გაზაფხულია - სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 12 вер 2024
  • გაზაფხულია - ქართული სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით #georgiansong #georgiansongs #georgianmusic #ახალისიმღერა (gazapxulia)
    გაზაფხულია. ხე ფოთოლს ისხამს.
    ვაზის ცრემლებით აივსო ზვარი.
    ამ მშვენიერ დღეს, ამ დილას სისხამს
    ფეხებს გისუსხავს ეს უხვი ცვარი.
    კარგია, როცა რიჟრაჟი მოსდებს
    სიმინდს და ხეებს ნამების ლივლივს;
    საკმარისია შეეხო ტოტებს
    და ნამი თავით კოჭამდე გივლის.
    შორით კი ხვამლი მოსჩანს ცისფერი,
    როსმე ის ჩემი იყო ზმანება.
    გაივლის თვალწინ იგი სიზმარი
    და რაღაც მწარედ დამენანება!
    ხე ფოთოლს ისხამს, ხე ფოთოლს ისხამს,
    ქალაქის ბაღის და სოფლის ზვარის.
    ამ მშვენიერ დღეს, ამ დილას სისხამს
    მაცოცხლებელი ეცემა ცვარი!
    ტექსტი: გალაკტიონ ტაბიძე

КОМЕНТАРІ • 5

  • @pavlerexviashvili1886
    @pavlerexviashvili1886 3 місяці тому +2

    ძალიან ლამაზი სიმღერაა და კარგი კლიპიც აქვს მეგობარო👍👍👍❤❤❤მადლობა დაუღალავიშრომისთვუს ოქრო🔥🔥🎵🎵👏👏👏👏👏

    • @hey-georgian
      @hey-georgian  3 місяці тому +1

      დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ, თუმცა ჩემი ექსპერიმენტი დასასრულს უახლოვდება!

    • @pavlerexviashvili1886
      @pavlerexviashvili1886 3 місяці тому +2

      ცუდია რომ სრულდება მეგობარო😢😢😢

    • @hey-georgian
      @hey-georgian  3 місяці тому

      @@pavlerexviashvili1886madloba mcardaweristvis kidev ertxel!

    • @DDStudia
      @DDStudia 3 місяці тому

      არაბუნებრივად ჟღერს, მაგრამ შედეგი საინტერესოა