მთაწმინდელის გუნდი - ბედინერა/ Bedinera/ Studio Georgian Chant

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 1 жов 2024
  • 2016/2017 სასწავლო წელს ფონდი „ქართული გალობის" და ფონდის გენერალური დირექტორის, ქ-ნ ნანა გოთუას პირადი შემოწირულობით უნივერსიტეტს გადაეცა მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია.
    სტუდია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის გერმანულ-ამერიკული აპარატურით.
    სტუდიამ გამოსცა „გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ 2 დისკი.
    2017 წელს მისი მოძრავი სტუდიით განხორციელდა სხვადასხვა რეგიონალური ანსამბლის ჩაწერა, სადაც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ახალი სიმღერები იყო შესწავლილი.
    2018 წელს გალობის უნივერსიტეტის ხმის ჩამწერ სტუდიაში, აშშ-ში მოღვაწე წარმატებული პიანისტის და კომპოზიტორის, Berklee Collage of Music-ის და Manhattan School of Music-ის მაგისტრის გიორგი მიქაძის აუდიოალბომის ჩაწერა განხორციელდა.
    2019 წელს მოძრავი სტუდიით განხორციელდა ექსპედიცია გერმანელ აკადემიკოს Frank Scherbaum-თან ერთად მაღალმთიან აჭარაში, სადაც ჩაიწერა 5 ხეობის ფოლკლორული ნიმუშები. მომავალში დაგეგმილია ამ ნიმუშების სასწავლო დისკებად გამოცემა.
    სტუდია „ქართული გალობა“ მზადაა მოემსახუროს ნებისმიერ საეკლესიო თუ ფოლკლორულ გუნდს, როგორც სტუდიის შიგნით, ისე სტუდიის გარეთ (მოძრავი სტუდიით).

КОМЕНТАРІ •