● წელიწადის ყველა დროს

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 27 сер 2013
  • წელიწადის ყველა დროს,
    დღე-ღამეში ყოველ წამს,
    რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
    ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.
    წელიწადის ყველა დროს,
    დღე-ღამეში ყოველ წამს,
    რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
    ნუ დამიშლი ოღონდ სმას.
    წელიწადის ყველა დროს,
    დღე-ღამეში ყოველ წამს,
    რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
    ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.
    წელიწადის ყველა დროს
    დღე-ღამეში ყოველ წამს
    რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს
    მერე რა, რომ კოცნი სხვას!
    წელიწადის ყველა დროს,
    დღე-ღამეში ყოველ წამს,
    რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
    რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!
    წელიწადის არც ერთ დროს,
    დღე-ღამეში არც ერთ წამს,
    არაფერზე მეტყვი ხოს
    შენი მაინც მუდამ მწამს!
    ნიკო გომელაური
    • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭

КОМЕНТАРІ • 6