პრიორიტეტის ნიშნები (ბილეთების განხილვა) ვიდეოგაკვეთილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 13 сер 2021
  • პრიორიტეტის ნიშნები ადგენენ გზაჯვარედინის, სავალი ნაწილის გადაკვეთის, ან გზის ვიწრო მონაკვეთის გავლის რიგითობას.
    თითქმის ყველა პრიორიტეტის ნიშანს დამახასიათებელი განსხვავებული ფორმა აქვს იმ მიზნით, რომ მისი აღქმა მოხდეს საპირისპირო მხრიდანაც. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
    პრიორიტეტის ნიშანს ,,მთავარი გზა“ რომბის ფორმა აქვს. თეთრ ფონზე უფრო მცირე ზომის ყვითელი რომბია გამოსახული.
    პრიორიტეტის ნიშანი იდგმება გზის იმ მონაკვეთის დასაწყისში საიდანაც ის იძენს მთავარი გზის სტატუსს,
    ანუ თუ გზა ამ ადგილიდან იძენს მთავარი გზის სტატუსს შესაბამისად ნიშანიც დაიდგმება ამ ადგილზე
    ნიშანი მეორდება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ და მძღოლს ანიჭებს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობას.
    თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზის მიმართულება იცვლება, მაშინ ნიშნის ქვეშ იდგმება დამატებითი ინფორმაციის დაფა, რომელიც მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას.
    პრიორიტეტის ნიშანი მთავარი გზის დასასრული, მთავარი გზის აღმნიშვნელი პრიორიტეტის ნიშნის იდენტურია, მხოლოდ დამატებული აქვს დიაგონალური ზოლები, იგი იდგმება გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს.
    ანუ ანუ თუ ნიშანი დაიდგმება ამ ადგილზე შესაბამისად ამ ადგილიდან გზა დაკარგავს მთავარი გზის სტატუსს. და გამოვა რომ მოცემულ გზას მთავარი გზის სტატუსი ექნება გზის ამ მონაკვეთში.
    პრიორიტეტის ნიშანს დაუთმე გზა, ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმა აქვს, თეთრი ფერის არის და გარშემო წითელი არშია აქვს შემოვლებული, ხოლო სამკუთხედის ერთო წვერი ყოველთვის ქვემოთ არის მიმართული.
    ნიშანი მძღოლს აფრთხილებს რომ გადამკვეთ ქუჩაზე მოძრავ ტრანსპორტს მინიჭებული აქვს გავლის უპირატესობა და მძღოლი ვალდებულია დაუთმოს გზა, ყველა სატრანსპორტო საშუალებას რომელიც მოძრაობს გადამკვეთ გზაზე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც არის იგი დადგმული.
    ანუ, თუ ნიშანი დგას სავალი ნაწილების ამ გადაკვეთის წინ ასეთ შემთხვევაში მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ამ გადაკვეთაზე.
    თუ გზაჯვარედინის წინ დგას მოცემული ნიშანი შესაბამისად გადამკვეთ გზაზე იდმება მთავარი გზის მაჩვენებელი პრიორიტეტის ნიშანი.
    პრიორიტეტის ნიშანს მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია რვაკუთხედის ფორმა აქვს, წითელ ფონზე თეთრი ფერის წარწერით. ნიშანი უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად, ასევე ავალდებულებს მას გზა დაუთმოს გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ. ნიშანი ასევე იდგმება რკინიგზის გადასასვლელის წინ. ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის -უშუალოდ ნიშნის წინ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც არის იგი დადგმული.
    პრიორიტეტის ნიშანი ,,შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა“ იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ, ნიშანი უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას და მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას.
    პრიორიტეტის ნიშანი ,,უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან“ ასევე იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ და ანიჭებს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე გავლის უპირატესობას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.
    ყველა ბილეთის სანახავად გადადით ლინკზე / @kakhabertkemaladze1765
    შეკითხვები შეგიძლიათ მომწეროთ info@sonya.ge

КОМЕНТАРІ • 16

  • @iwni2247
    @iwni2247 2 роки тому +3

    მადლობა დიდი! ძალიან დამეხმარა თეორიული გამოცდის ჩაბარებაში 👍

  • @MUSHVAN1999
    @MUSHVAN1999 2 роки тому +1

    ძაან მაგრად ხსნი..
    მადლობა დიდი, უფრო მეტ გაკვეთილებს ველოდებით❤❤❤

  • @ekaterinepopiashvili5727
    @ekaterinepopiashvili5727 2 роки тому +3

    საუკეთესოდ ხსნით, გადავიფიქრე თეორიის კურსის მასწავლებელთან გავლა, ჩემითაც მშვენივრად ვსწავლობ თქვენი ვიდეოებით, წარმატებები თქვენ 💖

  • @ninorazmadze1781
    @ninorazmadze1781 Рік тому +1

    მადლობა ყველა ვიდეოსთვის ❤️

  • @user-it5tw4ht6m
    @user-it5tw4ht6m 2 роки тому +3

    ნიშნების გარდა სხვა წესებზეც ისაუბრე... მადლობა გაწეული შრომისთვის❤️

  • @marinacherkezishvili899
    @marinacherkezishvili899 2 роки тому +1

    მადლობა👍🤗

  • @user-ts2jz2ti1g
    @user-ts2jz2ti1g 2 роки тому +1

    მადლობა !!!

  • @fizzmain2931
    @fizzmain2931 2 роки тому +1

    madlobaaaaaa!! velodebit kidev da kidev

  • @ninaj.6564
    @ninaj.6564 2 роки тому

    მადლობა 😊

  • @anrikutchava
    @anrikutchava Рік тому

    გაიხარე, ავარიების განხილვაც რო, გააკეთოთ კარგი იქნება.

  • @fidaltaikate
    @fidaltaikate 2 роки тому

    madlobaaaaa

  • @user-fm5vr6cv2x
    @user-fm5vr6cv2x 2 роки тому

    ასე ვერავინ ხსნის საუკეთესოა

  • @user-fm5vr6cv2x
    @user-fm5vr6cv2x 2 роки тому

    ოქრო კაცია

  • @tikokoxreidze9113
    @tikokoxreidze9113 2 роки тому

    ყველა თემა არ გიდევთ ხო?

    • @kakhabertkemaladze1765
      @kakhabertkemaladze1765  2 роки тому +3

      არა ჯერჯერობით ნაწილი დევს, თანდათან შეივსება