PaJo - გამოიდარა

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 13 вер 2024
  • ამოვიდა მზე, შენთან ერთად დავიწყე, დილა ყავით აივანზე,
    ამოვიდა მზე, საოცარი ღიმილით, ეს დღე გამილამაზე,
    ამოვიდა მზე, შენი თბილი ხელებით, მე ეს სული გამითბე
    ამოვიდა მზე, და ყოველი სტრიქონი, მხოლოდ შენთვის გავრითმე.
    .....
    მადლობა ღმერთს, ახალი დღისთვის,
    შენთვის და დილით ამოსული მზისთვის
    ზოგჯერ არ მაქვს წერის თავი, მაგრამ კალამი წერს მისთვის
    შენს თვალებს ეტრფის, ნაპირთან ზის და იცდის.
    აკვირდება ტალღებს რომ დათვრეს და გამცნოს
    მომავალში შენთან ერთად ელოდება აწმყოს
    კარგად დააკვირდი ნახე, ეს მხოლოდ ჩემი ცაა
    და რაც ჩემია, ის ხომ შენიცაა.
    ........
    ამოვიდა მზე, შენთან ერთად დავიწყე, დილა ყავით აივანზე,
    ამოვიდა მზე, საოცარი ღიმილით, ეს დღე გამილამაზე,
    ამოვიდა მზე, შენი თბილი ხელებით, მე ეს სული გამითბე
    ამოვიდა მზე, და ყოველი სტრიქონი, მხოლოდ შენთვის გავრითმე.
    .............
    მე გეტყვი რომ ვეტრფი შენს ღიმილს და ამ დროს
    შენი ყოველი გაღიმება გაყინულ გულს ათბობს
    ზოგჯერ ყინავს და ზოგჯერ ათოვს მთებზე
    წამი, ისე არ გავა რომ არ ვიფიქრო შენზე.
    ამოვიდა მზე, პატარავ, გამოიდარა
    გიძღვნით აკორდებს, სულ მე და ჩემი გიტარა
    შენ რომ ჩემთან ხარ, მე ამით სული გამითბა
    ხოდა ნიკუშამ, ეს სტროფიც შენთვის გარითმა.

КОМЕНТАРІ • 10