ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 18 жов 2024
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. პროექტის შესაბამისად აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, რომელიც გათვლილია 90 ბავშვზე. სამუშაოები 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის თებერვალში დასრულდა
    პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა, მისმა ღირებულებამ 1.9 მილიონი ლარი შეადგინა.
    2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის. 2021 წელს კი დამატებით გაგრძელდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7 020 ბავშვისთვის.
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას, რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს კი 100 სკოლაში ახორციელებს. 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად 16 000 მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორი ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია

КОМЕНТАРІ •