რუსები და ქართველები პირისპირ | ანა და ლევი - სერია 4

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 16 лип 2024
  • სერია 1 | რუსები და ქართველები ერთმანეთზე 👉 • რუსები და ქართველები ე...
    სერია 2 | ირაკლი და კირილი 👉 • რუსები და ქართველები პ...
    სერია 3 | ანა და მათე 👉 • რუსები და ქართველები პ...
    სერია 5 | დარია და ვახო 👉 • რუსები და ქართველები პ...
    ⭕ ანა - ქართველი უფლებადამცველია. ლევი - რუსი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი. ისინი მონაწილეობდნენ პროექტში „რუსები და ქართველები ერთმანეთზე“
    ⭕ თებერვალში მათ ჩვენ მიერ დასმულ 14 შეკითხვას უპასუხეს - ჩვენ გვინდოდა გაგვეგო რა იციან რუსებმა და ქართველებმა ერთმანეთზე და რამდენად კარგად ესმით ერთმანეთის. ინტერვიუს შემდეგ პროექტის მონაწილეებს პირისპირ შეხვედრა შევთავაზეთ. ანა და ლევი მესამე წყვილია, რომელიც დაგვთანხმდა
    00:00 - 02:00 დასაწყისი
    02:00 - 04:04 ომი უკრაინაში
    04:04 - 05:40 „საზოგადოებას ამზადებდნენ ამ ომისთვის“
    05:40 - 07:55 პასუხისმგებლობა. „ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა“
    07:55 - 15:58 „როგორ ვიცხოვროთ ერთად?“ - რუსები საქართველოში
    15:58 - 17:50 „საქართველო არ უშვებს პოლიტიკურად აქტიურ რუსებს“
    17:50 - 23:12 „უნდა დავეხმაროთ იმათ, ვინც რეპრესიების ქვეშ მოყვა რუსეთში“
    23:12 - 30:32 რუსეთის მომავალი. „გერმანია - სასარგებლო ისტორიული მაგალითი, თუ რა უნდა გააკეთო ომის შემდეგ“
    30:32 - 34:32 ხელისუფლების შეცვლა პროტესტების გზით
    34:32 - 37:55 „ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ“
    37: 55 - 40:30 კითხვა, რომელმაც 5 ბარათი გააერთიანა. რუსული ენა საქართველოში
    40:30 - 44:39 „ჩვენ არ გვჭირდება რუსული ენა ამ პრობლემის მოსაგვარებლად“
    44:39 ანას და ლევის შთაბეჭდილებები დისკუსიის შემდეგ

КОМЕНТАРІ • 41

  • @Radio-Tavisupleba
    @Radio-Tavisupleba  Рік тому

    სერია 1 | რუსები და ქართველები ერთმანეთზე 👉 ua-cam.com/video/d00-Lg7nulg/v-deo.html
    სერია 2 | ირაკლი და კირილი 👉 ua-cam.com/video/cifDBCNcL9U/v-deo.html
    სერია 3 | ანა და მათე 👉 ua-cam.com/video/p2Itg6Q8fNA/v-deo.html
    სერია 5 | დარია და ვახო 👉 ua-cam.com/video/K2g7rkWDbDA/v-deo.html

  • @TheWorldNeedsNata
    @TheWorldNeedsNata Рік тому +10

    I am Georgian and I share every single point made by Ana. Thank you girl!
    Very constructive conversation between these two. I was not impressed by previous video conversations in this format to be honest. Russian speakers in previous videos were gaslighting Georgian speakers too much imho :( Lev seems to be a very nice person.

    • @getw3llsoon
      @getw3llsoon Рік тому

      EXACTLY. There was so much gaslighting from the Russians and not a single one gave us direct answers. I think Georgians that were brought were not as confrontational and upfront as they should've been. We need to remember that these are citizens of the country that has abused us for centuries and being a people-pleaser isn't beneficial in this situation.

    • @user-oq5sn3qn6i
      @user-oq5sn3qn6i 6 місяців тому

      Потому что он солашается?

  • @HammerOfFreedom
    @HammerOfFreedom Рік тому +16

    In case someone has a question why I spoke in Russian in the video. It was a preliminary agreement: Ana understands Russian by ear, but it’s easier for her to speak English, and I understand English by ear, but I can’t support this kind of conversation yet. In order for the dialogue to be complete and thoughtful, such languages were chosen.
    ვცდილობ, ქართული ვისწავლო, მაგრამ ძალიან რთულია. ქართულად ასეთ საუბარს ნამდვილად ვერ გავმართავდი.

    • @raviavi121
      @raviavi121 Рік тому

      @@janedoe3763 ბებია მეგრელი ჰყავს, დაწნარდით ეხლა

    • @janedoe3763
      @janedoe3763 Рік тому

      @@raviavi121 საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ჰყავს ბებია და დასწყნარებელი არაფერი მჭირს, საინტერესოა მისი წინაპრები თქვენ საიდან იცით?

    • @Castiel667
      @Castiel667 Рік тому +2

      Thanks for the interesting conversation ✌️

  • @giorgitiginashvili1655
    @giorgitiginashvili1655 Рік тому +2

    ეს ეპიზოდი წინებზე უკეთესი გამოვიდა

  • @lizzzza
    @lizzzza Рік тому +1

    ანას საუბრიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ თითქოს უნდა შევეგუოთ რუსების აქ ცხოვრებას. თან ამბობს საქართველოში აღარ გვგონია ხალხს თავიო და თან ამბობს რაიმე საერთო უნდა ვიპოვოთო. მაინც მათ ამართლებს და ნებდება.

  • @tamarbarnabishvili1334
    @tamarbarnabishvili1334 Рік тому +21

    ძალიან არასასიამოვნოა, რომ ქართველები ამ ინტერვიუებში უფრო მეტ დროს და ენერგიას ხარჯავენ რუსების გამართლებაზე, ვიდრე რუსები იმართლებენ თავს. რადგან ყველა შესაძლო ქვეყანას შორის აირჩია საქართველო საცხოვრებლად და ძალიანაც ფეხებზე დაიკიდა ყველა მათგანმა ჩვენი ტრავმები და არც ერთი საჭიროდაც არ თვლის ბოდიში მოიხადოს, მწუხარება გამოთქვას იმის გამო რაც დაატრიალეს ან საერთოდ ოდნავი პასუხისმგებლობა მაინც იგრძნოს, მათთან დიალოგის აზრს ვერ ვხედავ. ეს დიალოგი მარტო იმას ემსახურება, რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ აქ თავი. კეთილი ინებონ და აქეთ ეცადონ ჩვენი კეთილგანწყობის დამსახურებას, ჩვენ არ უნდა ვეგებოდეთ ფეხქვეშ და წინასწარ ვამართლებდეთ "ტანჯულ" რუსებს.

    • @Tinamaria2114
      @Tinamaria2114 Рік тому +1

      ის შემთხვევაა, სხვა რომ უტიფრად გექცევა და შენ განიცდი უხერხულობას და სირცხვილს მის მაგივრად ან უკეთეს შემთხვევაში, მასზე მეტად. სხვათა შორის, ფსიქოლოგების აზრით, ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ტოქსიკურ ადამიანთან გვაქვს საქმე.
      რუსები, მცირე გამონაკლისის გარდა, მასიურად ნარცისული ხალხია. ნარცისული პიროვნული აშლილობა (NPD) ერთ-ერთი გავრცელებული აშლილობაა ზოგადად მთელ მსოფლიოში და სამწუხაროდ, მათი შეცვლა/განკურნება შეუძლებელია. მათ უნდა მიუჩინო თავიანთი ადგილი და მაქსიმალური დისტანცირებაა საჭირო. ჩვენ რას ვაკეთებთ? ვცდილობთ, გავუგოთ და რამე გავაგებინოთ. ერთადერთი, რაც აქ მომეწონა, ინგლისურად რომ ესაუბრება. ჩემი აზრით, ისიც არ უნდა ვაჩვენოთ, რომ გვესმის რუსული. საეროდ, რუსულად კომუნიკაციის კომფორტი უნდა მოვაშოროთ ჩვენთან ურთიერთობისას.

    • @vanpisu
      @vanpisu Рік тому

      მეც მაგ აზრზე ვარ. მარტო იმიტომ უნდა იხდიდნენ ბოდიშს რომ ჩამოდიან და ცხოვრობენ ქვეყანაში სადაც ჯერ კიდევ იტაცებენ ხალხს საკუთარი სახლებიდან. მაგარი უსინდისო მგონია ყველა რუსი ვინც პუტინის რეჟიმისგან არ იდევნება და უბრალოდ აქ ჩამოდის საცხოვრებლად.

    • @warenusmars8584
      @warenusmars8584 11 місяців тому +1

      იმიტომ რომ საკუთარი თავის პატივისცემა არ გააჩნიათ. ღირსების შეგრძნება არ აქვთ, თავს მეორეხარისხოვან ერის წარმომადგენლად თვლიან. მტრისგან ელოდებოდე ვალიდაციას, ამაზე გულისამრევი არაფერია.

    • @teopilemalakia1444
      @teopilemalakia1444 11 місяців тому

      tamar ginda sheni zamtris ugebi chavicva fexebze?

  • @_Sakartvelo_
    @_Sakartvelo_ Рік тому +6

    სად ამოიკითხა, რომ ქართველების მშობლიური ენა რუსული იყო? ეს სიცრუეა, მცდელობა ჰქონდა რუსეთს, მაგრამ ისევ ჩვენი ბრძოლით შევინარჩუნეთ საკუთარი ენა და იდენტობა.
    რაც შეეხება რუსი ოპოზიციონერების არ შემოშვებას საქართველოში. ნავალნიც ოპოზიციონერია, მაგრამ მხარს უჭერს საქართველოს ოკუპაციას და ძალიანაც კარგი თუ მისი გუნდიდან ვინმე არ შემოუშვეს. სამწუხარო ის ფაქტია, რომ მისი არ შემოშვების მიზეზი იყო მოდი პუტინს არ ვაწყენინოთ და არა ის, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ოკუპაციას.
    დიახ, ანა, ჩვენც ის მთავრობა გვყავს რომელიც ვერ მოვიშორეთ, მაგრამ ეს მთავრობა ზიანს ისევ ჩვენ გვაყენებს და არა მსოფლიოს. ჩვენ არ ვართ მათ გამო იმ ქვეყანაში გაქცეულები რომლის 25% გვაქვს ოკუპირებული, ამ მდგომარეობაში რუსები იმყოფებიან და მაინც იმ დამოკიდებულებით არიან რომ თავი სამყაროს მბრძანებლები ჰგონიათ, საქართველოში არიან და ემპათიასაც ვერ დაინახავ მათი მხრიდან.
    თუმცა ამ ბიჭმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა ვიდრე წინა რუსმა რესპოდენტმა.

    • @user-oq5sn3qn6i
      @user-oq5sn3qn6i 6 місяців тому

      25 процентов? Было же 20

  • @meripirtsjalaishvili7682
    @meripirtsjalaishvili7682 Рік тому +2

    ქართულად ვერაა ?
    მომეწონა საერთოდ რომ შედგა კითხვა პასუხი

  • @budzugan
    @budzugan 10 місяців тому

    ეს სერია რატომ არ გააგრძელეთ?

  • @raviavi121
    @raviavi121 Рік тому +4

    თქვენი თავი წარმოიდგინეთ ნორმალური რუსის ადგილზე. მთელი ცხოვრება პუტინის რეჟიმი გძულდათ, ომის შემდეგ ქვეყნიდან წახვედით და ახალ ქვეყანაშიც მუდმივად საყვედურებს ისმენთ. გასაგებია, რომ ასეთი რუსი ცოტაა, მაგრამ ხომ არიან

    • @vanpisu
      @vanpisu Рік тому +1

      ხოდა ნორმალური რუსი თუ ხარ არ უნდა წახვიდე იმ ქვეყანაში სადაც იცი რომ ხალხს ცხოვრება გაუმწარეს და მოუსპეს შენიანებმა. ამის მიუხედავად თუ მაინც წახვალ უნდა ჩაღუნო თავი და აიტანო რომ შენი მოსმენა და დანახვა ძალიან ბევრს გააღიზიანებს და ნერვებს მოუშლის.

    • @KING_George_V
      @KING_George_V Рік тому +5

      არ არსებობს ნორმალური რუსი

    • @coronerxd
      @coronerxd Рік тому +1

      @@KING_George_V kvela russ icno? tu shovinismi trakidan da piridan amogdis, radgan sxeulshi agar geteva?

    • @gringo6362
      @gringo6362 Рік тому

      @@KING_George_V ყველას იცნობ?

  • @annavilenskaya2766
    @annavilenskaya2766 Рік тому +5

    Awesome release! In love with the charismatic and soft Ana, Lev is also cool!
    I like Ana's way of talking more than Mate's.
    This is a very good video.

  • @ninojavashvili639
    @ninojavashvili639 Рік тому

    აქ დაიწერა უკვე, და მართლა ძალიან გამაღიზიანებელია, რომ ჩვენ განსაკუთრებით ვცდილობთ აქეთ ვამართლოთ საწყალი და ტანჯული რუსები, იმის მაგივრად, რომ მართლა ფეხებში გვივარდებოდნენ და პატიებას გვთხოვდნენ და ბოდიშის მოხდით ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ასევე ძალიან გამაღიზიანებელი იყო, რომ საერთოდ თავში მოუვიდა და ხმა ამოიღო და ჩვენი ჩვენთვის მოღალატე მთავრობა შეადარა თავიანთ ტერორისტ, მკვლელ და სისხლის მსმელ მთავრობას, თუნდაც კერძოდ პუტინის მმართველობას, რომელიც 23 წელია არ შეცვლილა. მე ვერ წარმომიდგენია აქ რომელიმე საქართველოს მოქალაქემ აიტანოს, ჩვენი მოძმე და თუნდაც არა მოძმე ერების ამ დონეზე განადგურება, ყოველ დღე სხვა ქვეყნის დაბომბვა, ბავშვების დახოცვა და გაუპატიურება, ერის გენოციდი მოკლედ რომ ვთქვათ. იმ ქვეყანის მოქალაქეებმა, რომლებმაც საბჭოთა რუსეთის დროს გამართა უდიდესი დემოსტრაცია ქართული ენის შენარჩუნებისთვის, შემდეგ იყო 9 აპრილი, ვარდების რევოლუცია, შემდეგ თავზეგასული მთავრობის ცვლილება, ახლანდელი მარტის ამბები, ეს ვაჟბატონი ბედავს და ქართველ ხალხს და აქაურ დღევანდელ სიტუაციას ადარებს რუსებისას. სამწუხაროდ ჩვენ ძალიან გვიან ვიცით რეაგირება, ძალიან ბევრს ვიგროვებთ და ბოლოს ამოგვასხავს და თავს ვაკლავთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაღაცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებს. თავისთავად უმჯობესი იქნება თავიდანვე არავის არაფერს ვპატიობდეთ და ვითხოვდეთ იმის გაკეთებას მთავრობისგან, რასაც დაგვპირდნენ და რაც გვეკუთვნის. დარწმუნებული ვარ კიდევ წინ გვაქვს ყველაფერი. მაგრამ ეს რუსი ლევის გასარჩევი არ არის და ამაზე ნიშნის მოგებით საუბარი და ამ კონტექსტში ამისი აღნიშვნა, ნამდვილად არ მგონია ნორმალური, არის სატიკად გამაღიზიანებელი და ძალიან მეწინა, რომ ამან ასე ღიმილით და მხრების აჩეჩვით და მართალი ხარის ძახილით ჩაიარა.

    • @Tinamaria2114
      @Tinamaria2114 11 місяців тому +1

      თუ თვალს ადევნებთ ქართველი პროპაგანდისტების ფბ-პოსტებს და გამოსვლებს, ისინი ისევე ვერ იტანენ უკრაინას და ლანძღავენ ზელენსკის, როგორც რუსები და სამწუხაროდ მათ ბევრი ქართველი კვერს უკრავს. ასეთი ხალხი იმ საშინელებებზეც ხუჭავს თვალებს, რასაც რუსები აკეთებენ უკრაინაში. პროპაგანდას დიდი ძალა აქვს და ამის სათანადოდ არშეფასება საზიანოა. ქართველი უკვე ძალიან ბებრს ითმენს და ყლაპავს და გარეთ საპროტესტოდ გამოსვლა უჭირს. ასე რომ, ჩვენი და რუსული მთქვრობის შედარება უადგილო სულაც არაა. უფრო მეტიც, რუსეთის ხელდასმული მთავრობა გვყავს და ზუსტად მათი მეთოდებით მართავენ ქვეყანას.

    • @tvarshanidze
      @tvarshanidze 11 місяців тому +2

      ანუ/? რისი თქმა გინდათ, ჩვენი მოღალატე მთავრობა და პუტინის რეჟიმის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება ? არც ჩვენი მთავრობა აკლებს ტერორიზმს, მკვლელობას და სისხლის მსმელობას ..

    • @user-oq5sn3qn6i
      @user-oq5sn3qn6i 6 місяців тому

      Грузины не только могут выдержать уничтожение и притеснение других народов, но и активно в этом участвовали. В Осетии Валико Джугели помнят до сих пор. И что делал грузинский контингент в Ираке? И памятный поход на Сочи в 1918.

  • @giorgisarishvili7979
    @giorgisarishvili7979 Рік тому +7

    ქართულად რატო არ ლაპარაკობენ ჩვენები რატო მეტიჩრობენ

    • @sergeymarkosyan9468
      @sergeymarkosyan9468 11 місяців тому

      რადგან ქართულ სისხლშია მეტიჩრობა)

  • @janedoe3763
    @janedoe3763 Рік тому

    აფხაზური ენა არის დიალექტი ისევე როგორც მეგრული და ისევე როგორც სვანური ერთი და მერე მაინტერესებს სად ნახა ლევმა ეთნიკური ქართველები ვისაც საკუთარ ენად რუსული აქვს, თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ ტერიტორიებს? მეც ისევე როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა პერიიდის ადამიანი ბილინგუალურ ოჯახში გავიზარდე, რუსული ვიცი ძალიან კარგად მაგრამ არასოდეს არც მე, არც ჩემს მშობლებს და არც ბებია ბაბუას რუსული არ მიგვიღია როგორც პირველი ენა, უბრალოდ საბჭოთა ოკუპაციის გამო და იმის გამო რომ ადრე ბევრი რამე რუსულად იყო, ამის გამო ეს ენაც ვიცით, ისევე როგორც ჯენ ზის ეხლა აქვს ინგლისური

    • @levanimikadze1460
      @levanimikadze1460 Рік тому +2

      მეგრული და სვანური ენებია და არა დიალექტები.

    • @lashalursmanashvili162
      @lashalursmanashvili162 Рік тому

      Megruli da svanebi calke qartveluri enebia afxazuri ki saertos adigeur jgufs miekutvneba .

    • @janedoe3763
      @janedoe3763 Рік тому

      "არ მესროლოთ, ილია ვარ", უკან ვიღებ ჩემს სიტყვებს დიალექტთან დაკავშირებით, არასწორი ვიყავი, არსებობს ორი მოსაზრება მაგასთან დაკავშირებით და მასალის მოძიების შემდეგ კი ბატონო უკან მიმაქვს სიტყვები და გეთანხმებით რომ არის ქართველური ენები, მაგრამ რაც შეეხება რუსულის პირველ ენად ცნობას ქართველების მიერ არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, საინტერესოა საიდან მოიტანა ამ ადამიანმა ეს 20% ქართველების, ვინც რუსულს ცნობს პირველ ენად?

    • @_Sakartvelo_
      @_Sakartvelo_ Рік тому

      მიზეზი,რატომაც ქართბელებმა იცოდნენ რუსული ენა, ეს იყო საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ, რომელსაც მცდელობა ჰქონდა ჩვენი სახელმწიფო ენა ყოფილიყო რუსული და ის ფაქტი, რომ ახლა ჯენ ზის თაობამ იცის ინგლისური არაადეკვატური შედარებაა.

    • @janedoe3763
      @janedoe3763 Рік тому

      @@_Sakartvelo_ არასწორი ფორმულირება იყო ნამდვილად, ის ვიგულისხმე რომ როგორც ჯენ ზისთვის ინგლისური უფრო ახლოსაა ფილმების მუსიკის თუ სხვა მსგავსი გარემოებების ხარჯზე იგივე იყო მილენიალების უფრო ადრინდელ თაობაში, მუსიკა, ფილმები, არხები იყო რუსული შესაბამისად ყური უფრო მიჩვეული, ბებია-ბაბუებმა და მშობლებმა რუსული იცოდნენ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ, ჩემმა თაობამ ვინც საბჭოთა კავშირის ბოლოს გავჩნდით იმიტომ რომ გარემო იყო ჯერ კიდევ რუსული, ჯენ ზი თავისფალ გარემოში გაჩნდნენ სადაც უფრო მეტი არჩევანი აქვთ რას მოუსმენენ და რას უყურებენ, შესაბამისად უფრო სწორ არჩევანს აკეთებენ, ამის თქმა მინდოდა

  • @gasheshiladzegiorgi6630
    @gasheshiladzegiorgi6630 Рік тому

    რა საჭირო იყო ეს ე.წ ფორმატი და თუ მაინც შეიქმნა რატომ არ ეუბნებით პირდაპირ და კონკრეტულად რომ მათ აქ არავინ ელოდება და თუ ვინმე უღიმის მხოლოდ ვალმოხდის მიზნით და მინიმუმ არ არიან სასურველი "სტუმრები"