მამა გაბრიელი (არქიმანდრიტი, აღმსარებელი-სალოსი)

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 12 вер 2024
  • დაბადების თარიღი: 26 აგვისტო, 1929
    გარდაცვ. თარიღი: 2 ნოემბერი, 1995 (66 წლის ასაკში)

    მამა გაბრიელი დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში, წმიდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე იყო. მამა ადრე დაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ. დედა - შემოდგომში მონაზონი ანა, გარდაიცვალა 2000 წლის 26 აპრილს, ვნების კვირაში. დაკრძალულია წმიდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში. ძმა ადრევე გარდაცვლილა. ჰყავს ორი და. სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში 6 წელი. მეზობელი ჟენია ქობელაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას: „ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში, არ მახსოვს მასწავლებელს მისთვის შენიშვნა მიეცა, დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას. მისი ერთადერთი გართობა ეს იყო. რომელი დღეები არ ვიცი, მაგრამ კარგად მახსოვს, ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა. შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა. ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა, მუდმივად ტოვებდა საჭმელს“.
    ბავშვობაში მეზობლების ჩხუბს შეესწრო; ერთმა ქალმა უთხრა მეორეს, რა ჯვარზე მაცვი ქრისტესავითო.
    გაკვირვებულმა ვასიკომ იკითხა - რატომ აცვეს ქრისტე ჯვარსო? პასუხი ვერავინ გასცა, უთხრეს ეკლესიაში წასულიყო. სამწუხაროდ, ისიც დაკეტილი დახვდა. ყარაულმა ურჩია წაეკითხა ქრისტეს ისტორია. ამის შემდეგ დაიწყო ფულის შეგროვება და ღვთის წყალობით შეიძინა წიგნი, რომლითაც ქრისტეს ცხოვრებას გაეცნო.
    ღვთისაგან ბოძებული სულიერება ბავშვობიდანვე უსწრებდა წინ მის ფიზიკურ ზრდას. ამიტომაც საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოეყო ოჯახს, ეზოში თავისი ხელით ააშენა სენაკი ალიზით, ისე პატარა, მხოლოდ თვითონ რომ შეძლებდა დაძინებას და იქ გადავიდა საცხოვრებლად. შიგ სარეცელიც კი არ ედგა. დედას შეეცოდა და მის დაუკითხავად იმ დროს შეიტანა ბალიში, როცა თვითონ სენაკში არ იმყოფებოდა. მოვიდა თუ არა, ბალიში ნაჯახით აკუწა და განრისხებულმა თქვა: „როგორ გაბედე ბერის სენაკში უნებართვოდ შესვლა, უფალი ჩვენი - იესო ქრისტე იმდენად ღარიბი იყო, თავის მისადრეკელიც კი არ ჰქონდა“.

    #გაბრიელი #მამაგაბრიელი #სალოსი

КОМЕНТАРІ • 3