აფხაზეთი: მკვლევრის პერსპექტივაში. მწარე პოდკასტი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 8 лют 2025
  • ▶️„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    პატრეონი: patreon.com/BitterPodcast515
    TBC ბანკი: #GE49TB7796845064300058
    საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000181160700
    www.kisa.ge/do...
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
    ------------------------------------------------------------------
    „მწარე პოდკასტის" 140-ე ეპიზოდში, ისტორიკოსი, საქართველოს უახლესი ისტორიისა და კონფლიქტების მკვლევარი, კახაბერ ყალიჩავა გვეწვია, რომელსაც სრულად დაეთმო საკუთარ საკვლევ თემაზე საუბრის საშუალება. პოდკასტში განხილულია აფხაზეთის საკითხი, წარსული და თანამედროვეობა.

КОМЕНТАРІ • 90

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  Місяць тому +1

    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    პატრეონი: patreon.com/BitterPodcast515
    TBC ბანკი: #GE49TB7796845064300058
    საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000181160700
    www.kisa.ge/donate/NreVw8GKof0gOV4xBHfL
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @iraklidundua8546
    @iraklidundua8546 5 днів тому +1

    მართლა მადლობა.სადღეგრძელოების გარეშე გაანალიზებული ისტორიის თხრობა იყო ნამდვილად.

  • @akakigegenava1164
    @akakigegenava1164 28 днів тому +3

    უმაღლესი რეალური განხილვა..მადლობა ასეთი სტუმრის მოწვევისთვის.. რომ იტყვიან ყველაფერს დაარქვით თავისი სახელი.. წარმატებები კახა ყალიჩავას👍👍👍

  • @colchfarm0709
    @colchfarm0709 Місяць тому +2

    როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე ხარ, კახა ჯიმა! მადლობა “მწარე პოდკასტს” საინტერესო და მნიშვნელოვანი საუბრისთვის 🌶️

  • @howsnoah9192
    @howsnoah9192 Місяць тому +14

    ჯერჯერობით ალბათ საუკეთესო სტუმარი იყო, აუცილებლად კიდევ უნდა მოიწვიოთ!!

  • @shmagiqiria5575
    @shmagiqiria5575 Місяць тому +14

    თქვენი პოტკასტი არის პლათმორმა რომელითაც ცალსახად შემეცვალა წარმოდგენა ისტორიაზე. მსოფლიო ისტორიაზე თუ ქარულზე! მადლობა თქვენ ამისთვის და წარმატებებს გისურვებთ🎉🎉🎉

  • @samossamoa2812
    @samossamoa2812 Місяць тому +6

    გილოცავთ შობა- ახალ წელს!
    დიდი მადლობა ყველა პოდკასტისთვის.
    გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს.

  • @Jao-b4u
    @Jao-b4u 25 днів тому

    ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი იყო, მადლობა ბატონ ყალიჩავას სტუმრობისთვისაც და ზოგადად ამ თემაზე გაწეული უდიდესი სამუშაოსთვისაც. ერთადერთი დამატებით რასაც ვისურვებდი მე 17 - 19 საუკუნეების პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებისთვის ოდნავ მეტი დროის დათმობა და აფხაზური მხარის აკადემიური ნარატივის საწინააღმდეგო არგუმენტების მეტ მიმოხილვას. პატივისცემით ერთგული მსმენელი😊

  • @murtazmoseshvili
    @murtazmoseshvili Місяць тому +3

    საიტერესოდ გაშალეთ ეს თემა , მადლობა ❤

  • @Roganeli
    @Roganeli Місяць тому +3

    საინტერესო ვიდეოა. ძალიან საგულისხმო და სწორი აქცენტები გაკეთდა რამდენიმე საკითხზე. მოწვეული სტუმრის ნარატივში მინდა გულდაწყვეტით გამოვყო სიტყვიერი ფორმულირების პრობლემა, ანუ ე.წ. ვორდინგის საკითხი. ქართველი ისტორიკოსი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტს განიხილავს, სოხუმში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას პრაქტიკულად არც კი იყენებს და გვერდს უვლის სამართლებრივად სწორ მოხსენიებას. რას ნიშნავს „პარლამენტი“?! რას ნიშნავს „დეპუტატი“?! ოკუპირებულ ტერირორიაზე მოქმედებს არა „პარლამენტი“, არამედ ე.წ. პარლამენტი ან დე-ფაქტი პარლამენტი. კარგი იქნებოდა, სტუმრისათვის არხის ავტორს მაინც რომ მიეცა თავაზიანი შენიშვნა სეპარატისტული რეჟიმის ირიბი ან უნებლიე აღიარების დაუშვებლობის შეხსენების სახით. სეპარატისტების ასეთი მოხსენიება (მაგ., „დეპუტატი“) შეიძლება გაუფრთხილებლობით ან წინდაუხედაობით დაშვებულ შეცდომად ჩაითვალოს რიგითი ქართველისათვის, მაგრამ უპატიებელი შეცდომაა კონფლიქტის მკვლევარის საჯარო გამოსვლის დროს. 😢😢😢
    არხის ავტორო, მადლობა ვიდეოსთვის და თქვენი შრომისთვის. 👍

    • @kakhaberkalichava2616
      @kakhaberkalichava2616 Місяць тому +1

      გამარჯობა.
      მადლობა შეფასებისთვის. ნამდვილად გასათვალისწინებელი შენიშვნაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნაშრომი სავსეა ტერმინოლოგიური დაზუსტებებით და პოდკასტის განმავლობაშიც არაერთხელ მოხდა მკაფიო ხაზგასმა აფხაზური კვაზი სახელმწიფოს ხელოვნურობაზე.

  • @Badgruzini
    @Badgruzini Місяць тому +4

    დიდება საქართველოს
    გამარჯვებას დიდება ✊️🇬🇪

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому

      საქართველოს გაუმარჯოს 🍷🇬🇪

  • @-._.alex._.-
    @-._.alex._.- Місяць тому +2

    ამ პოდკასტს წესით უნდა ყავდეს ძალიან ბევრი გამომწერი და უნდა ჰქონდეს ძალიან ბევრი ნახვები მითუმეტეს ასეთ ეპიზოდებს... ჩემი აზრით ერთი კამერა ბევრად დადებითისკენ შეცვლიდა მაჩვენებლებს. წარმატებები და ყოველთვის ველი თქვენს ახალ ეპიზოდებს.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому +2

      გამარჯობა, მადლობა კეთილი სურვილებისთვის. online ვიწერთ, სტუმარი თავისი მიკროფონით არის, წამყვანი თავისი და შესაბამისად ვიდეოს ერთიანად მაინც ვერ ჩავწერდით, სტუდია სჭირდება. ვნახოთ, წელს იმედი მაქვს შიგადაშიგ მოხერხდება.

  • @jonijiniani7720
    @jonijiniani7720 Місяць тому +1

    კარგი ეპიზოდი იყო. მადლობა კიდევ ერთხელ.

  • @TamuniaK
    @TamuniaK Місяць тому

    დიდი მადლობა! ძალიან საინტერესოა ამ ძალიან მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხზე ასე კარგად შეკრებილი ინფორმაცია და ფაქტები, ზედმეტი პათეტიკის გარეშე. იმედი მაქვს, ამ თემაზე შემდე ეპიზოდებსაც მოვისმენთ, იგივე სპიკერის მონაწილეობით.

  • @giorgimalania2297
    @giorgimalania2297 Місяць тому

    ძალიან საინტერესო და პრაქტიკული პოდკასტი იყო ნამდვილად. ველოდები ცხინვალის რეგიონზე პოდკასტს.❤

  • @Wanderer1227
    @Wanderer1227 Місяць тому +1

    ❤❤დიდი მადლობა ნანატრი პოდკასტისთვის. მრავალ დამდეგს დაესწარით❤❤❤

  • @GreenAtlas-r9c
    @GreenAtlas-r9c Місяць тому +1

    მადლობა ❤

  • @giorgitiginashvili1655
    @giorgitiginashvili1655 Місяць тому

    მადლობა,საინტერესო და შინაარსიანი ანალიზი დაიდო👍.
    2007 წლის მოვლენებს სხვანაირად შევხედე,მაშინ არ მქონდა ინფორმაცია.
    ანჩაბაძე,პაპასკირის ხედვებიც კარგი იქნება შესადარებლად.

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  Місяць тому +11

    კახაბერ ყალიჩავას ნაშრომის ლინკი: dspace.nplg.gov.ge/handle/1234/356692

  • @tika.baramidze
    @tika.baramidze 29 днів тому

    ტოპ ეპიზოდი გამოვიდა ❤

  • @dimakvatchantiradze7398
    @dimakvatchantiradze7398 Місяць тому +1

    ძალიან მაგარი ეპიზოდია, სად შეგვიძლია გავეცნოთ სტუმრის ნაშრომს აფხაზეთის თემაზე, არის ხელმისაწვდომი ? ვიპოვე კომენტარებში

  • @TazoTavadze-z6e
    @TazoTavadze-z6e Місяць тому

    მადლობა❤️ერთ-ერთი სუკეთესო არხია ქართულ იუთუბ სივრცეში. თხოვნაა არ შეწყვიტოთ ეს საქმე❤️

  • @user-TSST
    @user-TSST Місяць тому +3

    რა კარგი ქარᲗულიᲗ საუბრობს, Თან ყოველგვარი აქცენტის გარეᲨე. ყოᲩაᲦ ყალიᲩავა. გაიხარე! Ძალიან საინტერესო გადაცემა იყო. დიდი მადლობა! ❤❤❤👍👍👍💐

  • @KING_George_V
    @KING_George_V Місяць тому

    ეს კომფლიქტი მხოლოდ სამხედრო გზით მოგვარდება

  • @vakhtangnamoradze5649
    @vakhtangnamoradze5649 28 днів тому

    აფხაზების ეკონომიური სატყუარით საქართველოში შემოყვანა, არის სრული ილუზია, ჩემი აზრით რა თქმა უნდა. ბევრი საკამათო იდეა გააჟღერა ავტორმა, მაგრამ ეს მგონი ცენტრალურია მის შეცდომით სტერეოტიპებს შორის

    • @kakhaberkalichava2616
      @kakhaberkalichava2616 27 днів тому +1

      ველოდები თქვენი განსხვავებული შეხედულებების სიღრმისეულ განხილვას.

    • @vakhtangnamoradze5649
      @vakhtangnamoradze5649 6 днів тому

      @@kakhaberkalichava2616 წარმოიდგინეთ ვინმემ რო თქვას, რუსეთი კარგი ადგილია, იქ არის ეკონომიური კეთილდღეობა და დემოკრატია ამიტომ მოდით შევიდეთ რუსეთის ფედერაციაში? არც მე. ასევე უყურებენ აფხაზები საქართველოს. მათთვის საქართველო არის კოლონიზატორი რომელიც მათ დაამარცხეს, მათ აქვთ საკუთარი ეროვნული პროექტი და საკუთარი ეროვნული მითოლოგია და იქ საქართველოს ადგილი არ აქვს. ეს მოკლედ, სიღრმისეულად არ ვიცი ამ ფორმატში როგორ უნდა გამოვიდეს. პლუს ამას ემატება ფანატიკური სიძულვილი

    • @vakhtangnamoradze5649
      @vakhtangnamoradze5649 6 днів тому

      @@kakhaberkalichava2616 კახა იმედია რომ კრიტიკას მტკივნეულად არ მიიღებთ, ბოლოს და ბოლოს მწარე პოდკასტში გამოდიხართ. სიღმრიმსეულობაზე სამწუხაროდ კომენტარში ვერ შეგპირდებით. მოკლედ კი იმას გეტვყით რომ აფხაზებს აქვთ თავისი ნაციონალური მითოსი სადაც ქართველი არის კოლონისტი და დამპყრობელი, შესაბამისად მათთან (ქართველებთან) ყოველგვარი თანამშრომლობა გამორიცხულია. მათ დამოუკიდებელი ქვეყანა უნდათ შესაბამისად ეკონომიური სტიმულირება არ იმოქმედებს, როგორც ჩვენზე არ იმოქმედებს ეკონომიკური სტიმულირება რომ შევიდეთ რუსეთში გუბერნიად. მოკლედ ესეა. ფასეულობების კოორდნატები სხვა აქვთ, არის ჯიუტი ხალხი და იჯდებიან მშივრები და საქართველოში თავისი ნებით არ შემოვლენ

  • @ZurabiOS
    @ZurabiOS Місяць тому +2

    რაღაც ვერ გავიგე: ანუ ჩვენ უნდა მაგრად გავიქაჩოთ, ვიყოთ საუკეთესო ქვეყნების რიცხვში ცხოვრების დონით, ხელფასით ანუ ლამის ედემი, და აფხაზეთი "პატივს დაგვდებს" და ცოტა ჩვენსკენ წამოიწევს, ეგრე გამოდის? ანუ ჩვენ ვაკეთებთ 99% და ჭაობიანი აფხაზეთს უნდა კიდე ვეხვეწოთ?
    მეორე რაც ვერ გავიგე ეს სამი მოსაზრება აფხაზების შესახებ თუ საიდან მოვიდნენ გასაგებია, მაგრამ ბოლობოლო რომელია მართალი? საბოლოოდ სიმართლე ხომ ერთია - ან აფსუები ჩამოსახლდნენ ან არა, რომელია სწორი?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому

      ამ ეპიზოდში ახსნილია რაც გვაქვს ამ დროისთვის, მიდგომები, ისტორიოგრაფია და ა.შ. საფუძვლები მოკლედ. დანარჩენი, ისტორიულ პოდკასტში ფართო პოლიტიკური მსჯელობა აქ არ და ვერ გაიშლება.

    • @kakhaberkalichava2616
      @kakhaberkalichava2616 Місяць тому

      როგორც აღვნიშნეთ, საუბარია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სცენარზე, რომელშიც "ხვეწნის" კონტექსტი არაფერ შუაშია. საუბარია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე იმ დონემდე, რომ დღევანდელი აფხაზისთვის კეთილდღეობის თვალსაზრისით საქართველოს ფაქტორმა გადაწონოს რუსული ფაქტორი. როგორც ეს ხდება მაგალითად ბალტიის პირეთის ქვეყნებში, სადაც თითოეული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე აჭარბებს იმავე ეკონომიკურ მაჩვენებელს რუსეთში. შედეგად, ჩნდება შანსი, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შანსებმა მოიმატოს. ეს არის და ეს.
      რაც შეეხება მოსაზრებებს აფხაზთა წარმომავლობის საკითხებზე, ამაზე შეგიძლიათ იხილოთ თავად ნაშრომის პირველი თავი:
      iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/356692

    • @NataLeeCat
      @NataLeeCat Місяць тому

      ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების რეალისტური გზა. თქვენ თუ უკეთესი იდეა გაქვთ, სიამოვნებით მოგისმენდით.

  • @khubashviliLasha
    @khubashviliLasha Місяць тому

    ვფიქრობ აფხაზეთის თემა არ უნდა იყოს ყოველთვის უკანა ფლანგზე და დროა ამაზე ვისაუბროთ. დიდი მადლობა თქვენ ❤❤

  • @Cactus4desert
    @Cactus4desert Місяць тому

    მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე შემოგვთავაზეთ რაიმე, თუ შეიძლება ... 1 წელია ველოფები მე და დარწმუნებული ვარ, ათობით და ასობით ადამიანი😁
    პატივისცემით, თქვენი თავდადებული გულშემატკივარი❤️

  • @sj3222
    @sj3222 Місяць тому

    ვახ როდის ვითხოვე და აგერ სპეციალისტიც. მადლობა კარგია! 🎉

  • @shavimxedari8572
    @shavimxedari8572 Місяць тому

    საინტერესოა, თუ არ შეგიძლიათ ამტკიცოთ, რატომ ამტკიცებთ. ამ შემთხვევაში ლომოურის თეორია იქნება ყველაზე სწორი.

  • @dtrollman....jumbera4489
    @dtrollman....jumbera4489 12 днів тому

    ძალიან გულუბრყვილო მიდგომა აქვს სტუმარს. საქართველომ რაცარუნდა ოქროს ზოდები შესთავაზოს აფხაზეთს და აფხაზებიც მზად იყვნენ შემოგვიერთეს რუსეთი არ დაუშვებს მაგას. დღეს, ჯერჯერობით ნელი ნაბიჯებით ანადგურებს აფსუებს და არუსებს, რადგან არსად ეჩქარება, მაგრამ თუ დასჭირდა ერთ დღეში გააქრობს მაგათ. რუსეთის ფაქტორი სანამ იქნება მშვიდობიდ მაგ კონფლიქტის მოგვარება გამორიცხულია

    • @kakhaberkalichava2616
      @kakhaberkalichava2616 6 днів тому

      მეტი სიცხადისთვის - რუსეთის ფაქტორის გასანეიტრალებლად, ჩემი აზრით, ორი მთავარი ბერკეტი არსებობს - 1. სამხედრო ძალით ტერიტორიის დაბრუნება. ამის გაკეთება შეუძლებელია ეკონომიკური მოძლიერების, კორუფციის შემცირების და ჯარის გაძლიერების გარეშე. 2. ტერიტორიის დაბრუნება მშვიდობიანად - ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია გრძელვადიანი ეკონომიკური აღმავლობა, იმისათვის, რომ რბილი ძალით მოხდეს ტერიტორიის ინტეგრაცია. ორივე შემთხვევაში, ჩემი "გულუბრყვილო" პოზიცია ეფუძნება ეკონომიკურ აღმავლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ეპოქას, როდესაც რუსეთი იმ სახით აღარ იარსებებს, როგორც დღეს არსებობს, სწორედ ამგვარი მდგომარეობით უნდა შევხვდეთ. თუ რამ სხვა პოზიცია გაქვთ, უფრო პრაგმატული და ნაკლებად გულუბრყვილო, გისმენთ.

    • @vakhtangnamoradze5649
      @vakhtangnamoradze5649 6 днів тому

      @@kakhaberkalichava2616 პირველი მეთოდია ყველაზე რეალური, სამხედრო ძალით დაბრუნება. რბილი ძალა ჩვენ ცხვორების განმავლობაში არ იმოქმედებს, ჩემი აზრით რა თქმა უნდა

  • @GiorgiEradze-kg7tr
    @GiorgiEradze-kg7tr Місяць тому

    მადლობა,ძალიან საინტერესო იყო და ცხინვალზეც ჩაწერეთ აუცილებლად❤

  • @Ebuu18
    @Ebuu18 Місяць тому

    2007ში რუსეთის ბაზების გაყვანა და კოსოვოს აღიარება როგორ ჯდება დროში?

  • @lashaerbelidze3511
    @lashaerbelidze3511 Місяць тому

    👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍✍✍✍✍✍✍✍✍

  • @giorgikiskeize
    @giorgikiskeize 28 днів тому

    ამ წიგნის ონლაინ ან ყიდვა სად შეიძლება?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  28 днів тому +1

      ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი საჯარო ბიბლიოთეკის გვერდზე dspace.nplg.gov.ge/handle/1234/356692

    • @giorgikiskeize
      @giorgikiskeize 28 днів тому

      @BitterPodcast მადლობა

  • @sososikharulidze2342
    @sososikharulidze2342 Місяць тому

    რატო არ საუბრობთ აფხაზეთის 1864 წლის მოცემულობა

  • @Теймураз-к6э
    @Теймураз-к6э Місяць тому

    რა და როგორ დაეხმარა კოსაᲩოვის ინტერვიუს მოუსმინეᲗ

  • @GiorgiOchigava-ls9cl
    @GiorgiOchigava-ls9cl Місяць тому

    აი ესაა რეალური მიდგომა რეალური ფაქტებით სავსე ასეთი ჭკვიანების გადაცემა და რეალობა არ მომისმენია ქართული მხრიდან არასოდეს. ღმერთი თქვენსკენ გაიხარეთ!

  • @alexkoplatadze1078
    @alexkoplatadze1078 Місяць тому +1

    ნაშრომის ონლაინ ვერსია თუ არი ხემლისაწვდომი? თუ შეიძლება რო შევიძინოთ?

    • @giomessi2000
      @giomessi2000 Місяць тому

      rustaveli.org.ge/res/docs/2b2d707912ce48f2f5b838f7446811a74be62287.pdf

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому +1

      dspace.nplg.gov.ge/handle/1234/356692

  • @giorgikhakhashvili7619
    @giorgikhakhashvili7619 Місяць тому +1

    რუსეთთან ლაპარაკი შეიძლება მომავალში, მიუხედავად წარსულში რუსეთის ქმედებებისა, მსოფლიო შეიცვალა და შეიცვლება კიდე, რუსებთან ლაპარაკში მარტო არ ვიქნებით, დასავლეთს არ ვგულისხმობ...

    • @peacedeath1478
      @peacedeath1478 Місяць тому +1

      რუსს მაშინ უნდა ენდო როცა მის საფლავზე ჯვარი დალპება.

    • @giorgijioshvili9713
      @giorgijioshvili9713 Місяць тому +2

      რუსეთის იმპერიარიზმი არ შეცვლილა შესაბამისად მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

    • @giorgikhakhashvili7619
      @giorgikhakhashvili7619 23 дні тому

      @ ლაპარაკს ყოველტვის აქვს აზრი, ლაპარაკს აზრი არ აქვსო, ეგ ძალიან ბავშვური და არასერიოზული დამოკიდებულებაა

  • @Теймураз-к6э
    @Теймураз-к6э Місяць тому

    და Თუ აზერბაიჯანმა დაიბრუნა ომიᲗ?

  • @giorgikiskeize
    @giorgikiskeize 27 днів тому

    მე ტალიავინის დასკვნა ვეძებდი მაგრამ არსად მინახავს. სხვათაშორის იუთუბზე არის ვიდეო სადაც სააკაშვილი ურეკავს კულახმეტოვს.

    • @kakhaberkalichava2616
      @kakhaberkalichava2616 26 днів тому +1

      იხილეთ ტალიავინის კომისიის დასკვნის ორიგინალი, სამივე ტომი

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  26 днів тому +1

      www.mpil.de/en/pub/publications/archive/independent_international_fact.cfm

    • @giorgikiskeize
      @giorgikiskeize 26 днів тому

      მადლობა

  • @wd4774
    @wd4774 Місяць тому

    კორუფცია არა ტოროლა, ბენდუქიძეს ეკონომიკურ პარადიგმაში, რომ ვცხოვრობთ და გვიხარია ეგ არის პრობლემა

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому +1

      იმის მერე დეკადაზე მეტი გავიდა, შეეცვალათ უკეთესი ხედვით. რაცაა იმის ფარგლებში ვლაპარაკობთ.

    • @kakhaberkalichava2616
      @kakhaberkalichava2616 Місяць тому +1

      დაასახელეთ სამი ეკონიმიკური პრობლემა ამ ქვეყანაში, რომელიც კორუფციასთან არ არის დაკავშირებული. გისმენთ.

    • @wd4774
      @wd4774 Місяць тому

      @@BitterPodcast რას შეცვლიან, თვითონ მაგ პარადიგმაში ზიან, რა ნაგავი პოლიტ ელიტაც გვყავდა იგივე დარჩა

    • @GreenAtlas-r9c
      @GreenAtlas-r9c 6 днів тому

      მაგ ბენდუქიძის პარადიგმამ გაგვქაჩა თორე აფხაზეთზე მეტად განვითარებული ნაღდად ვერ ვიქნებოდით ახლა