ტერმინი „ნართი“ ეპოსის გმირების საერთო სახელწოდებაა, რომლებიც თავისებურ დასს ქმნიან. ნართული ეპოსი მითოლოგიური მოტივებით მდიდარი საგმირო-სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებია. იგი კომპოზიციურად შეკრულ და მყარი სტრუქტურის მქონე მრავალსიუჟეტიან თხრობით ჟანრს წარმოადგენს, რომელიც პოეტური და პროზაული ტექსტებით გადმოგვცემს პერსონაჟთა საგმირო თავგადასავალს. ეპოსის ძირითად სიუჟეტურ ხაზს შეადგენს: გმირების დაბადება და წრთობა, ზეციურ არსებებთან ურთიერთობა და საზოგადოებაში ცივილიზაციის საწყისების შემოტანა, ბოროტ ძალებთან ბრძოლა და საცოლის მოტაცება, ღმერთთან დაპირისპირება და ბოლოს, გმირების დაღუპვა. ნართულ ეპოსში აისახა კავკასიაში მცხოვრები ხალხის ძირითადი მსოფლხედველობა: შეხედულებები გარესამყაროსა და ცხოვრებაზე, ადამიანის დანიშნულებასა და ცხოვრების საზრისზე, ღმერთთან ურთიერთობასა და გმირობის იდეალზე. ეპოსში ასახულია კავკასიის მთის ხალხთა ყოფა, ზნე-ჩვეულებები, ისტორიული, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალები. ნართების ეპოსი წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს ტრადიციული საზოგადოების ყოველდღიური ყოფის, მართვა-გამგეობის სოციალური სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ. ნართების ეპოსს ახასიათებენ გმირების უსაზღვრო სამყაროდ, რომელშიც ერთიანდებიან უმაღლესი ეთიკური და მორალური წესების დამცველი პიროვნებები, რომელთათვისაც უმთავრესია ადათი, წეს-ჩვეულება,ზნეობა და ქცევის ნორმა. ქცევის ნორმა, რომელსაც ყველაზე მეტად იცავენ და აქცევვენ ყურადღებას ოსურ ენაზე თავს იყრის სიტყვაში ёгъдау (აღდაუ!). ამ ძირიდან ნაწარმოები სახელი კი ёгъдауджын (აღდაუჯინ) ეპითეტია საუკეთესო, გამორჩეული და უმაღლესი ადამიანური (ზოგჯერ ზეადამიანური) თვისებებითა და ღირსებებით შემკული ადამიანისა. ნახასი - უწმინდესი ადგილი და ნართების სამსჯავრო - გადაწყვეტილებებს ნართების საზოგადოებაში საუკუნეობით ჩამოყალიბებული უმაღლესი ზნეობრივი ნორმების - აღდავის დაცვით იღებს. ნართი პერსონაჟების თავგადასავლში გვხვდება როგორც ტიპური ეპოზოდები - გმირის სასწაულებრივი შობა, წრთობა, სოციუმთან ზიარება, საგმირო საქმეები, საცოლის მოტაცება, აღზევება და სიკვდილი, ასევე ისეთი მოტივებიც, რომლებიც მხოლოდ ნართი გმირებისთვის არის დამახასიათებელი. თითოეული ეპიზოდი: გარდამტეხი მომენტი და განსაცდელი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გმირის მომავალ ცხოვრებაზე ნართების ეპოსი სიმღერისა და თხრობის სახით დასტურდება. ტექსტების ნაწილი მხოლოდ სიმღერით სრულდებოდა, რომელსაც ხალხი „ნართების სიმღერებს“ უწოდებს. ოსური ნართული ეპოსის იმ ტექსტებს, რომელსაც სიმღერით ასრულებდნენ „ნართული ქადაგები“ ჰქვია. თქმულებების დიდ ნაწილს პროზაულად, თხრობით გადმოსცემდნენ და ხალხი მათ „ნართების ამბებს“ უწოდებს. მოიძებნება ისეთი ტექსტებიც, რომლებშიც ნართების ამბავი შერეულად თხრობითა და სიმღერით გადმოიცემოდა. ნართულ ეპოსში ჩართულია სხვადასხვა სახის ლექს-სიმღერებიც. ვხვდებით სააკვნო, შრომის სიმღერებს, შაირებსა და შელოცვებს. ეპოსს ოდითგანვე ასრულებდნენ როგორც სიმღერით, ასევე პროზაულად და აღნიშნული გარემოება ეპოსის თავდაპირველ სინკრეტულ სახეზე მიუთითებს.ოსი ხალხი დღემდე მყარად იცავს ძველ ტრადიციას და ზრდის მასზე მომავალ თაობებს.
Brawo! Super 👌 👍 dance 🕺💃 🕺 🩰 👯♂️ 🕺 🩰 👯♀️ Acharuli Gandagana.
საუკეთესოები ბრავოო აი აკადემიურობაა ამას ქვია და პროფესიონალიზმი 🥰🇬🇪❤👏🏻👌
საუკეთესები🔥🔥🔥🔥
🌅 მიყვარხართ 💙
Mowkepili ❤️❤️❤️👌
💥💥💥❤❤❤
😍😍😎
В этом ансамбле есть Асетины?и какого это в %?
This is georgian asnamble "nartebi" and Georgian dance gandaga😂
რას ნიშნავს სიტყვა „ნართები“? როგორც ვიცი ჩრდ. კავკასიურ ეპოსის აღმნიშვნელი სიტყვაა.
ტერმინი „ნართი“ ეპოსის გმირების საერთო სახელწოდებაა, რომლებიც თავისებურ დასს ქმნიან. ნართული ეპოსი მითოლოგიური მოტივებით მდიდარი საგმირო-სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებია. იგი კომპოზიციურად შეკრულ და მყარი სტრუქტურის მქონე მრავალსიუჟეტიან თხრობით ჟანრს წარმოადგენს, რომელიც პოეტური და პროზაული ტექსტებით გადმოგვცემს პერსონაჟთა საგმირო თავგადასავალს.
ეპოსის ძირითად სიუჟეტურ ხაზს შეადგენს: გმირების დაბადება და წრთობა, ზეციურ არსებებთან ურთიერთობა და საზოგადოებაში ცივილიზაციის საწყისების შემოტანა, ბოროტ ძალებთან ბრძოლა და საცოლის მოტაცება, ღმერთთან დაპირისპირება და ბოლოს, გმირების დაღუპვა.
ნართულ ეპოსში აისახა კავკასიაში მცხოვრები ხალხის ძირითადი მსოფლხედველობა: შეხედულებები გარესამყაროსა და ცხოვრებაზე, ადამიანის დანიშნულებასა და ცხოვრების საზრისზე, ღმერთთან ურთიერთობასა და გმირობის იდეალზე. ეპოსში ასახულია კავკასიის მთის ხალხთა ყოფა, ზნე-ჩვეულებები, ისტორიული, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალები.
ნართების ეპოსი წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს ტრადიციული საზოგადოების ყოველდღიური ყოფის, მართვა-გამგეობის სოციალური სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ.
ნართების ეპოსს ახასიათებენ გმირების უსაზღვრო სამყაროდ, რომელშიც ერთიანდებიან უმაღლესი ეთიკური და მორალური წესების დამცველი პიროვნებები, რომელთათვისაც უმთავრესია ადათი, წეს-ჩვეულება,ზნეობა და ქცევის ნორმა.
ქცევის ნორმა, რომელსაც ყველაზე მეტად იცავენ და აქცევვენ ყურადღებას ოსურ ენაზე თავს იყრის სიტყვაში ёгъдау (აღდაუ!). ამ ძირიდან ნაწარმოები სახელი კი ёгъдауджын (აღდაუჯინ) ეპითეტია საუკეთესო, გამორჩეული და უმაღლესი ადამიანური (ზოგჯერ ზეადამიანური) თვისებებითა და ღირსებებით შემკული ადამიანისა. ნახასი - უწმინდესი ადგილი და ნართების სამსჯავრო - გადაწყვეტილებებს ნართების საზოგადოებაში საუკუნეობით ჩამოყალიბებული უმაღლესი ზნეობრივი ნორმების - აღდავის დაცვით იღებს.
ნართი პერსონაჟების თავგადასავლში გვხვდება როგორც ტიპური ეპოზოდები - გმირის სასწაულებრივი შობა, წრთობა, სოციუმთან ზიარება, საგმირო საქმეები, საცოლის მოტაცება, აღზევება და სიკვდილი, ასევე ისეთი მოტივებიც, რომლებიც მხოლოდ ნართი გმირებისთვის არის დამახასიათებელი. თითოეული ეპიზოდი: გარდამტეხი მომენტი და განსაცდელი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გმირის მომავალ ცხოვრებაზე
ნართების ეპოსი სიმღერისა და თხრობის სახით დასტურდება. ტექსტების ნაწილი მხოლოდ სიმღერით სრულდებოდა, რომელსაც ხალხი „ნართების სიმღერებს“ უწოდებს. ოსური ნართული ეპოსის იმ ტექსტებს, რომელსაც სიმღერით ასრულებდნენ „ნართული ქადაგები“ ჰქვია. თქმულებების დიდ ნაწილს პროზაულად, თხრობით გადმოსცემდნენ და ხალხი მათ „ნართების ამბებს“ უწოდებს. მოიძებნება ისეთი ტექსტებიც, რომლებშიც ნართების ამბავი შერეულად თხრობითა და სიმღერით გადმოიცემოდა.
ნართულ ეპოსში ჩართულია სხვადასხვა სახის ლექს-სიმღერებიც. ვხვდებით სააკვნო, შრომის სიმღერებს, შაირებსა და შელოცვებს. ეპოსს ოდითგანვე ასრულებდნენ როგორც სიმღერით, ასევე პროზაულად და აღნიშნული გარემოება ეპოსის თავდაპირველ სინკრეტულ სახეზე მიუთითებს.ოსი ხალხი დღემდე მყარად იცავს ძველ ტრადიციას და ზრდის მასზე მომავალ თაობებს.
@@nartebiensemble მადლობა ყურადღებისთვის. გისურვებთ წარმატებებს.
☝☝☝Нарт на асетинском языее згпчит Наш огонь, наше пламя.На арт.☝Это индоарийский культ.Асетинский.
@@vladikavkazalania1889did you understand some word?😂😂😂🐷🐷🐷🐷
@@vladikavkazalania1889this is georgian dance 🇬🇪🇬🇪
😍😍😍