Sf-x - პირდაპირ საქართველოდან (REGGAE REMIX)

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 1 кві 2024
  • ტექსტი:
    [Intro]
    დღეს შენ ვიღაც ხარ
    ის გინახავდა შენ
    შენ რას ინახავ
    [Verse]
    ვიცი არსი მრწამსის ვიცი
    ფასი მშობლის და
    შთამომავალი ვარ ვისი ვიცი
    ყვარელში ილიასი მხვდება ჩანახატი
    და ათასი აზრი სხვიტორში აკაკი
    რუსთავში შოთას კალამს ვინ შეუდარებს
    ბოლნისში სულხან-საბას მოკითხვას უბარებს
    მსოფლიოს ყავდეს ყველას თავის დედოფალი
    ხოლო ჩემი დედოფალი მეფეა და ქალი
    თუ მემუქრებიან ნგრევით, მშვიდად ველი
    იღიმის ჩემში აღმაშენებელი
    თუ ვინმე ენას მართმევს, მოსულა ცუდ დროს
    მე არა, ჩემში ფარნავაზს გაესუბროს
    ცხრა შვილის დედა, და მანამდეც ქვრივი
    და მარაბდის ჟლეტა და არავინ ტირის
    ცხრავე სიკვდილს ხედავს, თავის მიწის ფასად
    შენც დამშვიდდი დედა, თუ შვილი წავა მსგავსად
    ქალი შიგნიდან ლამაზი, არაგველის სამოსით
    ძვირფასო ბიჭებთან ვარ, არაგველის სამასი
    ძვირფასო მოვალ გვიან, მანამდე ლექსს გიტოვებ
    მანამდე ვაჟა მქვია, ფშავში რომ ვიპოვე
    შენ ხომ გიყვარს ლექსი, იცი მისი ძალა
    შენ მეძახი მეფეს, ემოციებს რომ ვერ მალავ
    იქ სადაც იყო გალა, ნუთუ არ იციან
    თუ მეძახი მეფეს, ჩემი გვარი ტაბიძეა
    გამოვიღვიძე, აქ მახსოვს დამატრიალა
    ცისფერ ყანწელებს, რომ გავუსინჯე ფიალა
    და ეხლა რასაც გწერ აზრმა თავში რომ მომიარა
    თითქოს ვიღაც მკარნახობს აბა თავად კი არა

КОМЕНТАРІ • 2

  • @anri-chitidze
    @anri-chitidze 19 днів тому

    ❤❤❤🇬🇪🇬🇪🇬🇪

  • @jjjjj9991
    @jjjjj9991 2 місяці тому

    კაიაა