უპირველეს ყოვლისა უღრმესი მადლობა. გულდარდიანი ვუყურე მიტოვებულ, დიდ ჭირ-ვარამ გამოვლილ სამშობლოს. გმადლობთ იმისთვისაც რომ არაჩვეულებრივი სასწავლო რესურსია. გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, კლიმატი, განუმეორებელი არქიტექტურა, დასახლებული პუნქტები, ისტორია....მოკლედ სრულყოფილი აღწერაა. ხევსურეთში მოგზაურობა რთულია. თქვენი ფილმი კი თითქოს რეალურად ამოგზაურებს ადამიანს. ❤
ძალიან ლამაზი, ინფორმაციით დატვირთული და საინტერესო ფილმია ♥️ გულდასაწყვეტია, რომ საკუთარ სამშობლოს, პრაქტიკულად, არ ვიცნობთ ... ღმერთმა უწყის, რამდენ მნიშვნელოვან ამბავსა და ისტორიას იტევს ეს დიდებული ადგილი ... გმადლობთ, ბატონო ვასილ, ამ ფილმის გადაღებისთვის ♥️
საოცარი ვიდეოა ბ-ნო ვასილ.ხევსურეთის ბუნება ულამაზესია,მაგრამ სევდის მომგვრელია დანგრეული და მიტოვებული სოფლები...ღმერთმა მისცეს გამძლეობა ყველა იმ ადამიანს,ვისაც ბუნების ასე მკაცრ პირობებში უწევს ცხოვრება და მაინც არ ტოვებს თავის კერას😢მადლობა საინტერესო ვიდეოსთვის! თქვენ სულ ფეხით შემოგივლიათ ეს საქართველოს სილამაზეები👌👏👏👏❤️
ზუსტად იმიტომ მინდა ევროკავშირი, ახლო ურთიერთობა ამერიკასთან რომ ასეთი უნიკალური საგანძური და ულამაზესი ბუნება მქონე დაცული, მილიონობით დოლარის დახმარება აქვთ გაწეული მათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენისთვის. რა ლამაზი ხედებია ღმერთო!
❤❤რა საინტერესო იყო. კეთილშობილურ საქმეს აკეთებთ ბატონო ვასილ. სახლიდან გაუსვლელად ასეთ სასიამოვნოდ მოსასმენი ჩემს საქართველოს ,,ვუსმენ ,,და ხალისით ვაკეთებ საოჯახო საქმეებს . მადლობა კიდევ ერთხელ
სევდის მომგვრელია ის ფაქტი,რომ ჩვენი ისტორიის ამსახველი ადგილები უკაცრიელდება და ინგრევა,უღრმესი მადლობა ბ.ვასილ ასეთი კეთილი საქმისთვის,მიკვირს როგორ ძლებთ საზღვარგარეთ უზომოდ სამშობლოს მოყვარული.🤔🤔🤔
ეჰ! რა კუთხე დაიცალა მოსახლეობისგან?😢 1984 ის შატილობას ვიყავი ჩასული. იქ ჯერ კიდევ ცხოვრობდა ხალხი, საოცარი კუთხე და საამაყო ადგილი,ის მოსახლეობა კიდევ ინარჩუნებდა ძველადათ წესებს, გაოცებულიდა ამაყი ვიყავი მათი შემყურე,შატილის ციხე ისე ამაყად გამოიყურებოდა თვალს ვერ ვწყვეტდით, ❤😢ღმერთო აღადგინე საქართველო და დაუბრუნე ყველა კუთხეს თავისი შვილი, გააძლიერე და გაამთლიანე ერი,❤ მადლობა ბ, ვასო,იცოცხლეთ!❤❤❤
Alph Luckau UA-cam gwaszawlis szorad lozwas iszawlet sachareba Rom ar motkuwdet piramidebi ckewlaa Afrikase asewe QARTLIs deda chmalit da pialit igiwe MSE da mtwares Symboloa da eshmakisaa ESHMAKi s
@@vasil_gabunia ბატონო ვასილ,თქვენი დოკუმენტური ფილმი,ნამუშევარი ძალიან კარგი და მოსაწონია.იმედია ,რომ შესწორებას საწყენად არ მიიღებთ.ზვიადაურები გუდანის ჯვარის ყმანი არასოდეს ყოფილან.რაც შეეხება გუდანის ჯვარში სკამებს,ეკუთვნის მხოლოდ ჭინჭარაულებს.პირველი სკამი დროშათ საბრძანისია,მეორე სკამი გუდანელ საჭინჭარაულოსი,მესამე სკამი,რომელიც სახუცო ტაბლის წინ არის,ფარულნიშნიანი (პიქტოგრაფები) არდოტელ მურღვაისძეთ გვეკუთვნის,მეოთხე სკამი კისტნელ-შატილიონებს და მეხუთე სკამი კი ლებაისკრელებს.ეს უნდა მომხდარიყო,მაშინ როდესაც გუდანიდან ჭ(ჯ)ინჭარას შვილბოლო მთას იქით,პირიქითა მხარეს გადავიდა.სამწუხაროდ,ეს საკითხიც შესასწავლი დარჩათ მეცნიერებს.ამ სკამებშიც დიდი გონიერება იყო გააზრებული წინაპრებისაგან,როგორც პეტროგლიფებიან ქვების წარწერები.
ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ნიკო. ჩვენი ფილმი 24 წლის წინ არის გადაღებული და მაშინაც შემთხვევით გადავიღეთ პეტროგლიფები. მართალია, ვაჟა ჭინჭარაული გვიწევდა მასპინძლობას, მაგრამ, დროის უქონლობის გამო ბევრი რამ ვერ მოვასწარით. მერე მეც წავედი საქართველოდან... როგორც თქვენი კომენტარიდან ჩანს, საინტერესო იქნებოდა თქვენთან საუბარი და თუ სურვილი გექნებათ ხომ არ ჩაგვეწერა ინტერვიუ ყველა იმ საინტერესო საკითხზე, რაც თქვენ იცით? ბევრი დაინტერესდება - ეს ხომ საქართველოს საგანძურია! ჩემი მეილია vasogab@gmail.com მოხარული ვიქნებოდი თქვენთან ურთიერთობის.
@@ნიკოარდოტელიგამარჯობა მე გამიგია რომ მურღვათ წინაპარი დაღესტნიდან იყო ხელოსანი, და ზვიადაურებმა ქალი შერთეს და არდოტში დაასახლეს ასე წარომიშვა ეს გვარი ზოგი ეხლაც იწერებიან მურღუევებათ, რამდენად მართალია ეს მაინტერესებს?
თუ სადმე რაიმე ხარისხიანი რესტავრაცია ან კვლევა ჩატარდა ყველა უცხოური გრანტებით.კარგი იქნება ხშირად ისაუბროთ ამაზე თორე ჯრ კიდევ ბევრია ისეთი ვინც ევროპა ამერიკას აძაგებს "ქართველობას წაგვართმევენო"რუსები გვირჩევნიაო.
უღრმესი მადლობა, ძალიან მიხარია რომ თქვენი არხი აღმოვაჩინე....ეს ერთადერთი ნაწილია პირიქითა რეგიონში რომელიც ჯერ კიდევ საქართველოა.....ბევრად მეტი იყო, მოგეხსენებათ...ეს მარილი ც მხოლოდ მებრძოლი და ქვეყნის და პასუ ერთგულობით აღსავსე ხევსურების დამსახურებაა. განა აქ არ ამოჰყავდათ ცოლშვილი ქართლიდან და კახეთიდან გამოხიზნულებს. თვითონ კი ბარში მტერს უმკლავდებოდნენ..
6:04 წუთიდან კადრში, კლდეზე გადმომავალი წყალი რომ ჩანს, "გუროს ნაწვეთურებს" ეძახიან ხევსურები, როგორც მითხრეს, მაგ კლდის თავზე ყოფილა სოფელი გურო, რომელიც ჭირს გაუწყვეტია
გმადლობთ ამ მოგზაურობისთვის❤ მუზეუმი ღია ცის ქვეშ... და როდის გამოუჩნდება გულშემატკივარი, რომ განაახლოს აქ მოსახლეობა და ხელი შეუწყოს არსებობისათვის ...
ძან კაი გადაღებულია მაგრამ ხახაბოში რო ხოსიაურებიც ცხოვრობდენ ეს ფაქტი რო დამახინჯებულია და არაფერია ნათქვამი ძან ცუდია . მივესალმები თუ ეს რამენაირად გამოსწორდება და არ დამახინჯდება ისტორია .
@@vasil_gabunia ხახაბოში სამ გვარს უცხოვრია და 3 ნაწილად იყოფაო რომ ამბობთ მანდ არის შეცდომა.4 გვარი ცხოვრობდა:ხახიაურები, მამიაურიები, მინდიკაურები და ხოსიაური.
@@xaxaboeli გმადლობ გიორგი ინფორმაციისთვის. ოდესმე თუ დავბრუნდი საქართველოში, ჩაფიქრებული მაქვს ხევსურეთზე ახალი, გაცილებით ხარისხიანი ფილმი გავაკეთო და ყველა ასეთი ინფორმაცია ჩემთვის ძალიან სასარგებლოა. მალე მეორე ფილმსაც დავდებ და იქაც დამჭირდება თქვენნაირი ადამიანების ჩართულობა.
მე-6 წუთზე რომაა გერმანელი მკვლევარის დასკვნა, ანუ ხევსურები დასავლელი ჯვაროსნების შთამომავლები არიან? ისე სკანდინავიელებიც ხომ არ იგულისხმებიან მანდ ? ან ზოგადად პრუსიელები?
@@natiamindikauri6716 მეც ასე ვიცოდი ქალბატონი, რომ აღმოსავლეთ მთიანეთი შუმერების პირდაპირი შთამომავლები არიან, მაგრამ იქნებ 6:05 წუთიდან 6:55 წუთამდე წაიკითხოთ რა წერია სუბტიტრებში თუ ინგლისური თქვენთვის ცნობილია :)
რუსულად მხოლოდ რუსები არ საუბრობენ. თქვენ ეტყობა რუსულ ენაზე გაქვთ იუთუბი. სხვა შემთხვევაში, ინგლისურ სუბტიტრებს მოგცემდათ. ან უკრაინულს, ან გერმანულს და ა.შ. ასე რომ, რუსულ ენაზე იუთუბი "ატსად" დაკარგოთ ;)
Ძალიან დაბალი დონეა რუსოფობობა, რუსეთზე ბევრჯერ მეტი ზიანი მიგვაყენა თურქეთმა, ირანმა მაგრამ რატომღაც მარტო "რუსია" ოკუპანტი თქვენიათანებისთვის 😏 ტაო კლარჯეზე გსმენია? 😏 Იცი რომ ეგ საქართველოს 40% იქ? Ქართული ეკლესია მონასტრები იცი რა დღეშია დღევანდელ თურქეთში? 😏 Ან ლორე ტაშირი სომხეთს რომ აქვს მოტაცებული, ქართულ წარწერებს და ქართულ ძველ საფლავებს რას უშვებიან იცი? Ან "მოძმე აზერბაიჯანელები" თათრები ჩვენ ძირძველ მიწა წყალზე დარჩენილ ქართველებს, და ეკლესიებს იცი? Დაინტერესებულხარ საერთოდ საზღვარს მიღმა საქართველოში დარჩენილ ქართველებზე? 😏 Თუ "სლავა უკრაინა" ს ყროყინია პატრიოტობა? 😏
უპირველეს ყოვლისა უღრმესი მადლობა. გულდარდიანი ვუყურე მიტოვებულ, დიდ ჭირ-ვარამ გამოვლილ სამშობლოს. გმადლობთ იმისთვისაც რომ არაჩვეულებრივი სასწავლო რესურსია. გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, კლიმატი, განუმეორებელი არქიტექტურა, დასახლებული პუნქტები, ისტორია....მოკლედ სრულყოფილი აღწერაა. ხევსურეთში მოგზაურობა რთულია. თქვენი ფილმი კი თითქოს რეალურად ამოგზაურებს ადამიანს. ❤
ძალიან ლამაზი, ინფორმაციით დატვირთული და საინტერესო ფილმია ♥️ გულდასაწყვეტია, რომ საკუთარ სამშობლოს, პრაქტიკულად, არ ვიცნობთ ... ღმერთმა უწყის, რამდენ მნიშვნელოვან ამბავსა და ისტორიას იტევს ეს დიდებული ადგილი ...
გმადლობთ, ბატონო ვასილ, ამ ფილმის გადაღებისთვის ♥️
ჩვენი საქართველო ჩვენი დიდი ისტორია და ერთერთი უძველესი ქვეყანა სამყაროში ❤❤
დალოცვილი საქართველო თავის ქართველებთან ერთად, დიდება უგალს.
ყოველი შეხვედრა ხევსურეთთან, განსაკუთრებით კი შატილთან, ჩემთვის დიდი დღესასწაულია
ერთ-ერთი ყველაზე კარგი არხია. მადლობა და წარმატებები ბნ. ვასილ.
გმადლობთ👍🏻❤️
შესანიშნავი სანახაობრივად და შინაარსობრივად! ასეთი სამშობლო გვაქვს და არ ვიცნობთ! სერიოზული კინოდოკუმენტალისტი ხარ ვასო! ყოჩაღ! წარმატებები!
მძიმე და მტკივნეული საყურებელია,მაგრამ ძალიან საინტერესო
ამ ვიდეოთი გავიცანი და შევიყვარე ხევსურეთი 12 წლის წინ. ისე წავედი, უნახავად ვიცოდი ყველა სოფელი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ❤❤❤❤
რამდენჯერ ვუყურე თქვენს ვიდეოებს უკვე, არ ვიცი ❤️ დიდი მადლობა, ასე საინტერესო და სიღრმისეული ვიდეოებისთვის,ბევრი ახალი რამ გავიგე ❤️
დიდი მადლობა! 💙
არაჩვეულებრივი თხრობა, არაჩვეულებრივი ფილმი. წარმატებას გისურვებთ და ველი მეორე ნაწილს. მადლობა ❤
ისე მომეწონა,რომ მესამედ ვუყურებ და ვტკბები , ვასიკო💗🙏
მეორე ნაწილს დავდებ მალე - ის გაცილებით მაგარია ;)
რა ქვეყანა გვაქვს ❤
საოცარი ვიდეოა ბ-ნო ვასილ.ხევსურეთის ბუნება ულამაზესია,მაგრამ სევდის მომგვრელია დანგრეული და მიტოვებული სოფლები...ღმერთმა მისცეს გამძლეობა ყველა იმ ადამიანს,ვისაც ბუნების ასე მკაცრ პირობებში უწევს ცხოვრება და მაინც არ ტოვებს თავის კერას😢მადლობა საინტერესო ვიდეოსთვის! თქვენ სულ ფეხით შემოგივლიათ ეს საქართველოს სილამაზეები👌👏👏👏❤️
ზუსტად იმიტომ მინდა ევროკავშირი, ახლო ურთიერთობა ამერიკასთან რომ ასეთი უნიკალური საგანძური და ულამაზესი ბუნება მქონე დაცული, მილიონობით დოლარის დახმარება აქვთ გაწეული მათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენისთვის. რა ლამაზი ხედებია ღმერთო!
Დიახ. Ეს და უამრავი სხვა მთის პროექტი. Მაგრამ, სამწუხაროდ, ამის აფიშირება არ ხდებოდა.
მადლობა ბატონო ვასილ გენიალური ნამუშევარია , შინდის ფერია სამყარო...❤
ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი 👍❤️
გმადლობ.. მეორეც ნახე ;)
❤❤რა საინტერესო იყო. კეთილშობილურ საქმეს აკეთებთ ბატონო ვასილ. სახლიდან გაუსვლელად ასეთ სასიამოვნოდ მოსასმენი ჩემს საქართველოს ,,ვუსმენ ,,და ხალისით ვაკეთებ საოჯახო საქმეებს . მადლობა კიდევ ერთხელ
სევდის მომგვრელია ის ფაქტი,რომ ჩვენი ისტორიის ამსახველი ადგილები უკაცრიელდება და ინგრევა,უღრმესი მადლობა ბ.ვასილ ასეთი კეთილი საქმისთვის,მიკვირს როგორ ძლებთ საზღვარგარეთ უზომოდ სამშობლოს მოყვარული.🤔🤔🤔
ყოჩაღ ძაო!
ეჰ! რა კუთხე დაიცალა მოსახლეობისგან?😢 1984 ის შატილობას ვიყავი ჩასული. იქ ჯერ კიდევ ცხოვრობდა ხალხი, საოცარი კუთხე და საამაყო ადგილი,ის მოსახლეობა კიდევ ინარჩუნებდა ძველადათ წესებს, გაოცებულიდა ამაყი ვიყავი მათი შემყურე,შატილის ციხე ისე ამაყად გამოიყურებოდა თვალს ვერ ვწყვეტდით, ❤😢ღმერთო აღადგინე საქართველო და დაუბრუნე ყველა კუთხეს თავისი შვილი, გააძლიერე და გაამთლიანე ერი,❤ მადლობა ბ, ვასო,იცოცხლეთ!❤❤❤
როგორი გულსატკენია დაცარიელებული სოფლების ხილვა, ნუთუ ოდესმე დაბრუნდება ამ წმინდა ადგილებს სიცოცხლე.
Alph Luckau UA-cam gwaszawlis szorad lozwas iszawlet sachareba Rom ar motkuwdet piramidebi ckewlaa Afrikase asewe QARTLIs deda chmalit da pialit igiwe MSE da mtwares Symboloa da eshmakisaa ESHMAKi s
აი,ასე უნდა გიყვარდეს სამშობლო,როგორც იმ კაცს,მარტო რომ ცხოვრობს😢😢💪💪💪💪
უხრმესი მადლობა ბატინო ვასი თქვენ გაიხარეთ
SUPER!
Amazing indeed!
Danke!
უღრმესი მადლობა!
კარგია ინგლისური თარგმანი რომ აქვს დართული.უცხოელებმაც გაიცნონ უკეთ საქართველო.❤❤❤❤❤
თითქმის ყველა ევროპულ ენაზე აქვს. გმადლობთ! ❤
არდოტში ვცხოვრობთ მურღვანი (ძველი გვარით ჭინჭარაულები) და ზვიადაურები.შეცდომას შევასწორებ:მურღვანი ვართ გუდანის ჯვარის ყმანი და საჭინჭარაულოს გვარმამიძმანი.გუდანის 5 საძმო სკამიდან მესამე სკამი მურღვაისძეთ გვეკუთვნის.
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის! მართლაც, ძალიან საინტერესოა.🧡"მესამე სკამი" რას ნიშნავს?
@@vasil_gabunia ბატონო ვასილ,თქვენი დოკუმენტური ფილმი,ნამუშევარი ძალიან კარგი და მოსაწონია.იმედია ,რომ შესწორებას საწყენად არ მიიღებთ.ზვიადაურები გუდანის ჯვარის ყმანი არასოდეს ყოფილან.რაც შეეხება გუდანის ჯვარში სკამებს,ეკუთვნის მხოლოდ ჭინჭარაულებს.პირველი სკამი დროშათ საბრძანისია,მეორე სკამი გუდანელ საჭინჭარაულოსი,მესამე სკამი,რომელიც სახუცო ტაბლის წინ არის,ფარულნიშნიანი (პიქტოგრაფები) არდოტელ მურღვაისძეთ გვეკუთვნის,მეოთხე სკამი კისტნელ-შატილიონებს და მეხუთე სკამი კი ლებაისკრელებს.ეს უნდა მომხდარიყო,მაშინ როდესაც გუდანიდან ჭ(ჯ)ინჭარას შვილბოლო მთას იქით,პირიქითა მხარეს გადავიდა.სამწუხაროდ,ეს საკითხიც შესასწავლი დარჩათ მეცნიერებს.ამ სკამებშიც დიდი გონიერება იყო გააზრებული წინაპრებისაგან,როგორც პეტროგლიფებიან ქვების წარწერები.
ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ნიკო. ჩვენი ფილმი 24 წლის წინ არის გადაღებული და მაშინაც შემთხვევით გადავიღეთ პეტროგლიფები. მართალია, ვაჟა ჭინჭარაული გვიწევდა მასპინძლობას, მაგრამ, დროის უქონლობის გამო ბევრი რამ ვერ მოვასწარით. მერე მეც წავედი საქართველოდან... როგორც თქვენი კომენტარიდან ჩანს, საინტერესო იქნებოდა თქვენთან საუბარი და თუ სურვილი გექნებათ ხომ არ ჩაგვეწერა ინტერვიუ ყველა იმ საინტერესო საკითხზე, რაც თქვენ იცით?
ბევრი დაინტერესდება - ეს ხომ საქართველოს საგანძურია!
ჩემი მეილია vasogab@gmail.com
მოხარული ვიქნებოდი თქვენთან ურთიერთობის.
@@ნიკოარდოტელიგამარჯობა მე გამიგია რომ მურღვათ წინაპარი დაღესტნიდან იყო ხელოსანი, და ზვიადაურებმა ქალი შერთეს და არდოტში დაასახლეს ასე წარომიშვა ეს გვარი ზოგი ეხლაც იწერებიან მურღუევებათ, რამდენად მართალია ეს მაინტერესებს?
საინტერესოა, გმადლობთ..
Rogor vnatrob iset saqartvelos, sadac dalagebuli ekonomikis ert-erti mzlavri shto shida turizmi iqneba. Saqartveloshi imdenia sanaxav dadatvalierebel shesascavli, rom chven sxva qveknis sanaxavad ar unda gvecalos. Xevsuretis bikikebze mcodne cinamzgoltan( gidtan) ertad zalian shtambechdavi, saintereso da amagvebeli iqneba lashqroba. ganumeorebel emociebs gvchuqnis chveni patara saqartvelo, madloba, batono vasil! Chemtvisac zalian sasiamovno agmochemaa tqveni arxi. Cxovrebis urtules periods gavdivar da mxolod tqveni arxi mexmareba am vitarebashi. Madloba amistvis.👍👏
დიდი მადლობა, ქალბატონო ციური! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ და ყველანაირი პრობლემის უსწრაფესად გადალახვას!
Gulit gixdit madlobas❤️
ყველასაგან მივიწყებულ ერთ მხარეზე მინდოდა გამეგო რამე.რომელიც ქართული იყო.სახელად დვალეთი.თუ არის მის შესახებ ვიდეოები.ვიცი რომ ოკუპირებულია ახლა.
სამწუხაროა,რომ არ ვიცნობთ საქართველოს კუთხეებს,მადლობა ბ.ვასილის,რომ გვამოგზაურებს და თანაც უფასოდ😮 😅😅
რა სევდიანი თვალები აქვთ ხახაბოელებს,ვინ იცის რას ჩაფიქრებულან?როგო მინდა რაღაცით ვანუგეშო,მაგრამ რით?😥😥😥🙏🙏🙏🙏
თუ სადმე რაიმე ხარისხიანი რესტავრაცია ან კვლევა ჩატარდა ყველა უცხოური გრანტებით.კარგი იქნება ხშირად ისაუბროთ ამაზე თორე ჯრ კიდევ ბევრია ისეთი ვინც ევროპა ამერიკას აძაგებს "ქართველობას წაგვართმევენო"რუსები გვირჩევნიაო.
გეთანხმებით! რუსებს ჩვენთვის (სხვებისთვისაც) გაპარტახების მეტი არაფერი გაუკეთებია არასდროს.
👍❤
თქვენ გაიხარეთ🙏
გენაცვალე ხევსურეთო
გმადლობთ
ძალიან საინტერესო ფილმია. დიდი მადლობა! :))
უღრმესი მადლობა, ძალიან მიხარია რომ თქვენი არხი აღმოვაჩინე....ეს ერთადერთი ნაწილია პირიქითა რეგიონში რომელიც ჯერ კიდევ საქართველოა.....ბევრად მეტი იყო, მოგეხსენებათ...ეს მარილი ც მხოლოდ მებრძოლი და ქვეყნის და პასუ ერთგულობით აღსავსე ხევსურების დამსახურებაა. განა აქ არ ამოჰყავდათ ცოლშვილი ქართლიდან და კახეთიდან გამოხიზნულებს. თვითონ კი ბარში მტერს უმკლავდებოდნენ..
კაი იყო, მადლობა დიდი!!!
6:04 წუთიდან კადრში, კლდეზე გადმომავალი წყალი რომ ჩანს, "გუროს ნაწვეთურებს" ეძახიან ხევსურები, როგორც მითხრეს, მაგ კლდის თავზე ყოფილა სოფელი გურო, რომელიც ჭირს გაუწყვეტია
რუსეთის გაკეთებული საქმე არ მინახავს და გაფუჭებული კი ბევრზე ბევრი.
ნამდვილად..
უნიკალური ფილმია
ცხოვრება ისტორიის ფურცლებია, რას იზამ, მხოლოდ სიკეთე უნდა აკეთო!
გმადლობთ ამ მოგზაურობისთვის❤
მუზეუმი ღია ცის ქვეშ...
და როდის გამოუჩნდება გულშემატკივარი, რომ განაახლოს აქ მოსახლეობა და ხელი შეუწყოს არსებობისათვის ...
გმადლობთ! მიხარია, რომ მოგეწონათ!
სხვათაშორის კოშკები შეაკეთეს წელს , მეგობარი მყავს მეუღლე ჭინჭარაული ჰყავს და ზუსტად მისმა შვილმა შეაკეთა
რამდენი ახალი რამ გავიგე... გავაზიარებ. გმადლობთ.
რა პერიდოშია გადაღებული? (თვე)
ოქტომბერის შუა რიცხვებში
ცრემლების გარეშე ვერ ვუყურე. 🙏🙏🙏❤
რა საკრალური სილამაზე და მისტიკაა.
მიტოვებული სამოთხე...
დიახ, საოცრებაა ხევსურეთი ❤
Didxans icocxle bidzi!
👍👍👍👍👍👍
ამ ვიდეოს აქვს თუ არ აქვს მეორე ნაწილი?
აქვს, ცოტა ზემოთ დევს - "ხევსურული მისტერიები" ჰქვია.
დასანანია... ასე ვკარგავთ ნელნელა საქართველოს.
Рас нишнавс муцо?
რომელ წელს არის გადაღებული ეს კადრები? ❤️
2001 -ში, მარიამ.
ძალიან კარგია 👏❤️
Вин ицис "хахабо" рас нишнавс?
ბათუმი რას ნიშნავს? ან ფოთი?
Jishi gvekargeba samcuharod
სად გვეკარგება?
Მადლობა გაიხარეთ
წინასწარ უნდა გეთქვათ იმ ხევსურისთ ის რომ ხმას იწერდით.
დავაშავეთ რამე, რომ არ ვუთხარით? თვითონ არ სწყენია და არც არაფერი უთქვამს პირადული. ისე, კი, ნამდვილად არ გვეგონა, რომ ვიდეოკამერა არ ეცოდინებოდა.
აუ, როდინდელი ვიდეოა? :)
24 წელი 😊😊
ძან კაი გადაღებულია მაგრამ ხახაბოში რო ხოსიაურებიც ცხოვრობდენ ეს ფაქტი რო დამახინჯებულია და არაფერია ნათქვამი ძან ცუდია . მივესალმები თუ ეს რამენაირად გამოსწორდება და არ დამახინჯდება ისტორია .
ლევან, 20 წლის წინ მხოლოდ ეს 2 ადამიანი ცხოვრობდა იქ და ესაა ფილმში აღნუსხული.
@@vasil_gabunia ხახაბოში სამ გვარს უცხოვრია და 3 ნაწილად იყოფაო რომ ამბობთ მანდ არის შეცდომა.4 გვარი ცხოვრობდა:ხახიაურები, მამიაურიები, მინდიკაურები და ხოსიაური.
@@xaxaboeli გმადლობ გიორგი ინფორმაციისთვის. ოდესმე თუ დავბრუნდი საქართველოში, ჩაფიქრებული მაქვს ხევსურეთზე ახალი, გაცილებით ხარისხიანი ფილმი გავაკეთო და ყველა ასეთი ინფორმაცია ჩემთვის ძალიან სასარგებლოა. მალე მეორე ფილმსაც დავდებ და იქაც დამჭირდება თქვენნაირი ადამიანების ჩართულობა.
Danke!!!
Bitte!!!
მე-6 წუთზე რომაა გერმანელი მკვლევარის დასკვნა, ანუ ხევსურები დასავლელი ჯვაროსნების შთამომავლები არიან? ისე სკანდინავიელებიც ხომ არ იგულისხმებიან მანდ ? ან ზოგადად პრუსიელები?
პირველ საუკუნეში რომის იმპერატორი პირადად გაეცნო ხევსურებს და რომელ ჯვაროსნებზე ლაპარაკობ?...სასაცილოა ამდენი უცოდინარი საქართველოში და სატირალი!!!
@@natiamindikauri6716 მეც ასე ვიცოდი ქალბატონი, რომ აღმოსავლეთ მთიანეთი შუმერების პირდაპირი შთამომავლები არიან, მაგრამ იქნებ 6:05 წუთიდან 6:55 წუთამდე წაიკითხოთ რა წერია სუბტიტრებში თუ ინგლისური თქვენთვის ცნობილია :)
არა, არ იგულისხმება.
Rusuli subtitrebis gamo gamoweras vauqmeb😢
და, ლათინურით წერთ? :) არ აქვს რუსული სუბტიტრები - თქვენ გაქვთ რუსულად იუთუბი და ავტომატურად გითარგმნით რუსულზე :)
ქართული მაჩუპიკჩუ
რუსული სუბტიტრები ატსად დაგეკარგოთ
რუსულად მხოლოდ რუსები არ საუბრობენ. თქვენ ეტყობა რუსულ ენაზე გაქვთ იუთუბი. სხვა შემთხვევაში, ინგლისურ სუბტიტრებს მოგცემდათ. ან უკრაინულს, ან გერმანულს და ა.შ. ასე რომ, რუსულ ენაზე იუთუბი "ატსად" დაკარგოთ ;)
@@vasil_gabunia არ მაქვს, მაგრამ მიხარია რომ შევცდი
Ძალიან დაბალი დონეა რუსოფობობა, რუსეთზე ბევრჯერ მეტი ზიანი მიგვაყენა თურქეთმა, ირანმა მაგრამ რატომღაც მარტო "რუსია" ოკუპანტი თქვენიათანებისთვის 😏 ტაო კლარჯეზე გსმენია? 😏 Იცი რომ ეგ საქართველოს 40% იქ? Ქართული ეკლესია მონასტრები იცი რა დღეშია დღევანდელ თურქეთში? 😏 Ან ლორე ტაშირი სომხეთს რომ აქვს მოტაცებული, ქართულ წარწერებს და ქართულ ძველ საფლავებს რას უშვებიან იცი? Ან "მოძმე აზერბაიჯანელები" თათრები ჩვენ ძირძველ მიწა წყალზე დარჩენილ ქართველებს, და ეკლესიებს იცი? Დაინტერესებულხარ საერთოდ საზღვარს მიღმა საქართველოში დარჩენილ ქართველებზე? 😏 Თუ "სლავა უკრაინა" ს ყროყინია პატრიოტობა? 😏
@@humain2010 შე კუტუმიცინო - რუსმა რაც გიყო 15 წლის, 30 წლის და 200 წლის განმავლობაში... ფუ, მოგიტყან აზროვნება!