შენ გაირყვნები... აშკარა არი... ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად. შენი სხეული ნაქანდაკარი, ხელიდან ხელში წავა ფარულად. შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა, მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა... შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად, როგორც არავინ გარყვნილა ჯერა! შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი, დაგეწურება მკერდი მტევნებად - და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი, სიძვა მრუშება, აგედევნება. მოგენატრება ეს სიყმაწვილე, როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად, და იტყვი: "რისთვის დავანაწილე მე სიყვარული ხარისხეულად! რა მომელოდა და რა დამარქვეს! ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები? სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს, რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?" მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ, სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს - მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს. არც ჩამოკრული, არც საყვედური, მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები. მე, ბედნიერი და უბედური - წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები. გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ, მომიახლოვდი... მომეცი ხელი... თუ პირველობა მე არ მაღირსე, ვიქნები მაინც უკანასკნელი...
ეს კაცი უკანასკნელი იყო ვისაც თბილისი ესე უყვარდა ; რა ვქნა ყველა მის ლექს ვგრძნობ რომ თბილისს უძღვნიდა ..
გრიშაშვილი გენიოსი იყო! ❤🎉
aaraa ara )) apuchebs es kaci am leqss. sul sxva emociaa.
aman pasuxi waikitxos sjobs :)
შენ გაირყვნები... აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი,
ხელიდან ხელში წავა ფარულად.
შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...
შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!
შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,
დაგეწურება მკერდი მტევნებად -
და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი,
სიძვა მრუშება, აგედევნება.
მოგენატრება ეს სიყმაწვილე,
როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,
და იტყვი: "რისთვის დავანაწილე
მე სიყვარული ხარისხეულად!
რა მომელოდა და რა დამარქვეს!
ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?
სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს,
რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?"
მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ,
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს -
მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.
არც ჩამოკრული, არც საყვედური,
მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.
მე, ბედნიერი და უბედური -
წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.
გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,
მომიახლოვდი... მომეცი ხელი...
თუ პირველობა მე არ მაღირსე,
ვიქნები მაინც უკანასკნელი...
ჩემი საყვარელი ლექსია!
ძალიან მიყვარს!
ამ ლექსს გიორგი კაჭახიძე კითხულობს იდეალურად
პასუხი მარინჯანისა სად არის?❤
❤
shesanishnavia...xarabadze martla ver kitxulobs kargad:((
ვინ არის ეს რა საშინლად წაიკითხა ეს არაჩვეულებრივი ლექსი. მთქმელი არავინ ყავს რომ არ გამოსდის ლექსის წაკითხვა.დაანებე თავი ნუ "სპობ" ისტორიას.
არ შეიძლება რო ყველაფერს მიეკაროს ეს კაცი ვაახ. სხვანაირად წასაკითხი ლექსია . ასე არ შეიძლება
ვინ კითხულობს?
Raiyo too gagaupatiures 😂😂