმთავარი საკმევლის ღრუბლით მაღლდებოდა წმიდათა წმიდაში, ღვთის საყდრისკენ, როგორც ძე კაცისაა მომავალი ცის ღრუბლებზე ღვთის საყდრისკენ), ხოლო იმავე კონტექსტში, დანიელის მე-9 თავში, ცხებული მესიანური მღვდელმთავარია, რომ სცხებს წმიდათა წმიდას და დაფარავს ისრაელის უკეთურებებს და ცოდვებს. ქრისტეს ბაგეზე კი მუდამ დანიელი და 109-ე ფსალმუნი დგას, სადაც მესიანური მღვდელმთავარია (მღვდელმთავარი კი მთელს ერს ტვირთულობდა თავის მხრებზე და მკერდზე, რაც სიმბოლიზირებული იყო ეფოდის სამკერდულის 12 ძვირფას ქვასა და მის სამხრეთა ორ ონიქსის ქვაში, რომელთაგან თითოეულზე ამოწერილი იყო 6-6 სახელი ისრაელის 12 ტომის მიხედვით. ისრაელი კი თავის თავში 70 ისრაელის ძესაც მოიცავს, დაბადების მე-10 თავის 70 ერის შესაბამისს. ამრიგად, ისრაელი მინიატურული კაცთა მოდგმაა) აღწერილი, რომლის ფერხთქვეშაც დამორჩილდება ყოველივე, რაც ალუზიაა მე-8 ფსალმუნზე, სადაც ღმერთი ძე კაცისას ყოველივეს ფერხთ ქვეშ დაუმორჩილებს. იგივე ტერმინოლოგია ისრაელის მიმართაც გამოიყენება, რაკი ისრაელი იყო ადამური ერი, ეროვნული ადამი.

    • @OrthosAlexandros
      @OrthosAlexandros 5 місяців тому +1

      ​@@ბაადურნატროშვილი თვითონ ადამის ისტორია ისრაელის ისტორიას მოასწავებს ძველ აღთქმაში. ღმერთი ადამს შექმნის, მისცემს მორჩილებისა მცნებას და სამყაროს დამორჩილების ბრძანებას (იგივე სიტყვაა, რაც დაპყრობა), მაგრამ თავისი ცდუნებული ცოლის სიტყვას შეისმენს და დაეცემა, რის გამოც გადასახლდება ედემის ბაღიდან.
      ღმერთი ისრაელს შექმნის, მისცემს რჯულს და აღთქმული მიწის დამორჩილების/დაპყრობის ბრძანებას (რომლის მიზანიცაა, რომ "აღივსოს მთელი ქვეყანა ღვთის დიდებით" (რიცხვნი 14:21)), მაგრამ უცხოელი ცოლების სიტყვებს მოუსმენს და მათ ღმერთებს დაუწყებს სამსახურს და თაყვანისცემას, რის გამოც იგი გადასახლების გზას დაადგება. (მაგ. როგორც დაბადების წიგნია პირველი წიგნი თორაში და იწყება ადამზე თხრობით, ასევე იესო ნავეს ძის წიგნი, პირველი წიგნი ნაბიმში, ანუ საწინასწარმეტყველოში, იწყება იესოს, როგორც მოსეს მემკვიდრისა და ახალი მოსეს მოწოდებით, რომელსაც ებრძანება, რომ ქვეყანა დაუმკვიდროს ისრაელს და დაიპყროს იგი. მას ბაგეში რჯული და მცნება ჩაედება, რომლისგან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ უნდა გადაუხვიოს და მარადჟამს მასზე იფიქროს. იესო 18:1-ში იგივე იშვიათი სიტყვა გამოიყენება, რაც დაბადების 1-ში ადამის მიერ ქვეყნის დამორჩილების აღსანიშნავად. იესო ნავესის 18:1-10 იესო ნავესის წიგნის 13-24 თავების ქიასტური (რაც ტექსტის სიმეტრიულობას ნიშნავს. მაგ. ქალებ იეფუნეს ძისთვის და იესო ნავეს ძისთვის პირადი სამკვიდროს მინიჭება ურთიერთშესაბამისია. ასევე იესოს 14:1-5 და იესოს 21-ე თავი ლევიანთა ქალაქების კუთხით ისრაელიანთა სამკვიდროში) ცენტრია და აქცენტირებულია ცენტრალური საწმინდრის როლი და ისრაელი, როგორც ადამური ერი. მთლიანად იესო ნავეს ძის წიგნი შესაქმის კვირეულს იმეორებს. მეოთხე დღის სექციაში მზე და მთავრე ჩერდება. 13-21 თავები კი მეექვსე დღეს შეესაბამება - აქ დაიმკვიდრებს მინიატურული კაცთა მოდგმა მინიატურულ ქმნილებას).
      შესაბამისად, წმინდა წერილში ადამისა და ისრაელის მთელი მოწოდება კონცენტრირებულია მესიაზე, ერთპიროვან ისრაელზე, რომელიც იქნება ერთგული ადამი და არა მარტო გამოისყიდის ერს და კაცთა მოდგმას, არამედ ახალი აღთქმული მემკვიდრეობისკენ წარუძღვება მას, რომელიც ესაიას 65-66-ში იგივდება ახალ ცასთან და ახალ ქვეყანასთან (შდრ. დაბადება 1:1). გამოსყიდვას გარდაუვლად მოსდევს განდიდება და ფერისცვალება.
      შესაბამისად, ქრისტეს მესიანური მსახურება არა თქვენი პირადი განცდების საფუძველზე უნდა იქნეს გააზრებული, არამედ მთელი ბიბლიის კუმულაციური და ერთობლივი წაკითხვის შედეგად - როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმის ნიადაგზე.