ზ.ბუდაღაშვილი - "ვოლიერი"

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 14 січ 2025

КОМЕНТАРІ • 26

  • @madamfiso
    @madamfiso 2 роки тому

    ძალიან მომწონს შენი გულიდან მოსროლილი ლექსები, მეტ გამომწერს იმსახურებ 💚

  • @zuraspec4695
    @zuraspec4695  6 років тому +29

    ხელის გულზეა ყველაფერი !
    აი ფანჯრები.
    ტრასებაფცქვნილი გამზირებით,
    სახლიდან გაპარული ბავშვებით,
    მამები გინებით რომ ამცირებენ.
    ქვეყანა,
    ანდა უფრო
    ქვეყნისმაგვარი...
    ტელევიზორებთან ჩაძინებული მშობლებით,
    მუხათგვერდნანახი ობლებით,
    დაცარიელებული სოფლებით...
    ღამეა
    მორგან,
    უკუნეთი...
    შენც ჩემნაირად გეპარება ხმაში ბზარები.
    პირს ნუ გააღებ, აქ მაინც არ გაზიარებენ.
    მაგრად დაემხნენ და სლუკუნებენ.
    ესენი რასაც კლავენ უკვდავია!
    მე ვიცნობ ჩემნაირთა მაძიებლებს,
    ვისაც სწორი კურსი უკავიათ
    როცა გვაციებენ...
    როცა ვხურდებით და გვაციებენ.
    როცა ვხურდებით და...
    სროლაა,
    ამჯერად საზეიმო.
    ქუჩა - ბავშვებით და პიროტექნიკებით,
    დაბადებიდანვე ასე იყო,
    სადაც არ გველიან - ვერც ვიქნებით !
    და ძინავს,
    ძინავს
    არხეინად
    ბრმა
    მეგაპოლისს...
    გარდატეხის ასაკში, ხერხემალში
    გადამტვრეული თაობით.
    მეზობლებს ჭორაობა გაუბამთ,
    ხელიდან წასულებზე იცინიან.
    ვინც ამ ქვეყანაში ვერ გაჩერდა
    "აზული უარესი სიმსივნეა"
    ამბობენ გულებში და დარდიანათ,
    თითებს ჯიბეებში ჩაუყოფენ,
    "დეილი მეილი" და "გარდიანი"
    წერს, რომ ძველებურად "ჩაუქობენ"
    დიდი კავკაიის ძველი ერი.
    აქ კი არაფერი გამოცვლილა,
    ახალი ნარკოტიკის პრემიერა
    ქალები - საკვერცხეებამოცლილი.
    ნერვებს ძველებურად ვემტერები,
    ღია ფანჯრებით და ნიკოტინით.
    ზოგს რა გულიანად გემღერებათ
    რა დროს სიმღერაა - იხროტინეთ !
    ბერები ისევ წარღვნას იქადნიან,
    თერთმეტლარიანი კელაპტრებით.
    ათიდან, ცხრანახევარს გიკადრიათ
    მე რომ მჭირდებით და, ყველა ქრებით.
    დიდი არაფერი - ნახირია.
    ნახევარქათმებით და ცალტვინებით,
    დამოუკიდებლობას გაჰკივიან
    "მარჯანჯა" - პუგაჩოვა-გალკინები.
    დიდი ჭაობით და ირონიით,
    კედელზე დაობდნენ და
    მირონია
    თითქოს ამ ხატების სარწყავები
    შენ რაღა გაქვითინებს სიდონია?!
    ხამსასაც აღარ ატყავებენ
    ერთ დროს თავმომწონე მოხუცები,
    ჭამენ ძვლიანად და ფარფლიანად
    გვერდიგვერდ, ჩიხლაძე და არღვლიანი.
    და ისევ ძინავს...
    ისევ ძინავს,
    ბრმა
    მეგაპოლისს
    უსიყვარულოდ გაჩენილი ნახევრადანგელოზებით.
    სიყვარულით მოკლული ცოლებით,
    ღალატით შენარჩუნებული ოჯახებით,
    და ბევრად უარესად (გაცილებით...)
    როცა განჯღრევენ
    და ბაცილები,
    ხრავენ ღამეებს და
    ფიასკოა...
    პანთეონიდან - პაიჭაძე
    გარეთ ვისაც ტოვებ იესოა !
    აფიშა, როგორც გაცნეს გლამურული.
    (ჩვიდმეტს მიღწეული ამორძალი)
    პირგახუნებული და გამურული,
    არაბს დოლარი რომ გამოსძალა.
    რაღა პაიჭაძე - "BASSIANI"
    თასი
    გასიებულ
    გვარდიელებს,
    მუჭით სინთეტიკა - საზიანო,
    კედელზე - მესი და გვარდიოლა.
    ზედოზირებული სახეები,
    ნარწყევში სტუდენტია მწოლიარე.
    ტაქსებზე ძირითადად კახელები,
    ქვეყანა - ერთი დიდი ვოლიერი !

    • @კალამაგალიკაცია
      @კალამაგალიკაცია 12 днів тому

      1:34 1:36 1:36 1:36 1:37 1:40 1:40 1:41 1:41 1:41 1:41 1:42 1:42 1:42 1:43 1:43 1:43 1:43 1:44 1:44 1:45 1:45 1:45 1:46 1:47 1:47 1:48 1:48 1:48 1:49 1:49 1:49 1:49 1:50 1:50 1:50 1:50 1:51 1:51 1:51 1:51 1:51 1:52 1:52 1:52 1:52 1:53 1:53 1:53 1:53 1:54 1:54 1:54 1:55 1:55 1:55 1:55 1:56 1:56 1:56 1:56 1:57 1:57 1:57 1:57 1:58 1:58 1:58 1:58 1:58 1:59 1:59 1:59

  • @ninigvilava8357
    @ninigvilava8357 6 років тому +5

    შენი სამყარო სულ სხვა ფერია..შენებურად ძლიერად დანახული და ეს არ გავს ყოველდღიურობაში დაკარგულ ბრბოთა როკვას.აი რატომ მომწონს ეს

  • @mertsia
    @mertsia 4 роки тому

    საშინლად მტკივნეულ რეალობაში ვცხოვრობთ. როგორი რთულია უყურებდე ამ რეალობას და იყო ბედნიერი. ზურა, წარმატებები, თქვენნაირი ხალხი მაბედნიერებს ✊

  • @mariamkartveli8322
    @mariamkartveli8322 4 роки тому

    zura gedzeeeb sad daikargeee iqneb gamomexmauroo

  • @Buggy-e3s
    @Buggy-e3s Рік тому

    გენიალური❤

  • @ქეთანოზაძე
    @ქეთანოზაძე 6 років тому +2

    ძალიან მაგარი ხარ !!!

  • @lawilet7724
    @lawilet7724 2 роки тому

    hebeeeeeeeeeeeeee :)))))

  • @gvantsalemonjava8517
    @gvantsalemonjava8517 5 років тому +5

    ჯანდაბა, გამიასკეცდა სულში კაწვრა ტკივილის.

  • @lashamaisuradze5450
    @lashamaisuradze5450 5 років тому

    zhaan magaria

  • @Chupapimunanioo
    @Chupapimunanioo 6 років тому +1

    ასწორებს შენი მოსმენა

  • @sopotsurtsumia3194
    @sopotsurtsumia3194 3 роки тому

    ❤️

  • @დუშაში
    @დუშაში 5 років тому +4

    მუსიკის ლინკი დაწერეთ რა თუ იცით^^

  • @ზინაჭკადუა
    @ზინაჭკადუა 7 місяців тому

    საქართველოს უAXლოეს ისტორიაში ჩადენილი დანაშაულებები 🗡️🔪 და ბიბლიური ისტორიები და მოვლენები,, უკანასკნელი დღეების, საიდუმლო გასაღებია!* ,,ომი და მშვიდობა.*. __ რას ნიშნავს: სოლომონ ბრძენის იგავი 28: 1_2.* როდესაც ქვე ყანა ცოდვაშია ჩაფლული,__ მთავრები Xშირად იცვლებიან. გამჭრიაXი კაცის წყალობით,რომელმაც იცის ,რა არის სწორი, მთავარი დიდXანს დარჩება .* = B+ მა თეს 5: 32_33_34_35_36_37_38_39_40_41_42_43_44_45_46_47_48; რას ნიშნავს: სოლომონის იგავიდან 28:1_28;__ ?! A= დაწერილია: დან იობის 19: 1__25_26_27_28_29;,, უფლის სასწორი* = B+ იოანეს 19: იესოს ჯვარცმა*1__24; ,,იესოს დედა მარიამი* 25_26_27; ,,იესომ განუტევა სიცოცXლის სული* 28_29_30_31_32_33_34_35_36_37; ,,იეSOS გვა მის დაკრძალვა AXალ სამარXში.* 38_39_40_41_42; ,, უფლის სასწორი* ,,ელი! ელი ! ლავა საბაქთანი?! ეს არის, იესოს ჯვარცმის საიდუმლო გასაღები* რომელიც,იობმა წარღვნამდე განაცXადა* იობის 19: 25,, კარგად ვიცი, რომ ცოცXალია ჩემი გამომსყიდველი, ის ჩემს შემდეგ მოვა და მიწაზე აღსდგება, უკანასკნელ დღეს* 26_27_28_29; ,, უფლის სასწორზე აიწონება ჩემი ძვლები* იობის ანდერძი დან, ჩვენი სულიერების უფლის, იესო, ქრისტED წოდებულის ანდეძამდე გასავლელი გზა*. ,, უფლის სასწორი* ,,ელი! ელი! ლავა საბაქთანი?! ორ საღამოს შორის წამოჭრილი საკამათო საკითXები დღეს, მთელ დედამიწაზე მიმდინარეობს!* იესოს ჯვარცმამდე გაცXადებული ჭეშმარიტებA და ქრისტეშობიდან, დღემდე გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ, იესოს ვენური სისXლის საიდუმლო ჩანაწერების არQივიდან გაცXადებულ ჭეშმარიტებას,, ალფა და ომეგა*ეწოდება, ღმერთის ენით* ,, აისიდან, დაისამდე, მზის ☀️ ამოსვლიდან, მზის ☀️ ჩასვლამდე, დასაწყისი დან, დასასრულამდე გაცXადებულ ჭეშმარიტებას,, ალფა და ომეგა*ეწოდება, ღმერთის ენით* ამას ნიშნავს: იესოს ვენური სისXლის საიდუმლო ჩანაწერების არQივიდან გაცXადებულ ჭეშმარიტებას,, ალფა და ომეგა*ეწოდება, ღმერთის ენით* იესოს მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, მესამე დღეს!* A= დაწერილია: დან იოანეს 20: ,, ცარიელი სამარXი* 1__31; = B+ იოანეს 21: ,,იესო ეცXადება თავის შვიდ მოწაფეს ტიბერიის ზღვაზე* მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდგომ და, დროში მოგზაური მეXსიერების ბარათებით გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ, ესაუბრა მათ* 1_25; ამას ნიშნავს: იესოს ჯვარცმის საიდუმლო გასაღები!* აისიდან, დაისამდე, მზის ☀️ ამოსვლიდან, მზის ☀️ ჩასვლამდე, დასაწყისი დან, დასასრულამდე, გაცXადებულ ჭეშმარიტებას,, ალფა და ომეგა*ეწოდება, ღმერთის ენით* როგორ შეაXსენა იესომ,თავის მოწაფეებს თავი?! იგივე, სიტყვები,,გაუმეორა*_ რასაც ჯვარცმამდე გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ,ეუბნებოდა და ეკითXებოდა მათ. ვინ,ამოიცნო პირველად იესო თავის მოწაფეთაგან?! ,,მე Xომ არა უფალო?*. _ იესოს საყვარელი მოწაფე, იოანე ღვთისმეტყველმა* ამოიცნო იესო პირველად, ტიბერიის ზღვაზე* თავის შვიდ მოწაფეთაგან* ,,ეს უფალია!*.A= დაწერილია : დან იოანეს 21: ,,იესო ეცXადება თავის შვიდ მოწაფეს ტიბერიის ზღვაზე.* 1_2_3_4_5_6_7. როდესაც იესოს საყვარელმა მოწაფემ, იოანემ ამოიცნო იესო,პეტრეს უთXრა: ,,ეს უფალია!* პეტრემ, როგორც კი გაიგონა : ,,ეს უფალია!* ო, დაავლო Xელი მოსასXამს, რადგან შიშველი იყო, ტანზე შემოიXვია და ზღვაში გადაეშვა.* 8_9_10_11_12_13_14; ,, სამჯერ ეკითება იესო, პეტრეს: ,,გიყვარვარ?*( ლუკას 22:31_32_33_34;). 15_16_17_18_19; ,,შენ*__ მე მომყევი.* 20_21_22_23; ,, ჭეშმარიტი დამოწმება მოწაფისა.* 24_25;

  • @aniiugrekhelidze9690
    @aniiugrekhelidze9690 2 роки тому

    მუსიკის ლინკი არავინ იცით? :/

  • @kryapi2591
    @kryapi2591 6 років тому

    :)) სულ ყველა

  • @gagaqajaia7471
    @gagaqajaia7471 6 років тому +1

    3:45 წუთში ნათქვამი მწარე რეალობა .:*

  • @Giorgios.M4
    @Giorgios.M4 5 років тому

    Musika aravin icit rogor vnaxo?

    • @muzA.a.
      @muzA.a. 4 роки тому

      eminem - marshall mathers

  • @marikaishkhanova6511
    @marikaishkhanova6511 6 років тому +1

    ზვიად რატიანს ჰგავს თითქოს

  • @VirginijaGedžiuvienė
    @VirginijaGedžiuvienė 4 роки тому

    ლექსს ვინ კითხულობს?

    • @davitnaskidashvili7904
      @davitnaskidashvili7904 4 роки тому

      ზურა ბუდაღაშვილი

    • @BLACKCAT-ue5pw
      @BLACKCAT-ue5pw 4 роки тому

      თეია კვაშილავა ვის ლექსიცაა და ვისი არხიც, ის კითხულობს.

  • @gionanobashvili6649
    @gionanobashvili6649 6 років тому +1

    გიჟი ხარ??!!სხვაგან ხარ შენ სხვა სამყაროში 😣😣